საპრეზიდენტო ხარაკირი, საპატრიარქოს კონფერენცია მარიხუანაზე, პრემიერი ამერიკაში, მამები აქცია და ფულიანი უხარისხო განათლება

      შუა კვირა განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა, მრავალი მიმართულებით. უპირველესად საპატრიარქოში გამართული კონფერენციით, რომელიც მარიხუანას მიეძღვნა. ასევე, პრემიერისა და პრეზიდენტის სიახლეებით. მამების აქციით რუსთაველზე და ზურაბიშვილის ქართული „ხარაკირით“.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 სექტემბერი, 2018 /

      შვილმოკლული მამები მთავრობის წინააღმდეგ - გუშინდელ ინციდენტზე (შეხლა-შემოხლა პოლიციასთან), ზაზა სარალიძე პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის. მალხაზ მაჩალიკაშვილი - საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ზაზა სარალიძე - ან ჩემს ცხედარს გაიტანენ პარლამენტის ტერიტორიიდან, ან სამართალს მივაღწევ - ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია.

      პრეზიდენტის ნიუსრუმი - პრეზიდენტი - 5 წლის განმავლობაში ჩემი ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილი არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვაზე - რატომ არის ეს კითხვა სენსიტიური? ეს არ არის კითხვა ჩემს ყოფილ “გერლფრენდზე”. ახალმა პრეზიდენტმა ყველა ქვეყანაში უნდა თქვას, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის რუსეთის მხარეს. პასუხი პრეზიდენტს - ლევან გოგიჩაიშვილი - მარგველაშვილმა კონფერენციაზე საკუთარი თავის ირგვლივ ისაუბრა, ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს პრეზიდენტობა.

      პრემიერის სიახლეები - მამუკა ბახტაძე - ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ. მამუკა ბახტაძე - უნდა შევქმნათ ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტიანს გახდის ჩვენს ეკონომიკას. მშენებლობის სექტორში გარკვეული შემცირება გვაქვს და შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 2008 წელს ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ ააცილა რისკი და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვაძლევდნენ. მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს. მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეზე საუბარი, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ღიმილის მომგვრელია. მამუკა ბახტაძე - განვიხილეთ ინიციატივა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, უკრაინაში ID ბარათებით მოგზაურობას, ვფიქრობ, ეს განვაზოგადოთ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. ლევან ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია.

      მამუკა ბახტაძე უეს მიტჩელს შეხვდა და ახლა, უეს მიტჩელის ნიუსბლოკი - ნატო-სკენ მომავალი გზა ერთ დღე-ღამეში გასავლელი არ არის და ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ამ გზის გავლაში. უეს მიტჩელი - პუტინის დევიზია მეზობელ ქვეყნებში დასავლეთი დამარცხდეს, თუმცა საქართველო დასავლეთთან თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ გამოვიღვიძეთ - პუტინი საფრთხეა. ესტონეთის პრეზიდენტი უეს მიტჩელს - თქვენ თქვით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა, მაგრამ არ მგონია, რომ ევროპიდან დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში. უეს მიტჩელი - მართლმადიდებლური ეკლესიიდან ირიბად მოდის რუსული გავლენა.

      მარიხუანას წარმოება - მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა - საქართველოში მარიხუანას წარმოება გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს. დეკანოზი დავით ისაკაძე მარიხუანას წარმოებაზე - ეს ივანიშვილის ინიციატივაა, მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. მამუკა ბახტაძე მარიხუანას წარმოება-ექსპორტზე - მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი. მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ გადაწყვიტა მარიხუანას კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. მეუფე იაკობი - დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება - ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა. მეუფე შიო - დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. მეუფე შიო მარიხუანას მოხმარების საკითხზე - ნათელი უნდა მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები. გია ვოლსკი - ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ ეს დანარჩენი კანონმდებლების გამოხატულებაა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება. გიორგი გახარია - კანაფის კულტივაცია არ შექმნის რისკებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ. შს მინისტრი - მარიხუანას მოხმარებისას სამართალდარღვევის შემთხვევაში პირს სამოქალაქო შეზღუდვები შეეხება, მათ შორის ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება. ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანას წარმოებაზე - მჭირდება ოთხ შეკითხვაზე პასუხი, რათა გადაწყვეტილების მიღებისას ვიყო თავისუფალი და თამამი. ლევან დავითაშვილი - კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. მიტროპოლიტი შიო - დიდ რისკებს შეიცავს, სახელმწიფო არაა მზად აღკვეთოს მარიხუანას არალეგალური კულტივაცია. მეუფე ანტონი მარიხუანას წარმოებაზე - სჯობს, ქვეყანამ ხელი აიღოს ამ განზრახვისგან, რადგან ეს არ შვენის ჩვენს ქვეყანას. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძნელი დასაჯერებელია, რომ მარიხუანას კულტივაციას მოვახდენთ და ამის მკაცრი გაკონტროლება მოხდება. დავით უსუფაშვილი - მამუკა ბახტაძე იმ იმედით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ეკონომიკას მარიხუანას ექსპორტით ააყვავებს?!

      არჩევნები 2018-შიც და საარჩევნო კანდიდატები - სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სამშობლოს ღალატი. ირაკლი ოქრუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ სახელმწიფოს გადარჩენის გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე უარის თქმა იყო. დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის საფრთხეს შეიცავს. ანა დოლიძე - თუ ზურაბიშვილი ომის დაწყებაზე განცხადებებს გაიმეორებს როგორც პრეზიდენტი, ეს ჩაითვლება ჩვენს ხარაკირად საერთაშორისო არენაზე. ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები და საპროტესტო აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ და პირველ ქალ პრეზიდენტად. სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტობაზე შევიტანე ჩემი კანდიდატურა, რადგან ბავშვობიდან მქონდა გრძნობა ჩანერგილი, რომ რაღაცნაირად მივიღებდი სახელმწიფო სამსახურში მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი - მე მაქვს გამოცდილება ქვეყნის შიგნით, მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც ვიქნები პრეზიდენტი, მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია. ანა დოლიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე - 10 წელზე მეტია, ხალხი იღწვის ომში რუსეთის დანაშაული დადგინდეს და ნუ დავაზიანებთ ამ მცდელობებს ჰააგასა და სტრასბურგში. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - ბიუჯეტი გაზარდეთ ქარხნების აშენებით და არა მარიხუანას დათესვით. სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ გაათვითცნობიერა, რომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში იკავებდეს ყველა ადგილს, რაც სახელმწიფოში არსებობს. სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ ჭიდილში. დავით უსუფაშვილი - მივმართავ, მმართველ პარტიას და მათ ფავორიტ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ.

      უკრაინის ავტოკეფალიაზე ქართული განცხადება - მეუფე იაკობი - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია.

      ვასალი სირია და გმობა დამოუკიდებლობაზე, ანუ ოკუპაციური ბლოკი - აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია შევიდა, რომელიც „რუსეთის ვასალი სახელმწიფო - სირიის“ მიერ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ გმობს. ზალკალიანი აშშ-ის კონგრესში რეზოლუციაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. დავით ზალკალიანი - ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა აგრესია და ოკუპაცია.

      ერთჯერადი პაკეტების აკრძალვა - 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება. საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

      ფული ხარისხს არ შველის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ გაიზრდა, თუმცა განათლების ხარისხი დაბალ დონეზე რჩება. ეკა გიგაურის შეფასებით, განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებები თუ საკუთარი კადრების მისაყვანად არის მიმართული, მაშინ უარყოფითად შეფასდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” - სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ. მიხეილ ბატიაშვილი - ის სიტუაცია, რომელიც განათლების სამინისტროში დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა.

      გერმანული გამოძევება - გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს.

საზღვარგარეთულები:

      პუტინი ინს - ვლადიმერ პუტინი - კიმ ჩენ ინს ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთს ეწვიოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 265

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

George: სექტემბერი 12, 2018||11:42pm

 "ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია" (ზაზა სარალიძე ) - რა ცხოვრება აქვს რომ ისეთი ? - ჭამს, სვავს, არსად მუშაობს, სიგარეთს ეწევა (იქ სადაც ყველას აჯარიმებენ), ევროპაში არ გაუშვეს (მეც არ მიშვებენ)...

არც გარდაცვლილი შვილის სულზე არ ზრუნავს... არც ახლის შეძენაზე .. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters