აგვისტოს სიცხე სიგრილემ ჩაანაცვლა და პოლიტიკაც გამოგრილდა თითქოს, სიახლეები ერთსა და იმავე თემების გარშემო ტრიალებენ. მაჩალიკაშვილები, სასამართლო, თბილისი და პრეზიდენტობის წინათვეულები.
სასამართლოს უზენაესი მსაჯული - ანა ნაცვლიშვილი - ყველა უნდა იყოს მონდომებული, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩეს. დავით ასათიანი - ნეიტრალური, მიუკერძოებელი და რეფორმატორული უნარების მქონე კანდიდატურის შერჩევა იოლი არ არის, რადგანაც მიმდინარე პროცესი მაინც პოლიტიკური პროცესია. უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტს აღარ შეხვდება. რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც რომ ჩამოიყვანოს, „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას მაინც ჩააგდებს ან საერთოდ არ განიხილავს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეებით ადრე - დავით ბაქრაძე - ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების შენახვაზე უზარმაზარი რესურსი იხარჯება, მაგრამ არავის არ აწუხებს ის, რაც ხალხს აწუხებს. ახალარჩეული პრეზიდენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის წარდგენა იქნება. თამარ ჩუგოშვილი - ვერ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეალურად მომართულია უმრავლესობასთან სალაპარაკოდ. რომან გოცირიძე - ავლაბრის სასახლეში შესვლა იქნება მამხილებელი ნიშანი იმის, ეშინია თუ არა ახალ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის რისხვის. თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინოს, არ შეიცვლება. ანა მიქელაძე - ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა. ალექსანდრე თვალჭრელიძე - სალომე ზურაბიშვილი მოსკოვიდან მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა. ცესკო-ში განმარტავენ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება არასდროს ყოფილა ვალდებულება. „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა.
ლარის ვარდნის სიმძაფრე - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა. აკაკი ცომაია - სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს.
საპატრიარქოდან - მამა მიქაელ ბოტკოველი - დეკანოზი გიორგი მამალაძე წმინდა სინოდის წინაშე წარსდგება მაშინ, როცა საპატიმროს დატოვებს.
ფაროსანების უკანდახევა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.
სამხედრო სწავლებები აფხაზეთში და აფხაზეთი დანარჩენ საქართველოში - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთაისში, აფხაზეთის ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით, გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტერორიზმი და მსხვერპლობა - მალხაზ მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული. სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში თავის აფეთქების შესახებ განცხადებაზე - ეს ემოციურ ფონზე ვთქვი, ასეთი რამ გულში არ მქონია. ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არავითარი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა. ადვოკატი - გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა მაჩალიკაშვილი იმ პირებში, ვისთან ერთადაც, განცხადების თანახმად, სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა.
მერკელი საქართველოში - ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა.
ტყის ზრუნვის გაძლიერება - პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის მიზეზით, ყოფილი ტყის მცველი დააკავა.
უთხილო დასავლეთი - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება.
ხორავას საქმეების კომისია - დიმიტრი ცქიტიშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ბიძამ გვითხრა, რომ შსს-ს ხელმძღვანელებს შეხვდა და ოჯახს რეკომენდაცია მისცა, მისი დის შვილი პოლიციას ჩაბარებოდა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას გამოკითხავს. ოთარ კახიძე - ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა.
სწავლაზე გულაცრუება - 2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა.
საჩვენო ამერიკა ანუ ბიუჯეტი სხვაზე ზრუნვით - აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტით საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაცაა გათვალისწინებული. დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტებში საქართველოსთან მიმართებაში ამ შინაარსის და დატვირთვის ჩანაწერი წინა წლებში არ ყოფილა.
თბილისის მშენებლობები თან ტყე-პარკებში - კახა კალაძე - მე ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ განთავსდება. ბექა დავითულიანი დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ოპოზიციას და გარკვეულ არასამთავრობოებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კახა კალაძე - უამრავი სახლია ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მომდევნო წლებში ვგეგმავთ, რაც შეიძლება მეტი ქუჩის, მეტი უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. მერიამ გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. რევაზ სოხაძე - რეალურად დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ფუნქცია დაუბრუნდება და კიდევ უფრო გამწვანდება.
საზღვარგარეთულები:
კორეული შეხვედრა მეორედ - ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ფხენიანში 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება.
თურქული ალტერნატივები - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია