ჟამი გაღვიძებისა
გაღვიძება კარგია? გვინდა კი გამოღვიძება და ჩვენს გულებში ჩახედვა? რა დაგვემართა ჩვენ, ამა სოფლის მკვიდრთ? რაშია საქმე? რა გვსურს? ვისკენ მიიწევს ჩვენი ფიქრები და სურვილები? სადაა ჩვენი ერთიანობა, გაცისკროვნებული ჩვენ გულებში. ისე დავეცით, რომ აღარ გვინდა გამოღვიძება ამ ღრმა უფსკლულიდან? სად გადის ხაზი რეალობასადა თამაშს შორის? ზღვარი ჩვენს სურვილებსა და სხვისი სურვილების მორგებახზე...
რა შეცდომები დავუშვით და სადამდე მივედით, რომ ასე გაგვეთიშა გონება და ძილს ხომ არ მივეცით თავი. როდის მოხდა ეს ყველაფერი? მოხდა მაშინ, როცა დავივიწყეთ ჩვენი მღვიძარების მიზეზი... რა გვსურდა? რისთვის გვინდოდა, რომ მიგვეღწია? გადავდოთ ჩვენი ეგრედწოდებული მძინარების წიგნი და ავიღოთ ძველი სიყვარულით აღსავსე წიგნი. წიგნი, რომელშიც არაა ჩვენი სიყალბე, თამაშები და უსუსურობა.
ჩვენთან არის და იქნება ჩვენი წარსული. ეს ის წარსული, რომელსაც შესწევს ჩვენი გამოფხილზლება, იმ ძილისგან რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. ,,რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ,- რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვალადაც.’’ (ი. ჭავჭავაძე)
ძილი უკვე რამდენჯერმე გაისმა... რა იგულისხმება ამ ძილში? გასაკვირია, მაგრამ უკვე ისეთ ღრმა ძილს მივეცით თავი, რომ ვეღარ ვაცნობიერებთ რომ გვძინავს. არისნ ,,ერთეულები’’, რომლებიც ჩვენ მიგვითითებენ ამ დმგომარეოაზე, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ მათ ვუგულებელვყოფთ და გულს ვუკლავთ მათ ჩვენი უსუსურობით. ნეტავ რა გულისხმობენ ამ ძილში, ეს ეგრედწოდებული რჩეულები?
ეხ როგორ დღეში არიან ისინი. სხვადასხვა მანილზე იმყოფებია ჩენგან. იმდენად შორს, რომ ხმა ერთმანეთისთვის ვერ მიგვიწვდენია. რამაც ხალხში მადლის შემცირება გამოიწვია. კაცნი სათავსოთ ფიქრობენ. კეთება კი მაშინ ხდება, როცა ერთი მეორესთვის რაღაცას სწირავს. ,,სხვა შენთვის და შენ სხვისთვის! - აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა.’’ ,,უსხვისოთ ერთი გული მხოლოდ პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისთვის.’’(ი. ჭავჭავაძე)
ერთმანეთ უნდა ამოვუდგეთ მხარში და შევეშველოთ. ისე, როგორც ოდეზღაც ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: ,,ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელიუნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ სხვისი იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.’’

ნახვა: 273

George: თებერვალი 5, 2021||7:19pm

ციტატები კარგია, მაგრამ პათოსს არ ვიზიარწბ: ერთიანობა ვისთან? რასთან? რისთვის? ვისთვის? რაგვარად და რა მიმართულებით?

ძალა ერთიანობაშია: თებერვალი 7, 2021||7:56pm

ჩემი გადმოსახედიდან ,,ძალა ერთიანობაშია'' და ,,ძალა ერთიანობაშია'' ამ ორ დევიზს შორის დიდი განსხვავებაა, კერძოდ ერთიანობის შემთხვევაში თითოეული  ინდივიდის ღვაწლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არა ეს ინდივი მიზანი არ განხორციელდება. ხოლო ერთობის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა საქმე. ამის კარგი მაგალითია საათი, რომელელსაც თუ ერთ ნაწილს მოვაკლებთ მის მიზანი ვერ განხორციელდება. ხო რაც შეეხება ერთიანობას :ვისთან? რასთან? რისთვის? ვისთვის? რაგვარად და რა მიმართულებით?   ეს უკვე სხვა საკუთხებია და მათ მრავლისმოცველი პასუხები ჭირდება. ერრთერთი ეს არის: საეკლესიო ერთობა ევქარისტიის საიდუმლოსთან უწყვეტ კავშირშია. როდესაც მორწმუნენი ქრისტეს ერთიან სხეულს ეზიარებიან, ნამდვილად ერთიან კათოლიკე სხეულს უერთდებიან, ქრისტეს სიყვარულის საიდუმლოებაში, სულის გარდამქმნელი ძალით. თუ „ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით“, ყველანი ერთ სხეულს შევადგენთ (1 კორ., 10, 17), რადგან ქრისტე ვერ განიყოფა. ამიტომაც ეწოდება ეკლესიას ქრისტეს სხეული, ჩვენ კი მისი ცალკეული ნაწილები ვართ, პავლე მოციქულის გაგებით (1 კორ., 12, 27); (წმ. კირილე ალექსანდრიელი). 

George: თებერვალი 7, 2021||9:12pm

1. ვერ გავიგე, კვლავ კარგი ციტატებია და ჩემს არცერთ შეკითხვაზე პასუხი არაა ! კითხულობთ მოწერილს?

2.ვინმე შეგედავათ ტერმინოლოგიაზე, რომ კვლავ და კვლავ მას განმარტავთ? ( სადღეგრძელო ხომ არაა!)

P.S. რომ გადაიკითხოთ თქვემი კომენტარი, აღმოაჩენთ, რომ რაღაც მიზეზის გამო ხშირია გამეორებანი, რიც გამოც შინაარსი ბუნდოვანი ხდება, განსაკუთრებით თეოლოგიურ ნაწილში 

ძალა ერთიანობაშია: თებერვალი 9, 2021||12:37am

////ხო რაც შეეხება ერთიანობას :ვისთან? რასთან? რისთვის? ვისთვის? რაგვარად და რა მიმართულებით?   ეს უკვე სხვა საკუთხებია და მათ მრავლისმოცველი პასუხები ჭირდება./// მოკლე პასუხები ასეთია: ვისთან? თითოეულ ქართველ მართმადიდებელს შორის. რისთვის? საქართველოს სულიერად და მატერიალურად გასაძლიერებლად. ვისთვის თითოეული ქართველისთვის. რაგრავარად?,,ერთიანობით'' რა მიმართულების? ქრისტიანული მიმართულებით.  ყველა მიმართულებაში საჭიროა ერთიანობა. თუნდაც ავიღოთ საქართველოს კუთხეები: თითოეულ რეგიონს თავისი აქვს ისეთი, რაც მეორე რეგიონს არ აქვს. ეს დანაკლიესები ერთმანეთს უნდა ამოუვსონ, უნდა მოხდეს კუთხეებს შორის მჭიდრო კავშირი. ეხლა ისეთი სიტვაცია, ელემენტარულად სხვადასხვა რეგიონებს კი არა, ერთი რეგიონებს შორის მჭიდრო კავშირში არ არსებობს:თუნდაც ინტელექტუალური კავშირი, რომ ვიგულისხმოთ. 

George: თებერვალი 12, 2021||2:02am

ეს წაგიკითხავს? https://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/about-mumu

ძალა ერთიანობაშია: თებერვალი 16, 2021||2:18pm

არა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters