ეკლესიაში წავედით. ჩემდა გასაკვირად, ჭიშკართან მათხოვრები არ ისხდნენ.ერთ სკამზე ალუმინის ძველი თასი იდო. მოშორებით მეყვავილე მოხუცი ქალი ღობის კიდეზე ჩამომჯდარიყო და მოწყენილი უფლისა, გამოხედვით გამვლელ-გამომვლელს ყვავილს ჩრიდა და აბეზრებდა თავს.

      ეკლესიის ეზოში გრძელ სკამებზე ვაჟები და გოგონები ისხდნენ. მათ ხმამაღლა საუბარს შიგადაშიგ ხმამაღალივე სიცილი მოჰყვებოდა. ზოგი ერთმანეთს ამასხარავებდა. მე გული მომივიდა, ზღვისპირა პარკი ხომ არაა - მეთქი; მუზა რა მუზაა, რომ გაბრაზდეს. ველოდი, ეკლესიის შესასვლელიდანვე გარინდებული ადამიანები დამხვდებოდნენ უფალთან სულის მისაახლოებლად.

      შევედით. სანთლები ვიყიდე. დავანთეთ თუ არა, დამეუფლა სხვანაირად ამაღლებული გრძნობა. ლოცვა დავიწყე. ასევე იყვნენ ჩემს ირგვლივ მყოფნი. რაღაცნაირი იმედი დამეუფლა მერმისისა. მრევლი შემოდიოდა, ლოცულობდა, სანთელს ანთებდა, ზოგი მეტანიობდა. მერე სხდებოდნენ. მზე გადაიწვერა. ეზოში ჩავედით. ცოტახნით იქ ჩამოვჯექით და შემსვლელთ ვაკვირდებოდით. ადამიანს სიარულსა და სახეზე შეამჩნევთ, რამდენად სწამთ, რამდენად მორჩილნი არიან უფლისა. "ზოგისთვის ეკლესია გამშვები პუნქტია ხორცისთვის სულისაკენ", - გავიფიქრე არაგანსჯით. "არადა სულხორცეული სასაუბრო ადგილია უფალთან", - დავამატე ფიქრს.

      შუადრე გადადიოდა, ქუჩაში რომ გავედით. ახალგაზრდები ირეოდნენ გარეთ მომეტებულად: ერათმანეთს მიმსგავსებულნი ჩაცმის სტილით, ჟესტიკულაციით, სითტყვათა ახლებური ინტონაციით, სამკაულებით... "შენი შედევრია ეს", - ვანიშნე მუზას. მხრები აიჩეჩა. ჯავრით გაჯერებული ფიქრები აზრებს შობდნენ, მაგრამ ვბაძავდი მუზას სიჩუმეში. ყველაფერში გამეფებულმა მიბაძვამ მეც ჩამიყოლა. მარტივად რთულია ტუნდაც ხელების "ფილოსოფია." რას არ აკეთებენ გონების ნებით თუ უნებლიედ. როგორ შეთანხმებულად, უღალატოდ მოქმედებენ ხუთნაირი თითი. თავის დროზე ტაშსაც უკრავენ, ისვენებენ მუხლებზე, ჯიბეში თუ გულზე. თითები ხელს ქმნიან, ადამიანები - ხალხს. ხალხი იერით დაემსსგავსა ერთმანეთს, საქმეში კი გაითიშა, - ჰოო, დაღლილი ხალხი გაითიშა შინაგანად, - ხმამაღლა მეთქვა და გამოვერკვიე. მიმოვიხედე, ხომ არ გაიგონა ვინმემ მეთქი. მრცხვენოდა, მაგრამ ჩემთვის ვის ეცალა: ახლები საუბრობდნენ საუბრისთვის, ხანიერნი ფიქრებს წაეღოთ.

2013 წ.

ნათელა გორგოშაძე - დუმბაძე

ნახვა: 1059

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ლოცვა, ნათელა_გორგოშაძე-დუმბაძე, ქველი, ხეტიალი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters