შპრიცები უკვე აქ არიან, ახლა ვაქცინებს ელოდებიან. რესპუბლიკელებმა ცოტა ხნით შევიდეთ პარლამენტშიო - გამოსაძიებლადო და მერე წამოვიდეთო. მელიამ გირაოს არ გადავიხდიო და კალაძემ სპორტის სასახლეთან ურბანული გენოციდი მიდისო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში - 469; გარდაცვლილი - 3311, ბოლო დღე-ღამეში - 5; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში - 3.3112.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 244 ტესტი ჩატარდა. 5 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 687 ფაქტი გამოავლინა. კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა, ერთ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. თამარ გაბუნია - ყველა ვთანხმდებით, რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭირო, ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირ მწარმოებლები და „კოვაქსი“ 3 მიმართულებაა, რომელიც ჩვენთვის სამუშაო არეალია. ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია.
ევროკავშირობის პრობლემები - გრიგოლ გეგელია - თუკი „ოცნებას“ სურს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შეტანა, მას მოუწევს არაუგვიანეს 2022 წლისა რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. სერგი კაპანაძე - ევროკავშირის მოხსენებაში კარგად ჩანს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. მამუკა ხაზარაძე - „ოცნება“ არ დადის დებატებზე - ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაშიც არ ვესაუბრებით?!
ცოტა ხნით გაპარლამენტარება - რესპუბლიკური ინიციატივა - დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ნიშანია, რომ ამ პარტიას „ყველა პროცესში ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია“. ლევან იოსელიანი - ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს არჩევნების გაყალბებაზე, კომისიაზე წარმოადგინოს, მათთან ერთად ვიბრძოლებ, რომ ეს გაყალბება დავამტკიცო. ირაკლი ქადაგიშვილი - ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს გაყალბებული არჩევნების გარშემო, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მათი ყველა მტკიცება და განცხადება ყალბია. ნიკოლოზ სამხარაძე - თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატობა არ უნდათ, ხელახლა დაწერონ განცხადებები და თვითონ მიაჭირონ მწვანე ღილაკს ხელი - ჩვენ კვლავ შევიკავებთ თავს და ამდენი იწილო-ბიწილოც დამთავრდება. ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიოსთვის ექნება წარდგენილი. ანრი ოხანაშვილი - კომისიაში გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არაა დამოკიდებული - თუ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები აქვთ, დადონ. საბა ბუაძე - ხათუნა სამნიძის განცხადებას „ლელო“ ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება - საპარლამენტო საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა, ბოიკოტიდან გასვლას ნიშნავს. ვახტანგ კალოიანი - განხილვად ღირს ყველაფერი, მაგრამ „რესპუბლიკელების“ განცხადება ცოტა ბუნდოვანია. არმაზ ახვლედიანი - მე მონაწილეობას მივიღებდი „რესპუბლიკელების“ ინიციატივის განხილვაში. ბაჩუკი ქარდავა „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე - რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს და საარჩევნო კანონმდებლობასთან იყოს დაკავშირებული, პარლამენტში შესვლა არა მორალის, არამედ პოლიტიკური პრინციპულობის საკითხია. ნუგზარ წიკლაური „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე - ვფიქრობ, დაუფიქრებელი განცხადება იყო - არ მგონია, რომ ფრიდონ ინჯიას შეუერთდნენ, ასეთ რამეს ნამდვილად ვერ ვუსურვებდი. მამუკა ხაზარაძე: პარლამენტში ერთჯერადად შესვლა არაფრის მომტანია, ამას მხარს არ დავუჭერთ. მდინარაძის თქმით, რესპუბლიკელების პოზიცია „ბავშვური თამაშია“.
მერია მუშაობს - კახა კალაძემ მერიის სხდომაზე მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა. დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში მთლიანად დასრულდება. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს, ტყვარჩელის ქუჩის #5-ში ბარაკები დაინგრევა და პატარა სკვერი აშენდება. ნინოშვილზე არსებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 18 მილიონ 400 ათასი ლარის გამოყოფა. დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი ისევ ამოქმედდება. დავიწყეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია - დაახლოებით 34 მლნ ლარი დაიხარჯება და 2023 წელს უნდა დასრულდეს სრული რეაბილიტაცია.
მელაშვილის სამართალი - ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებე. ივერი მელაშვილი - მე მგონი, სიმართლე გაიმარჯვებს, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. პროკურორი - სასამართლოს სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარვადგენთ, ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს. ივერი მელაშვილი - პროკურატურა ცდილობს, ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - ძალიან ცუდად იყო გაგებული, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
უგირავნო მელია - ნიკა მელია - მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად - თუ ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია. ირაკლი ჩომახაშვილი - რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია - მას არანაირი ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა. დავით მათიკაშვილი - მელიას საქციელის ადეკვატური იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ლევან იოსელიანი - თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ. ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე - თუ ვინმე ეცდება კონსტიტუციის დარღვევას, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება. ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ამბობს, რომ არ ვემორჩილები კანონს, არ მაინტერესებს საქართველო და მისი კანონი.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. მიხეილ ჩხენკელი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - 2020 წელს შსს-მ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი გამოავლინა, საიდანაც 7573 ქალია. გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 13 511 ხანძარი დაფიქსირდა და 65 ადამიანი დაიღუპა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - საფრანგეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ივნისამდე გაახანგრძლივა. სომხეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 138.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. აშშ-ში კორონავირუსის 92 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 031 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 14 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ამერიკელი სენატორების უმრავლესობა ჯო ბაიდენს მოუწოდებს, თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ უბიძგოს.
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის საგარეო უწყებას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს რუსეთი საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია