თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის წყალობით სახეზე სიცხიანივით ადევთ წითელი ფერი. ერთმანეთთან კომუნიკაციას ჩუმი და დეტალებამდე გათვლილი რიტუალით ამყარებენ. სძულთ ხმაური - თევზების მტერი. თუ რომელიმე მათგანს, ბართან მჯდომს, მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით, მოგიტრიალდებათ და გეტყვით: „ფრთხილად, თორემ კაპუჩინოს გამიქცევ!“ შინ მოსიყვარულეები არიან, თუმცა გული სხვაგან მიუწევთ. მეთევზეთა ცოლები, მდუმარე გმირები, მოთმინებით იტანენ აბაზანაში მოფართხალე უზარმაზარ კობრს, სასადილო ოთახში ჭიაყელების შემოსევას და მაცივარში ნორვეგიული ვეშაპმჭერების მსგავსად შეტენილ ტონობით თევზს, რომელსაც არავინ ჭამს.

      მეთევზეთა შვილების მეხსიერებაში წყალგაუმტარი მწვანე ჩექმებით დილაბნელზე სადღაც მიმავალი მამის ხატია აღბეჭდილი. სკოლაში თავისუფალ თემაში წერენ: „მე ობოლი ვარ, მამაჩემი მეთევზეა“. ათი წლის ასაკში კი მემკვიდრეობითი დაავადება შეუბრალებლად დარევთ ხელს. სასოწარკვეთილი დედა ხედავს, როგორ უზის მისი შვილი ჰიდროგრაფიულ რუკებს, სანამ მისი თანატოლები „პლეიბოის“ ათვალიერებენ ან ჩუმად როგორ მიიპარება პარკში და გუბურაში კომანდორივით გასივებულ წითელ თევზებს იჭერს, სანამ ერთ დღესაც მამისეულ ანკესს არ დაავლებს ხელს. საკუთარი მწვანე ჩექმებიც აქვს, იდიოტური ბერეტიც, ლერწამიც და ჯალამბარიც. ზღურბლზე მდგომი დედა ცხვირსახოცით ხელში აცილებს შვილს და მის თვალებში მამისეულ არაამქვეყნიურ გამომეტყველებას ხედავს. მეთევზე დაიბადა.

      ბუნებაში მეთევზეთა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სახეობები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია გასტრონომიული მეთევზე. ათიდან ცხრა შემთხვევაში მისი გვარია „ბუზი“ და სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვეულ აღჭურვილობასთან ერთად თან დააქვს საუზმის კალათაც, იგივე ბუზის კალათა. ბუზის კალათა ექვსსულიანი ოჯახის ნუტრიციულ მოთხოვნილებებს პასუხობს. მასში ბევრნაირ კერძს ნახავთ, მაგრამ ყველაზე ხშირად - ცივ კატლეტს და შუშხუნა ბორდოს. გასტრონომიული მეთევზე, როგორც წესი, თავისი კალათის ნახევარს დილის ხუთ საათზე მანქანაშივე ითვისებს. ადგილზე მისული, ლერწამს წყალში ჩაკიდებს და ჭამას აგრძელებს. მთელ კალათს მოასუფთავებს, მერე სატყუარად წამოღებულ პოლენტასაც დააყოლებს, მდინარეში ჩაცივებულ ღვინის ბოთლს გამოცლის და იძინებს. როდესაც იღვიძებს, ძუას ახვევს და უახლოეს რესტორანს მიაშურებს ტაფამწვარის საჭმელად.

      შემდეგი სახეობაა მოძრავი და ფიზიკური გამძლეობით გამორჩეული ნერვიული მეთევზე. ის დინების საპირისპირო მიმართულებით მიუყვება მდინარეს, წუთში ოც მეტრს გადის და იგინება, რომ ვერაფერი დაიჭირა. მდინარეზე გადადის და გადმოდის, ქვებზე ეცემა და კისრამდე სველდება. შეუძლია, ორი საათი იფაფხუროს კარგი ადგილის საპოვნელად, საიდანაც უკეთესს დაინახავს. ასეთ მეთევზეებს ყველაზე უცნაურ პოზებში წააწყდებით: ლერწმის ღობიდან მკლავგამოჩრილს, ხეზე ამხედრებულს, ბეჭებამდე წყალში მდგომს, მაღლა აშვერილი სიგარეტიანი ხელით. ანკესს ყველა მიმართულებით ისვრიან იმ ტბის შუაგულიდან ორასი მეტრის რადიუსში, რომელშიც თევზის ნახტომი დალანდეს. ამ სახეობის მეთევზის კიდევ ერთი თავისებურებაა „სატყუარას“ მანია, რაც წყალში ჭიების მუჭობით ყრით გამოიხატება. რაც უფრო იმატებს მღელვარება, მით უფრო იზრდება სატყუარას ულუფაც. შუადღემდე ნერვიულ მეთევზეს წყალში ტონობით ჭიის და პოლენტის მთელი მთის გადაყრა შეუძლია. თუ არც ამან გამოიღო შედეგი, ნერვიული მეთევზე სენდვიჩების, კარამელის, მაჯის საათისა და ქორწინების ბეჭდის სროლას იწყებს. თან ისევ მიდის დინების საპირისპირო მიმართულებით, მდინარეს კვეთს, ქვებზე ეცემა და ძუას ქაჩავს. შუადღისას ის 130 კილომეტრითაა დაშორებული მანქანას. ხმაურიანობისა და დაბალი პროფესიული ღირსების გამო ეს სახელობა სხვა მეთევზეებს მოძულებული ჰყავთ.

      გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი სახეობაა ჩალისქუდიანი მოხუცი. ეს გახლავთ საშუალო სიმაღლის ხანში შესული კაცი დამახასიათებელი ქუდით და ვარდისფერი მაისურით. ის მცირე შიდა დინებებს მიჰყვება და, როგორც წესი, შუადღისას, ზუსტად თქვენ გვერდით იწყებს თევზაობას. თქვენ დილის ხუთი საათიდან გიკავიათ პოსტი და უკვე ამაოდ მოსინჯეთ ყველა სატყუარა, რომელიც მაღაზიებში იშოვეთ, მოხუცი კი ძველ ჭუაზე პურს წამოაცვამს, ამოიყვანს სამკილოიან კობრს და მიდის. გამოცხადება ზუსტად ერთი წუთი გრძელდება.

      უკანასკნელი სახეობა მრისხანე მებრძოლია: ეს არის წელამდე წყალში მდგომი მეთევზე, რომელიც ბორგავს, ყვირის, იგინება და ექაჩება ძუას, რომლის ბოლოზე რვაფეხაც შეიძლება იყოს და კარიერის მუხლუხოც. ხიდიდან მას ორმოცდაათამდე ადამიანი ადევნებს თვალს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ალბათობის გამართლებას ელიან:

  1. მებრძოლი კარგავს თევზს და აცხადებს, რომ „15 კილო მაინც იქნებოდა“;
  2. იჭერს ნახევარგირვანქიან, თუმცა ძალიან დაკუნთულ თევზს;
  3. მოინადირებს მეორე მებრძოლის ანკესს, რომელიც ტბის მეორე ნაპირიდან იბრძვის.

      გაითვალისწინეთ: ალბათობა იმისა, რომ მებრძოლი დიდ თევზს დაიჭერს, არ არსებობს (და ეს ხალხმაც იცის).

ავტორი: სტეფანო ბენი

წყარო: საქართველოს უნივერსიტეტის ბლოგი

ნახვა: 132

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თარგმანი, იტალია, იუმორი, მოთხრობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters