ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო და შემოდგომის პირველი დღის პირველი ქველინიუსიც აქტიურობას იმედოვნებს. ამინდი მაინც რჩება თავისი მოწოდების სიმაღლეზე და 3 სექტემბერს ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოსო, 4 სექტემბრიდან კი აცივდება და აგრილდებაო. იქამდე ქვეყნის მთავარი ამბავი რეკომენდაციების შესრულება და ომბუდსმენის დანიშვნის ოცნებისეული იდეა იყო. ასევე საღამოს პრეზიდენტის ბრიფინგი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036 ლარია.
ევროპისკენ უოლიგარქოდ - ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ქმნის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ილუზიას. გიორგი ვაშაძე - უკვე არსებობს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამუშავებული ვერსია, რომელიც ალბათ, საუკეთესო პრეცედენტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სალომე სამადაშვილი - საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 30 %-ს - მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს, ამიტომ დეოლიგარქიზაციის ვერანაირ საკანონმდებლო ანალოგს ვერ გამოვიყენებთ. თამარ კორძაია - დეოლიგარქიზაციის კანონის ამოსავალი კონცეფცია ის უნდა იყოს, რომ არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, რომელზეც „ოცნება“ აპელირებს, არ შეესატყვისება ჩვენს რეალობას - ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული მოდელი. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში ჰყავთ - უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით.
ომბუდსმენის არჩევის წესი - ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოზიციაზე თავის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა კრიტერიუმები, რაზეც ის საუბრობს, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. ნათია მეზვრიშვილი - არანაირ ვაჭრობას სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არც ხელისუფლებასთან, არც ოპოზიციასთან და არც არავისთან არ ვაპირებთ. მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე - ოპოზიციის სპორტული ინტერესია, გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა. ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს ომბუდსმენის არჩევის საკანონმდებლო ჩარჩო, განვიხილავთ როგორც საბოტაჟს 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ - წესი უნდა დარჩეს იგივე. პაატა მანჯგალაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე - „ქართული ოცნება“ ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს. სერგი კაპანაძე - მოტყუების ტაქტიკას „ქართული ოცნება“ ბევრჯერ მიმართავდა და არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამჯერად გადაიფიქრა და აპირებს, ომბუდსმენი დათმოს. ვახტანგ მეგრელიშვილი - „ოცნებამ" ბუნდოვანი პროცედურები წარმოადგინა - ომბუდსმენის კანდიდატებს აფასებს ცხრაკაციანი ჯგუფი, ეს სანდოობის პრობლემას ვერ წყვეტს. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე უსინდისოდ ატყუებს ხალხს - პირველი გამოცდა სახალხო დამცველის შესარჩევ წესს ექნება მაშინ, როცა ცნობილი გახდება, ვინ შევა საბჭოს შემადგენლობაში. თამარ კორძაია ომბუდსმენის შერჩევის წესზე - თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, "ოცნებას" ინტერესი ექნება მის მიმართ ლოიალური კანდიდატი შეირჩეს. გივი მიქანაძე - მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ყველა ის არასამთავრობო ჩაერთოს, რომელიც პოლიტიკისგან განყენებულია - ვინც ნეიტრალიტეტს დაკარგავს, პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის შერჩევის უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ - საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება.
ნებართვა - მშენებლობადამთავრებული ობიექტების გარკვეული პირობებით ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი ხდება.
ხბოები - სურსათის ეროვნული სააგენტო ხბოების დაცვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა, დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო ამოქმედების ვადად 2028 წლის პირველი იანვარი.
„საქსტატის“ კვლევით, მომხმარებლების 95,9% ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს, მოსახლეობის 88.1% მობილურ ტელეფონს ფლობს. ივლისის მონაცემებით, ე.წ. შავ სიაში 216 ათასზე მეტი მსესხებელი შედის, ვადაგადაცილებული კრედიტის რაოდენობა კი 408 ათასზე მეტია.
კობახიძის „სამმართველო“ - ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე არ ცნობს ინსტიტუტებს, პირველ რიგში პარლამენტის ინსტიტუტს, ბუნებრივია მათ ინიციატივებს ჩვენ სერიოზულად მაინც და მაინც ვერ მოვეკიდებით. ვენეციის კომისიის დასკვნაში არანაირი სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის - როცა ვერავინ გაწვდის სამართლებრივ შენიშვნებს, ბუნებრივია, იძულებული ხარ მიიღო შენი გადაწყვეტილება. რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს.
მიშას ამბები - რატი ბრეგაძე - ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს პატიმარი - გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო - ნიშან-წყალი, რომ განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს.
პრეზიდენტის ნაუბარი - სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე, ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად. უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან და მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში იმისთვის, რომ 12 რეკომენდაციაზე რაღაც პირველადი გასაუბრება მაინც ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ. პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. 3 კვირაში იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეა, როგორც ჩანს პრემიერი იქ აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო - მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ.
კახა კალაძე „ტვ პირველის” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს ითხოვს.
ასლან ბჟანია მომხრეა შეთანხმების რატიფიცირება მოხდეს, რომელიც რუსეთისთვის ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების გადაცემას გულისხმობს.
საზღვარგარეთულები:
ომი - უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსებმა უკრაინაში 45 547 დანაშაული ჩაიდინეს. მედია - რუსები ენერგოდარს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. უკრაინის გენშტაბი - მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე. ენერგოდარის მერი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 48 350 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ანდრეი ერმაკი - რუსებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლა სურთ, ეს არის ტერორისტული ქვეყნის ქმედებები, რომელსაც ეშინია მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუნდი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა. ბორის ჯონსონი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ. უკრაინა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ხუთმა გემმა დატოვა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო თავის წარმომადგენლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტოვებს. დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსი ტურისტებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ „სასაცილოა“. სერგეი ლავროვი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დნესტრისპირეთში ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც "სამხრეთ ოსეთში", როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი. დმიტრო კულება - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, არგუმენტი, რომ ეს არის პუტინის ომი და ყველა სხვა უდანაშაულოა, წარსულში დარჩა. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებს - ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია