არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 73877, გარდაცვლილი - 853, კარანტინში - 2186. დოლარი 3.2948 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - თენგიზ ცერცვაძე - ისევ მაწუხებს თავის, ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც თბილისში 1 256, აჭარაში - 664, იმერეთში კი - 538 დაფიქსირდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა. ნათია თურნავა - წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 928 პაციენტიდან 145 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულია. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბიძინა კულუმბეგოვი - საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

      2020 წლის არჩევნების მეორე დუბლი - გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, თითოეული პარტია და დეპუტატი მოიქცევა ისე, როგორც იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც ამომრჩეველმა მისი თვალთახედვით გადაანაწილა. თამარ ჩუგოშვილი - თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, ქუჩის ოპოზიციად დარჩება - ამომრჩევლებს უნდოდათ ისინი პარლამენტში ყოფილიყვნენ. ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რომ „ოცნებას“ და თამარ ჟვანიას შესაძლებლობა არ მივცეთ „გააპრავონ“ ხელისუფლების მიტაცება. სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ხელისუფლების მხრიდან „გონივრულ წინადადებას“ ელოდება. ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს დათმობა აუცილებლად მოუწევს - მას ორი სცენარი აქვს: ან ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი გააკეთოს ან ახალი არჩევნები დანიშნო. ლევან ვარშალომიძე - ოფიციალურად მივმართავთ ცესკოსა და უსკოს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში - მხარდამჭერს მოვუწოდებთ, არჩევნებზე არ მივიდნენ. ცესკომ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. ხატია დეკანოიძე - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იყო რჩევა, ხომ არ სჯობს, რომ საპარალმენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ, თუმცა ავუხსენით, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტი - პარლამენტი. ნათია თურნავა - სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს - ჩვენი ულტრარადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში. ზაალ უდუმაშვილი პრემიერის განცხადებაზე - ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა გაეაზრებინათ, ვიდრე ქვეყანას ამ კრიზისულ ვითარებაში შეიყვანდნენ. ანზორ ბიწაძე - კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩვენმა კოლეგამ, რომ არავინ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას. ზაალ უდუმაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რაც არჩევნებზე იყო. ლევან თარხნიშვილი - არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. გიგი უგულავა ამომრჩეველს, ვინც თვლის, რომ „არჩევნები არსებითად გაყალბდა“, მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. მამუკა მდინარაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ გამბედაობა და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. გიგი უგულავა - არანაირად არ ეხება გიორგი გახარიას, ვინ შევა პარლამენტში და ვინ-არა. სერგი კაპანაძე - ახალი არჩევნების მისაღწევად ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა - პარლამენტის. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორს აღარ მოაწყობს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ. მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა - ამის გადახედვას და ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს. კახა კალაძე ოპოზიციას - უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ქვეყნის საერთო გამოწვევებს. გიორგი ვაშაძე - თუ მეორე მხარეს ხისთავიანები იდგებიან, შეთანხმებას ვერასდროს შევძლებთ - თუ კობახიძის განცხადებას შევხედავთ, მგონი, ხისთავიანები არიან. ზურაბ ჯაფარიძე - სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება - უნდა მოიტანონ პასუხი წინადადებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო.

      დაბრუნებული დღგ - გიორგი გახარია - დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ივანე მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე - ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არათუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს. შემოსავლების სამსახური - გადასახადის 9 238 გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა.

      პომპეოს ამბების კუდი - ნათია თურნავა - მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია. პრემიერი - მაიკ პომპეოს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა. კელი დეგნანი აშშ- ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. კელი დეგნანი - მაიკ პომპეოსთვის საქართველოში გამართული შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში.

      პირველთოვლობა - ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურას გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო დილიდან, ცოტა გამოთბა და გზაც გათავისუფლდა. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, დანარჩენი ტრანსპორტი ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს. ზვავსაშიშროების გამო გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

      სამართლოს საქმეები - ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოში კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ „კლანი“ ვისზეც წინასწარ შეთანხმდა, ყველა მოსამართლედ დაინიშნა. გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში, სასამართლოს ნაცვლად, მივიღეთ ყურმოჭრილი მონსტრების კორპორაცია. დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას - გუშინ დანიშნულ 36-ვე ღირსეულ მოსამართლეს.

      სტატისტიკოსები - „საქსტატი“ - III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 11.9% შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან. უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით მაღალია. ხატია დეკანოიძე - წარმოუდგენელი ირონიულობაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გუშინ სასამართლოს პრობლემებზე საუბრობდა და პარალელურად „კლანმა“ კვლავ დანიშნა საკუთარი მოსამართლეები.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - იაპონიაში კორონავირუსის 2 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 1 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსის 13 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 257 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ჯანმო - გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი ევროპაზე მოდის. თურქეთი ჩინური ვაქცინის 20 მილიონი დოზის ყიდვას გეგმავს. საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში კორონავირუსით ​ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება. სერბეთის პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა.

      კვტრები - დონალდ ტრამპი - პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 136

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters