იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან.
მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ.სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვის, ზუსტად მაშინ მინდა ვიყვირო ყველაზე ხმამაღლა:მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ, გადავფარო ყველა ხმა დედამიწაზე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და უფრო შემიყვარდება თუკი შენ გეტყვი ამას და პასუხად მხოლოდ ერთს მივიღებ: შენ გულწრფელ ღიმილს. მე ხომ ვგიჟდები, როცა იღიმი.იცი? იცი როგორია შენი თვალები? აი მზის ჩასვლა როა ზღვაზე ისეთი, ბოლომდე ვერც უსწორებ თვალს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ გინდა უყურო, ეს ყურებაც კი გაკმაყოფილებს და მშვიდდები... როგორი მშვიდია შენი სილამაზე, როგორი სათნო და მიუწვდომელი. როგორ არ მინდა ხოლმე ჩავიდეს ,,მზე" როცა გიყურებ, აი ასეთი მიყვარს შენი თვალები, ასე მარტივი, მშვიდი და უბრალო, მიუწვდომელი. გამალამაზე შენი სხივებით, არასოდეს ჩახვიდე! არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ გამიღიმე! იმდენად ლამაზი ხარ, რომ ყველა წვეთში გხედავ, ყველა ფიფქში. ამიტომაც შემიყვარდა ასე ძალიან წვიმა და თოვა, შენ ხომ გაალამაზე ისინი ჩემთვის. შენზე რომ არ ვიფიქრო ერთ წუთში ზუსტად 60ჯერ გამახსენდები ხოლმე, ჩემი ყველა წუთი და ყველა წამია შენი. ხედავ მთელი ცხოვრება გაჩუქე უკვე. შენ გჩუქნი მე ჩემს არსებას, შენი იყოს წაიღე. ოღონდ ნურასოდეს დაკარგავ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. იყავი მუდამ თოვლის ფიფქივით სუფთა და წვიმის წვეთივით მშვიდი, ქარივით ბობოქარი და მზის სხივივით მიუწვდომელი, სიოსავით უმანკო იყავი მუდამ. გახსოვდეს, რომ ყველა ლექსში, სადაც ვახსენებ წვიმას, თოვას, ქარს, მზეს იქ შენ იგულისხმები, შენ-შენი ამოუცნობი და მიუწვდომელი სილამაზით.
იცი? იცი როგორია შენი სიყვარული? ისეთი, როგორიც მხოლოდ მე წარმომიდგენია და ვერასოდეს, ვერავინ წარმოიდგენს ჩემს გარდა. ჩუმი, უსიტყვო, აფეთქებული და სივრცეში გაშლილი, სივრცეში, რომელიც წარმოუდგენლად დიდია, რომელსაც ვერავინ ხედავს ჩემს გარდა. მე კიდე შენს სიყვარულს ვხედავ მთელ სამყაროში, ამიტომაც არ მეყოფა შენი სიყვარულისთვის არც დედამიწა, არც ზეცა. მე მჭირდება რაღაც სხვა, იმისთვის რომ მიყვარდე, რაღაც სხვა და ეს სხვა მხოლოდ მე ვიცი რა არის. გამიღიმე და შემიყვარე, იმისთვის, რომ მთელს სივრცეს, ცხადს და ამოუცნობსაც გავაგონო ჩემი ხმა.... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•