შემცირებული ბიუროკრატია, ამუშავებული მერია და საკრებულო, საქართველო ევროპის გზაზე და ყოფილი მინისტრები

      სამინისტროების ამბავი ერთ დღეში ვერ დასრულდებოდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი კვირის მაინსტრიმული ამბები სწორედ მათ გარშემო ტრიალებს, ძველი მინისტრების სამომავლო გეგმები დაახლოებით გამოიკვეთა, ამასთანავე საკრებულო და მერია ამუშავდა და მსოფლიო ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ გამოჩნდა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 ნოემბერი, 2017/

      გაუქმებული და გაერთიანებული სამინისტროები - მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგნენ. ალექსანდრე ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკელს განათლების სამინისტრო დღეს გადააბარება. გია ვოლსკი - მღებრიშვილმა ააწყო სისტემა და ვფიქრობ, გახარიას ძალიან გაუადვილდება. გია გაჩეჩილაძე - ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, სწორედ ამიტომ იყო, რომ გუშინ ცოტა გაღიზიანებული და გაბრაზებულიც ვიყავი. ახა კუჭავა - გარემო მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ მიმართულების დაკნინება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი ტონი, გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. ხათუნა გოგალაძე - მეგონა, დასრულდა ის ეპოქა, როცა „ბიუროკრატიის შემცირების“ და „რეფორმების გატარების“ ნიღაბს ამოფარებულ განადგურებულ სფეროს ვიხილავდით. ნინო წილოსანი - ქვეყნის განვითარება მუდმივ ცვლილებებსა და რეფორმებს ითხოვს. არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს. გიორგი მღებრიშვილი - გიორგი გახარია მაღალი დონის პროფესიონალი მენეჯერია, მჯერა, რომ ღირსეული შს მინისტრი იქნება. მიხეილ ჯანელიძე - ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას და ნაკლები დანახარჯებით ჩვენი პრიორიტეტების მიღწევას. ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია, ბევრი ქვეყნის პრაქტიკა ასეთია. მიხეილ ჩხენკელი - ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს მოვახმარ. გიორგი კაკაურიძე - როცა ახალი მინისტრები ახალ სტრუქტურებში მივლენ, მაშინ გახდება ცნობილი, როგორი იქნება ოპტიმიზაციის მასშტაბი. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ სამინისტროების შერწყმის პარალელურად რიგი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმება მოხდეს. რომან კაკულია - რომელიმე სტრუქტურის ცალკე დგომა წარმატების გარანტია არ არის, მნიშვნელოვანია, თუ როგორი მენეჯმენტით ხდება ამა თუ იმ სტრუქტურის მართვა. მიხეილ გიორგაძე - შტატების შემცირება გარდაუვალია, მუშაობა კი ალბათ, პირველ ხანებში, ორ შენობაში მოგვიწევს. გიორგი ტუღუში - სამთავრობო ცვლილებების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ახლდა კონკრეტულ ციფრებში დათვლილი დანაზოგი. აკაკი ზოიძე - ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. ლევან კალანდაძე - სახელმწიფო აპარატის მოქნილობისთვის სწორედ ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი, როგორიც მთავრობამ განახორციელა.

      ყოფილი მინისტრების ბედი - მარიამ ჯაში - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება. ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს. ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძელებას აპირებს. ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად, ვიდრე გავაკეთე.

      ახალი მერია და ახალი საკრებულო - მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. ელენე ხოშტარია - კახა კალაძემ არსებულ პრობლემებზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მისი გუნდი იყო ხელისუფლებაში გასული 5 წლის განმავლობაში. გიორგი ტყემალაძე - ერთ გუნდად შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები. თბილისის ახლად არჩეული საკრებულო იმ პირების უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავს, რომლებიც საკრებულოს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ. „ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს. თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. გიორგი ალიბეგაშვილი - ამბიციური გეგმები, რომელიც ქალაქის მერიაშია კახა კალაძის ხელმძღვანელობით, განხორციელებული იქნება. საკრებულომ გიორგი ალიბეგაშვილის, ნიკა მელიას, დავით დარჩიაშვილის და დავით ავალიანის მიერ საკრებულოს დატოვების განცხადებები ცნობად მიიღო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს უმრავლესობას - თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის, მაგრამ ოპოზიციის დადგმულ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებთ. „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ხაბეიშვილს - ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ.

      მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა - რუმინეთის სენატის პრეზიდენტი - რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს კარგი ნიშნები აქვს, მაგრამ მომავალში ძალიან ბევრი დამატებითი მუშაობა მოგიწევთ. ჯეიმს მეტისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თქვენს სიტუაციაში კონფლიქტების გადაჭრის გასაღები დევს ჟენევის დიალოგში. მიხეილ ჯანელიძე - იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი დადგება და ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

      მთის საქმეები - თამაზ მეჭიაური - თიანეთის მერიის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გასუფთავებული დამხვდა.

      გამონაკლისი ბოლო ათ წელში - შსს - ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება დაფიქსირდა.

      მძინარე ფაროსანას ვერ ვებრძვით - ლევან დავითაშვილი - აზიური ფაროსანა ახლა მიძინებულია, შესაბამისად, ზამთრის პერიოდში მასთან აქტიური ბრძოლა ვერ მოხდება.

      გავაგებინოთ რუსეთს - ნინო ბურჯანაძე - რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება.

      საქართველო და ნაური - საქართველოს საგარეო უწყება - ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის უკანონო ვიზიტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

      „ტეხასმოტრი“ დაბრუნდა ჩვენს ყოველდღიურობაში - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს.

      თავისუფლების ხარისხი - „ფრიდომ ჰაუსი“ - ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

      მომავალი სახალხო დამცველი - ვახუშტი მენაბდე - სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს. ანა ნაცვლიშვილი - ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა.

საზღვარგარეთულები:

      მეზობელი ქვეყნების ამბები - ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-თურქეთს შორის თანამშრომლობა სრულად აღდგენილია.

      ამერიკის კონტინენტი - ნიკი ჰეილი - ვენესუელა შეპყრობილია ნარკოსახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი ძალადობით.

      გადაძახილ-გადმოძახილი - ტერეზა მეი პუტინს - ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ.

      პირინეის ნახევარკუნძულელები - ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კატალონიაში დაგეგმილ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეები არ გაიმარჯვებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 171

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters