არსებობს თეორიები, (ფროიდის, როჯერსის, ოლპორტის და სხვ.), რომელთა მიზანია პიროვნების ბუნებასა და პიროვნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ახსნა, რისთვისაც ისინი ინდივიდების დეტალურ ანალიზს მიმართავენ. ამ თეორიებში ძირითადი აქცენტი პიროვნების სტრუქტურაზეა გაკეთებული. გავიხსენოთ ფროიდის პიროვნების ტოპოლოგიური სტრუქტურა და მისი თეორიული ანალიზი; ან როჯერსი, რომელიც ადამიანს, როგორც ერთიანობას-მთლიან ინდივიდუმს განიხილავს, ინდივიდს, რომელიც იზრდება, ვითარდება და საბოლოოდ თავის თავს იღებს ისეთად, როგორიც არის. და ბოლოს, პიროვნების სტრუქტურის მეცნიერული აღწერისა და ახსნის კლასიკოსია გორდონ ოლპორტი, რომელიც დღემდე პიროვნების ფსიქოლოგიის უდიდეს თეორეტიკოსად და მკვლევარად რჩება.
   მაგრამ ყველა ამ ტიპის (ამ ორიენტაციის მქონე) თეორიისთვის საერთოა პიროვნების გაზომვის პრობლემა. პიროვნების ფსიქოლოგიისთვის ხომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეორიული მსჯელობები და ჰიპოთეზები (როგორი ლოგიკურიც, და ამავე დროს, აუცილებელიც არ უნდა იყიოს ისინი}, არამედ იმის შესწავლაც, თუ როგორ გაიზომოს პიროვნების ინდივიდუალობა, რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. რატომ არიის ერთი ადამიანი წარმატებული, მეორე კი – არა; რატომ აღიქვამს ეს ადამიანი ამ მოვლენას ასე, ხოლო მეორე- განსხვავებულად; რატომ ექვემდებარება სტრესს ერთი ადამიანი უფრო ადვილად და ხშირად, ვიდრე მეორე? პიროვნების ფსიქოლოგიას უნდა გააჩნდეს ვალიდური, სანდო მეთოდები, რომლებიც ამ განხვავებათა გამოვლენის შესაძლებლობას მოგვცემდა.

   ეს კი შესაძლებელია იმ შემთსვევაში, თუ დადგინდება ის ძირითადიპარამეტრები, რომლითაც ადამიანებინ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ ამ განზომილებების დადგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ისეთი ტესტების შექმნა, რომელიც თითოეულ პიროვნებას ამ პარამეტრების მიხედვით მიუჩენს ადგილს სისტემაში, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს ერთი პიროვნების მეორესთან შედარებას და მათ შორის განსხვავებისა თუ მსგავსების დადგენას. .
თეორიების ამ კატეგორიიას პიროვნული ნიშნის თეორიები წარმოადგენენ, პიროვნული ნიშნის ცნება მეცნიერულად პირველად დიდმა გერმანელმა ფსიქოლოგმა შტერნმა განსაზღვრა. ოლპორტმა შტერნის იდეა შემდგომ განავითარა და “პიროვნების ფსიქოლოგია ლეგიტიმურ ინტელექტუალურ დისციპლინად ჩამოაყალიბა”. სწორედ ოლპორტმა გამოკვეთა პიროვნული ნიშნის სახეები და მისი მახასიათებლები. მიუთითა, რომ პიროვნული ნიშანი არის დისპოზიცია, მზაობა და ადამიანის ქცევის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მიზეზი; რომ იგი თავისი სიმყარის და სტაბილობის გამო ქცევის მეტ-ნაკლები წინასწარმეტყველების შესაძლებლობას იძლევა.    პიროვნული ნიშანი ქცევის სამ მახასიათებელში ვლინდება: ეს არის ქცევის სიხშირე, სიტუაციის ხასიათი და ინტენსიობა. მაგალითად,პიროვნული ნიშანი “სიჯიუტე” შეიძლება მივაწეროთ ადამიანს, თუ ამ სიჯიუტეს იგი ხშირად ავლენს, ავლენს სხვადასხვა სიტუაციაში და ავლენს მაღალი ინტენსიობით. ოლპორტს პიროვნული ნიშნები, განსაკუთრებით, როგორც პიროვნების უნიკალობის, მისი ინდივიდუალობის განმსაზრვრელი რამ აინტერესებდა.. მართალია, მან გამოჰყო ზოგადი და ინდივიდუალური პიროვნული ნიშნები, მაგრამ პიროვნების კვლევისთვის უპირატესობას უნიკალურ პიროვნულ დისპოზიციებს ანიჭებდა. შემდგომი დროის პიროვნული ნიშნის თეორიებში კი უპირატესი ყურადრება ძირითად ნიშნებზეა ფოკუსირებული, ხდება დისპოზიციური პარამეტრების გამოვლენა და შესწავლა და მათ საფუძველზე ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებების დადგენა. ამ თეორიებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა კეტელის და აიზენკის თეორიები აგრეთვე ე.წ. პიროვნების ხუთფაქტორიანი თეორია (Big Five).
  პიროვნული ნიშნის თეორიისთვის ამოსავალი არის ის, რომ ადამიანის ქცევის თავისებურებები გარკვეული სტაბილობით ხასიათდება. კერძოდ, რომ გარკვეულ საზღვრებში ქცევა თვით პიროვნული მახასიათებლებით არის გაპირობებული და რომ სიტუაცია არ არის ამ ქცევის ერთპიროვნული განმსაზღვრელი. ეს ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებითაც მტკიცდება: ხშირად ჩვენ ადამიანთა ქცევას ზედსართავების გამოყენებით ვახასიათებთ (მორცხვი, ამაყი, მშიშარა), რითაც ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ამ ადამიათა პირადი თვისებები უფრო მეტად არის პასუხისმგებელი ამ ქცევაზე, ვიდრე კონკრეტული სიტუაცია. (სიტუაციის როლსა და მნიშვნელობას ჩვენ შემდგომში განვიხილავთ).
პიროვნული ნიშნის თეორიების მიზანია:

  • დაადგინოს ის ძირითადი განზომილებები, რომელთა მიხედვითაც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
  • დაასაბუთოს, რომ ამ განზომილებათა ნაწილის სტაბილურობა სხვადასვა სიტუაციაში
  • გამოავლინოს რატომ და როგორ ჩნდება ინდივიდუალური განსხვავებები: მაგალითად, განსხვავების მიზეზი გენეტიკაშია თუ ბავშვობაში გადატანილი ტრავმის (ფსიქოანალიზი), მშობლებისთვის მიბაძვის (ბანდურა) თუ ნერვული სისტემის თავისებურებების შედეგია.

ნახვა: 2847

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters