ქვეყნის გარეთ კვლავ უკრაინა აქტიურობს და ჩვენი სამხრეთ მეზობლების მოუგვარებელი ქიშპობა. თუმცა, ჩვენი სახეი მსოფლიოში პრემიერ-პრეზიდენტს დააქვს საერთაშორისო შეხვედრების წყალობით. დღის მთავარი ამბავი ასევე ხალხის ძალად წოდებული პარტიის განხადება იყო, ეკონომიკის ამბები მცირე დოზით და IRI-ს მორიგი კვლევა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7340 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 07 ნოემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა.

      უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.

      პრემიერი საერთაშორისოდ - ილია დარჩიაშვილი - გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მიმართვისას გაჟღერებული იქნება საქართველოს პრიზმიდან დანახული ყველა გამოწვევა და გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა. რევაზ ჯაველიძე - პრემიერ- მინისტრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გათვალისწინებული არის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილი - მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი.

      ხალხოსნები - „ხალხის ძალა“ - აშშ-ს საელჩომ მისი ფავორიტი „ენჯეოს“ მეშვეობით, არა მხოლოდ ხმის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, არამედ ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა - „ოცნებას“ გამბედაობა არ ჰყოფნის, ამერიკელებს დაუპირისპირდეს. „ხალხის ძალა“ არის სპეციალურ დავალებათა ჯგუფი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა დასუსტებული პრორუსული ფლანგის გაძლიერებისთვის საქართველოში. ხათუნა სამნიძე - გადაწყვიტეს, ე.წ. განდეგილ დეპუტატებს ალაპარაკონ ანტიდასავლური, შავ-ბნელი აზრები - არ გამიკვირდება, მათი ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული. კოკი იონათამიშვილი - „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადების შემდეგ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავს პროდასავლურად თვლის, მათთან უმრავლესობაში არ უნდა დარჩეს.

      ოპოგრუპი - ირაკლი ზარქუა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - „ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ - მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათ რა უნდა ქნან? ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ „ნაცმოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, გრეგოროვას - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია

      მკვლევარები - IRI - გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. გამოკითხულთა 42%-ის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. გამოკითხულთა 33% არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 30%. გამოკითხულთა 48% მტკიცედ ეთანხმება იმას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნა. გამოკითხულთა 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, კახა კალაძე 51%-ს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი 44%-ს. კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, 34% - ცალსახად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 72% მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ენდობა 15%, ხოლო 35% არ ენდობა. გამოკითხულთა 64% საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს. გამოკითხულთა 78% მხარს არ უჭერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლას. სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 6%-ით არის შემცირებული - IRI-ის კვლევაც ადასტურებს ჩვენს სისწორეს, რომ თუ ძალების კონსოლიდირება, გაერთიანება მოხდება, უფრო მეტი შანსი იქნება, სიტუაციის გადასატეხად. ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევაზე - პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული - სადაც უსუფაშვილს აქვს 38%, ქალბატონ ლომჯარიას 38% და ბიძინა ივანიშვილს მათზე გაცილებით ნაკლები, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.

      ევროპოები - გია ვოლსკი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს - ოლიგარქი. ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს - მოგიწოდებთ, გამოიყენოთ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება, რათა ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდეს. სალომე სამადაშვილი - რადგან ივანიშვილმა დღემდე ვერ გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი იმ ერთ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, ამას კიდევ ერთხელ გაიგებს უშუალო გზავნილის სახით. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია, უფრო მეტიც, ეს აკრძალული აქვს, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს, რომელიც ვითომ ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას.

      მიშასჯანი - ამერიკელი ექსპერტების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა მის უფლებადამცველებს გადასცეს. მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს.

      პრეზიდენტი „სამშობლოში“ - საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტი - არ ვიტყოდი, რომ ვართ ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ყველაზე მეტად ასუსტებს ქვეყანას, ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ.

      ნიკას ამბავი - გიგა ბოკერია - პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს არავის მიმართვა, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს.

      ფინანსები, ეკონომიკები, ბანკები - კობა გვენეტაძე - სსფ-ის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. ლაშა ხუციშვილი - საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, რბილად რომ ვთქვათ, არის შეცდომა, არ არის სწორი ინფორმაცია. ფინანსთა მინისტრი - არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - ხალხი, რომელიც ქვეყანაში შემოდის ინფლაციასაც იწვევს, მათი გასვლით კი ინფლაცია შემცირდება. ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით.

საზღვარგარეთულები:

      მარიუპოლის მერის მრჩეველი - მარიუპოლის ირგვლივ ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს. ალექსანდრ ვუჩიჩი - წინ რთული დრო გველის, გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ომში, ბრძოლა ხერსონისთვის. უკრაინის დაზვერვა - რუსეთში 120 „ისკანდერია“ დარჩენილი, თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოყენებულია.

      რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები.

      აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან.

      ილონ მასკი - „ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს.

      ანტონიო გუტერეში - დრო იწურება - ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 69

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters