შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ, რომ სექტემბრიდან დედა ენა სკოლებს დაუბრუნდება, ივნისის აქციებზე უკვე პოლიციელიც დააკავეს, მოსამართლეების ტემა დაბრუნდა და გარეჯის საკითხიც ისევ პრობლემურია.
ივნისის მთავარი აქციის გარშემო - შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20-21 ივნისის მოვლენებისას ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა. ოლეგ ბასილაშვილი - გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. კახა საბანაძე - 20 ივნისის ღამეს პოლიციაზე 150-200 ადამიანი ძალადობდა, თუმცა ზურგს უკან იყვნენ სხვები, რომლებიც მათ ბლაგვ საგნებს, ქვებს და ბოთლებს აწვდიდნენ. აქციის ადგილიდან პოლიტიკოსების გარიდება ვითარებას უფრო გაამწვავებდა. მამუკა ბახტაძე - ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ, ეს ასე არ მოხდება. მამუკა ბახტაძე - არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როცა პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე. ლევან კობერიძე - თუკი გახარიას რაიმე აქვს სათქმელი, გამოვიდეს და თქვას - ამ ვნებათაღელვის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ფასს კარგავს. ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია ლოზუნგით - „მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ გაიმართა. ლევან კობერიძე - პრემიერ-მინისტრმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ მოვლენასა და ტრაგედიაზე, რაც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა. ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს. პარლამენტთან აქცია განახლდა. 20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 1 პოლიციელი დააკავეს. 20 ივნისის მოვლენებისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს. გენერალურმა პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დღეს ერთ-ერთი სამართალდამცავი დააკავა. ზაალ უდუმაშვილი პოლიციელის დაკავებაზე - ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს. შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა.
დავით გარეჯის გიდი - უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს. დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. შსს - დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. გიდი - დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება. მორჩილი ზაზა - უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს, ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება. შსს-ში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს. თეიმურაზ კუპატაძე კელიების საპირფარეშოებად გამოყენებაზე - მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ ხდება, მესაზღვრეების განმარტებით, ქაღალდებს და ნაგავს იქ მომლოცველი ტურისტები ყრიან. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური - საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება განახორციელეს.
ვაჭრება საცურაო აუზში - მერიაში არ ადასტურებენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.
დედა ენის დაბრუნება - მამუკა ბახტაძე - სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება. სასწავლო პროგრამიდან „დედა ენის“ ამოღება უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად მოხდა. მიხეილ ბატიაშვილი - „დედა ენა“ არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო, ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება. ზაზა გაბუნია - სექტემბრიდან „დედა ენა“ შევა სკოლებში, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. სერგო რატიანის თქმით, სკოლებში „დედა ენის“ ამ გამოცემის უცვლელი სახით შეტანა „ბევრ უხერხულობას შექმნის“. ლევან ბერძენიშვილი - პრემიერი და განათლების მინისტრი მავნებლობას სჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ.
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.9%-ით შემცირდა.
მოსამართლეთა მარადიულობის ამბავი - ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს და სექტემბერში 5-6 ვაკანსიაზე გამოცხადდეს კონკურსი. ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს წევრმა ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებს. ლევან გოგიჩაიშვილი - გეტირება ადამიანს, ისეთი ხალხის გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძის კანდიდატად დარეგისტრირება იყო დაუშვებელი. დავით უსუფაშვილი - ლოგიკური იქნება, თუ მოქმედი პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს - წელიწადნახევარში ჩვენ უზენაესი სასამართლოს ისე დაკომპლექტებას შევძლებთ, რომ ნდობა გაჩნდეს. რომან გოცირიძე - თუ პარლამენტში იმ 20 მოსამართლის კანდიდატურა შემოვა, რომელთა უმეტესობა ივანიშვილის პირადი მოსამსახურე იქნება, ხელისუფლება არანაკლებ საპროტესტო გამოსვლებს მიიღებს. აკაკი ზოიძე - არ იქნება ურიგო, თუ მოსამართლეების შერჩევის საკითხს გადასაწყვეტად პროპორციული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტსაც დავუტოვებთ. ბიძინა გეგიძე - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით კითხვები მეც მაქვს. დავით ჭიჭინაძე - გასაკვირი არ არის, რომ უღირს მოსამართლეებს მხარი დაუჭირონ.
ვახტანგ ძაბირაძე - ოთარ კახიძემ ნიკა მელიას საქციელს სწორი შეფასება მისცა - უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან შენიშვნის მიღება
საზღვარგარეთულები:
აქციები მოსკოვში - მოსკოვის ცენტრში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გაიმართა
თურქული ამბები - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფიქრობს, რომ ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დონალდ ტრამპი არ დათანხმდება.
ტრამპის რასიზმი - დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი „ტვიტერზე“ დაწერილი განცხადება გახდა, სადაც იგი დემოკრატ კონგრესმენებს თავს ესხმის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია