შესანიშნავ კინო სურათს წარმოადგენს ფილმი ხარება და გოგია ქართლ ფილმოგრაფიაში,რომელიც ნამდვილ ამბავზეა გადაღებული და გადავწყვიტე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მათ შესახებ ქველზეც დამეწერა.

      1910 წლის დასაწყისში თელავის მაზრის ჟანდარმერიის განყოფილებიდან წერილი გაიგვზავნა კავკასიაში მეფის ნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მისამართით წერილი იტყობინებოდა :"მაღალკეთილშობილებავ მაქვს პატივი გითხრათ,რომ ჩვენს მაზრაში დიდი ხანია მოქმედებს ყაჩაღური დაჯგუფება,რომელსაც ადგილობრივები "ტყის საძმოს" უწოდებენ,დაჯგუფებას 1907 წლამდე მეთაურობდა ანარქისტ ტერორისტი ავქსენტი სიდამონიძე ახლა კი მას ყოფილი მწყემსი ხარება ჯიბუტი მეთაურობს ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ ადგილობრივი მოსახლეობას შორის,რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათი ფოტოები ხელიდან ხელში გადადის,რომელიც ცნობილი მესურათხატის როინოვის გადაღებულია"

      იმ პერიოდში თელავის მაზრაში ცუდი მდგომარეობა იყო, ადგილობრივ მოსახლეობაშიც ეროვნული პარტიების გავლენა შესამჩნევი იყო, გახშირებული იყო აბრაგად შედგომის შემტხვევებიც ვისაც რაიმე არ მოსწონდა ან უსამართლობის შეგრძნება ჰქონდა ყველა ტყეში გარბოდა, მათ შორის გოგია კენკიშვილიც რომელიც ხარება ჯიბუტის მსგავსად მწყემსი ყოფილა და წერა კითხვის უცოდინარი, თავის სარჩენად მეძროხეობას მისდევდა მაგრამ ერთ ერთმა თავადმა მას ცილი დასწამა მისთვის ქისტებს ძროხები მოეპარათ ხელშემწყობათ კი მან გოგია კენკიშვილი დაასახელა მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამხილი არ გააჩნდათ იგი დააპატიმრეს რის შემდეგაც იგი ციხიდან გაიქცა და ტყის საძმოს შეუერთდა მას განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები გააჩნდა რის გამოც განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა ხალხში მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბანდის რიგით წევრად დარჩა ხარება ჯიბუტის კი დიდი რიდი და ხათრი ჰქონია მიუხედავად ბევრი წინდაუხედავი საქციელისა და ცუდი სიმთვრალისა მას ყოველთვის უჯერებდა.

      მიუხედავად მათზე გამოცხადებული ძენბისა და მრავალი მცდელობისა ტყის საძმოს ვერაფერი დააკლეს ისინი ჟანდარმებს სისხლს უშრობდნენ ტავისუფლად დაიარებოდნენ კვირაში ერთხელ პარიკმახელს იბარებდნენ სურათებს იღებდნენ უყვარდათ ქეიფი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებსაც კი აფინანსებდნენ 1910 წელს ცნობილი ფოტოგრაფი ვასო როინიშვილი დაიბარეს პოლიციაში,რომელიც აბრაგებს სურათებს უღებდა მან კი განაცხადა, რომ ისინი ხშირად ატანდნენ ოდესაში სანქტ პეტერგურგსა და კიევში სტუდენტებისთვის გადასაცემ ფულს, აღსანიშნავია,რომ ისინი ხშირად ჭორებს ყრიდნენ საძმოს დაშლის შესახებ რის დასტურადაც ხშირად ცალცალკე გამოჩნდებოდნენ ხალხში მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კვლავ ერთად მოიყრიდნენ თავს.

      გარდა ქეიფისა აბრაგებს ქალებიც უყვარდათ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გოგია კენკიშვილი გამოირჩეოდა რომლის ქალების მიმართ გატაცებამაც ცუდ შედეგამდე მიიყვანა ტყის საძმო მათ ჩსაფრება მოუწყეს მაღრაანის ტყეში 1913 წელს ნოემბრის თვეში სადაც ისინი ხუთი დღე გადაბმულად ქეიფობდნენ მეექვსე დღეს კი ცეცხლი გაუხსნეს,ცოცხალი გადარჩა მხოლოდ გიორგი მახნიაშვილი იგივე უტრუხუნე, რომელმაც ხალხის მოახლოვება ვერ შენიშნა, მოგვიანებით კი სწორედ მან მითითა იმ ადგილზე სადაც ბოქაულ მათურელის ბრძანებით, აბრაგთა გვამები დამარხეს. 1955 წელს მოკლულთა გვამები ხარებას მშობლურ სოფელ ართანაში გადაასვენეს, 1987 წელს რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ამ ისტორიაზე ფილმი გადაიღო.

ნახვა: 2445

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაფიცულები, კინოგმირები, ყაჩაღები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters