ლუკა კუხიანიძე ათეიზმზე

თეიზმი, ათეიზმი, ღმერთი, ფილოსოფია, ქველი, Qwelly

      ლუკა კუხიანიძე, — თანამედროვე ქართველი მწერალი, მისი აზრები საფუძვლად დაედო პროექტს, ათეიზმი — თეიზმის გარეშე არ არსებობს. საუბარი ამოღებულია 2017 წლის 1 მარტს გამართული ლექციიდან.

      ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია აღნიშნოს შეცდომა ისე, რომ ამას არ ახლდეს ირონიული, და ხშირად სარკაზმული, დაცინვა. ალბათ ადამიანთა უმრავლესობას ზუსტად ამის გამო უძნელდება შენიშვნა მიიღოს და გამოასწოროს. საშინელ ხუმრობად მიიჩნევა, გქონდეს საყოველთაო აზრი, არადა ყოველი გადაწყვეტილება გამოცდილების შვილია. თეოლოგიასა და ფილოსოფიას ჯერ არ ახსოვს თეოლოგი და ფილოსოფოსი, რომელიც ათეისტი არ არის. ცხადია, ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელთა უმრავლესობა პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით. პოპულარობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ყოველი ფილოსოფოსი ან თეოლოგი ათეისტია. თუ ვიტყვით ერთ ნაწილს, ესე იგი, ერთ მეორედს, არსებობს მეორე ნაწილი, ესე იგი, მეორე ერთი მეორედი. ფილოსოფოსები ჭკვიანი ხალხია, ეს ეჭვს გარეშეა. მაგრამ გულზე ხელის დადებით შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ პოპულარულები, რომ ყოფილიყვნენ თეისტები, ესე იგი, მორწმუნეები. მათ პოპულარობას სწორედ ერთი ნახევარი უწყობს ხელს — რომელსაც ღმერთის სწამს. ყველაზე დიდხანს ადამიანები იმაზე ლაპარაკობენ, რაც ნერვებს უშლით, აღიზიანებთ. ხოლო მეორე ნაწილი, ესე იგი, ათეისტები, თავისთავად ისინი საერთოდ არ საჭიროებენ პოპულარობა ცუდი სურათით გაუწიონ იმ ფილოსოფოსს, რომელიც ღმერთს გმობს, იმიტომ რომ თვითონაც ამ აზრზე არიან. მაშ, მივიღეთ ისეთი ნიმუში, რომ ორივე მხარე ერთსა და იმავე ფილოსოფოსზე ლაპარაკობს მხოლოდ იმიტომ, რომ ის წერს ღმერთზე. საყოველთაო აზრის ქონა საშინელი ხუმრობაა-მეთქი, ზემოთ რომ ვახსენე, ახლა გავიმეორებ: ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმეს მსგავსი აზრი აქვთ. ათეისტობა მახვილგონიერებად ქცეულა დღეს და ღმერთის რწმენა — გონებასუსტობად.

      საკმარისია, რაღაც თავდავიწყებას მისცე და იგი აღარ არსებობს. აალდება. საქართველოს თითქმის არცერთი უნივერსიტეტი არ არსებობს, რომელიც ფილოსოფიას და თეოლოგიას არ ასწავლის მძიმე დოზით, ფაქტობრივად, ისინი ასწავლიან ათეიზმს. ეს, რა თქმა უნდა, სულელურ განცხადებას ჰგავს. მაგრამ უფრო ახლოდან რომ მივუდგეთ, ნათლად დავინახავთ შემდეგ რამეს: ყოველი ტყუილი ეჭვს უჩენს სიმართლეს. შეუძლებელია, ყოველდღიურად გიწევდეს ათეისტური ფურცლების კითხვა და ამასობაში შენი რწმენა ურყევი დარჩეს.

      "იესოს შეიძლება, გარკვეული ტოლერანტობის პოზიციიდან გამომდინარე „თავისუფალი გონი“ ეწოდოს. მისთვის მყარი არაფერი არსებობს. ის ეწინააღმდეგება ყველა სახის სიტყვის ფორმულას, კანონს, რწმენას და დოგმას. ის მხოლოდ სიღრმისეულზე ლაპარაკობს და ამისთვის შემდეგ სიტყვებს იყენებს: „სიცოცხლე“ ან „ჭეშმარიტება“ ან „სინათლე“, დანარჩენს კი თვითონ ენას მისთვის იგავის ფასეულობა გააჩნია." — ფრიდრიხ ნიცშე

      სჯობს, იმავე მონეტით:

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანეს სახარება თავი პირველი) ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. (იოანეს სახარება, თავი პირველი) ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. (იოანეს სახარება, თავი პირველი) უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. (იოანეს სახარება, თავი პირველი)

      განვაგრძოთ...

      "სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს" — ფრიდრიხ ნიცშე
ვინ გადმოგვცა ამბავი იესო ქრისტესი? — ბიბლიამ. ვინ მოიტანა ბიბლა ჩვენამდე? ან ვინ დაწერა იგი? — ეს კითხვა პასუხია.

      თუმცა, საკმაოდ რაციონალურ-ლოგიკურია შემდეგი: თუ მივუდგებით ბოლოს ხსენებულ ნიცშეს ციტატას, აღმოვაჩენთ, რომ ეს ციტატა უფრო მეტად არის წინასწარმეტყველება, ვიდრე დედუქცია, ესე იგი, ფაქტების ნიადაგზე გამოტანილი დასკვნა, ვინაიდან, ნელ-ნელა ქრისტიანობა იკარგება. მართალია, კომუნისტებმა ძალადობით ვერ შეძლეს ქრისტიანობის აღმოფხვრა, იმისდა მიუხედავად, რომ ძალადობდნენ, მაგრამ ყველაზე მარტივად მაშინ შეიძლება ადამიანს რაღაცაზე ხელი ააღებინო, როდესაც იმაში დაარწმუნებ, რომ რაც ხელთ აქვს, არაფერია. ამის დარწმუნება კი ყველაზე იოლი მაშინაა, როდესაც უბრალოდ თავის ნებაზე მიუშვებ.

      ფილოსოფოსები ამბობენ: "სად არის ღმერთი? დამენახოს!"

      მე ჯერ არ წამიკითხავს წინადადება რის მიხედვითაც დავიჯერებდი, რომ ღმერთი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ჯანსაღ ფაქტებზე დაყრდნობილ დასკვნას.

      ესე იგი, რა გამოვიდა: ღმერთის აღმოჩენის ნიჭი, რომელიც როგორც ჩანს, ყველას არ აქვს. ჩვენში არავის უნდა ისე უყვარდეთ, რომ ამისთვის რაიმე კონკრეტული მიზეზი ჰქონდეთ.


"40 დღის ვიყავი, როდესაც მომნათლეს, ვერ გეტვით, რადგან, არ მახსოვს. დედა ნანეტს” მაჭრიდა ხოლმე, მაგიდაზე ბულიონს დამიდგამდა და მეტყოდა: სასარგებლოა, ჭამე. მეც ვჭამდი და მიმაჩნდა, რომ სასარგებლო იყო. სკოლაშიც რა საკვირველია, მშობლების გადაწყვეტილებით შევედი, სწავლა და წიგნების კითხვა, არასოდეს მყვარებია. აი, უკვე რომ წამოვიზარდე, ბულიონის გემო აღარ მომწონდა და არც თმის ვარცხნილობას ვიჩერებდი თავზე, სკოლაშიც აღარ ვსწავლობდი და ყველა ის წესი რაც მშობლებმა თავიდანვე მომცეს, მეთვითონ, დამოუკიდებლად გადავწყვიტე და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მე მინდოდა და მომწონდა. გარდა ერთისა და ეს რელიგია იყო. მე ქრისტიანი დავრჩი და ყველაფერი ჩვეულებრივი იყო. 10-11 წლამდე, არც მეგონა, თუ არსეობობდა სხვადასხვა რელიგიები, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებსაც ღმერთის საერთოდ არ წამთ. ამასობაში თურმე, მხარს გვერდით მიდგანან, ჩემს კლასში არიან, ჩემს სკოლაში, ჩემს გუნდში და ა.შ. 14 წლის რომ გავხდი, უკვე დიდი კაცივით ვიყავი და ჩემი ბლოგი გავაკეთე, რაღაცეების ჯღაბნა-ხაზვა დავიწყე, ბლოგი ყველაფერს ეხებოდა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ მისულიყვნენ (გონებით) მაგრამ მე არასოდეს არ დამიწერია რელიგიაზე და აღარც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახლა ამას ვაკეთებ. პასუხი კითხვაზე: რატომ? მე არ მიყვარს სიჩუმე და გავყვე ჩრდილს, იმ ადამიანს, რომლის სახესაც ვერ ვხედავ. – არავინ წერს ამ ყველაფერზე, სინამდვილეში ეს პრობლემა, ძმაკაცივით, დაქალივით გადაგხვევთ ხელს და სად ჯანდაბამდე წაგიყვანთ – ვერ გეტყვით. ლანძღავენ პატრიარქს, მამაოებს, გმობენ ღმერთს და ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მე არ მომწონს. და ვცდილობ, ტექსტში, მაქსიმალურად არ დაფიქსირდეს ჩემი აგრესია, მე მაინც გეტყვით იმას, რომ ადამიანები აიძულებენ სხვა ადამიანებს, იგივესკენ.
და ამბობენ: თქვენ გწამთ ღმერთის, იმიტომ, რომ სიმარტოვის გეშინიათ, იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ და გგონიათ რომ ღმერთი გადაგარჩენთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ არ ხართ თავისუფალი ადამიანები, თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ არ გაქვთ წიგნები წაკითხული, თქვენ ამას აკეთებ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანი – რომელსაც გადაწყვეტილების ეშინია.
მე მინახავს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე, პალატაში განიტია და ვინ გადაარჩინა, არ ვიცი, მაშინ – როდესაც ექიმები ამბობდნენ რომ მკვდარია. მე არ ვიცი რა არის თავისუფლება, მაგრამ დანამდვილებით გიპასუხებთ, რომ ეს არ არის, ღმერთის დაგმობა. და მე არ მაქვს წიგნები წაკითხული, თუმცა რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხო, არ მჯერა, რომ იქ რაც წერია ყოველთვის სიმართლეა, რადგან გული სხვანაირად მელაპარაკება, რადგან ორგანიზმი სხვანაირად მკარნახობს და აი ეს იქნება, საკუთარ თავის წინააღმდეგ წასვლა, თუ მე ვიტყვი, რომ ღმერთის არ მწამს.
ამიტომ, თუ თქვენ ღმერთის არ გწამთ, მე მწამს. თუ გინდათ ვიმეგობროთ, ოღონდ ნუ მაიძულებთ, რომ მეც თქვენნაირი გავხდე. რადგან თქვენ ჩემთან მეგობრობა მაშინ გინდოდათ, როდესაც მე თქვენნაირი არ ვიყავი. დაწერეთ, იხუმრეთ, გმეთ, ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ნუ აგინებთ, ნუ გალანძღავთ და ნუ მოუწოდებთ და გააკეთეთ ყველაფერი იქ სადაც ამას ელიან.

      "დაე გიყვარდეთ უფალი, ყოველ მიზეზგარეშე, რამეთუ უფალი არს."

ტეგები: ათეიზმი, არაფილოსოფიური, თეიზმი, კუხიანიძე

ნახვა: 2121

გამოხმაურებები!

*ათეიზმი — თეიზმის გარეშე არ არსებობს* - იშვიათად მდაბიო გამონათქვამი (მდაბიო - რომელზეც ძალიან მწირი ინტელექტი იხარჯება)
შეადარეთ ანალოგიები : ქვეცნობიერება ცნობიერების გარეშე არ არსებობს, უნიჭობა ნიჭის გარეშე არ არსებობს ...(საერთოდაც გადაშალეთ ენციკლოპედია - აიღეთ ნებისმიერი სფეროდან - ნებისმიერი ტერმინი - დაურთეთ წიმ *ა-* ან *ანტი-* და ატკიცეთ, რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს (

თეიზმი არსებობს, ათეიზმის გარეშე, ბატონო გიორგი. : )

George_მ თქვა:

*ათეიზმი — თეიზმის გარეშე არ არსებობს* - იშვიათად მდაბიო გამონათქვამი (მდაბიო - რომელზეც ძალიან მწირი ინტელექტი იხარჯება)
შეადარეთ ანალოგიები : ქვეცნობიერება ცნობიერების გარეშე არ არსებობს, უნიჭობა ნიჭის გარეშე არ არსებობს ...(საერთოდაც გადაშალეთ ენციკლოპედია - აიღეთ ნებისმიერი სფეროდან - ნებისმიერი ტერმინი - დაურთეთ წიმ *ა-* ან *ანტი-* და ატკიცეთ, რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს (

მადლობა, რომ ბატონად მომმართავ, სოციალურ ქსელში ეს ალბათ ზედმეტია - მაგრამ მადლობა...
* თეიზმი არსებობს, ათეიზმის გარეშე * - კვლავ უზუსტო გამონათქვამი ( მაგვარია : ბნელი ნათელის გარეშე არ არსებობს .. სად ? როგორ ? ნიუტონის ფიზიკაში? კოსმოლოგიაში ? მიკროსამყაროში ? თუ საერთოდ სულიერში ? ((

ქეთევან კიშნერცი_მ თქვა:



George_მ თქვა:

*ათეიზმი — თეიზმის გარეშე არ არსებობს* - იშვიათად მდაბიო გამონათქვამი (მდაბიო - რომელზეც ძალიან მწირი ინტელექტი იხარჯება)
შეადარეთ ანალოგიები : ქვეცნობიერება ცნობიერების გარეშე არ არსებობს, უნიჭობა ნიჭის გარეშე არ არსებობს ...(საერთოდაც გადაშალეთ ენციკლოპედია - აიღეთ ნებისმიერი სფეროდან - ნებისმიერი ტერმინი - დაურთეთ წიმ *ა-* ან *ანტი-* და ატკიცეთ, რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს (

თეიზმი არსებობს, ათეიზმის გარეშე, ბატონო გიორგი. : )

ბნელი ნათელის გარეშე არ არსებობს?! ბნელი, სწორედ ნათელის გარეშე არსებობაა. ათეიზმი არ იარსებებდა, თუკი ღმერთის რწმენა არ იარსებებდა. მაგრამ ღმერთის რწმენა არსებობდა, სანამ ათეიზმი იარსებებდა, ეს წერია, გიორგი, ცდებით.

George_მ თქვა:

მადლობა, რომ ბატონად მომმართავ, სოციალურ ქსელში ეს ალბათ ზედმეტია - მაგრამ მადლობა...
* თეიზმი არსებობს, ათეიზმის გარეშე * - კვლავ უზუსტო გამონათქვამი ( მაგვარია : ბნელი ნათელის გარეშე არ არსებობს .. სად ? როგორ ? ნიუტონის ფიზიკაში? კოსმოლოგიაში ? მიკროსამყაროში ? თუ საერთოდ სულიერში ? ((

ქეთევან კიშნერცი_მ თქვა:



George_მ თქვა:

*ათეიზმი — თეიზმის გარეშე არ არსებობს* - იშვიათად მდაბიო გამონათქვამი (მდაბიო - რომელზეც ძალიან მწირი ინტელექტი იხარჯება)
შეადარეთ ანალოგიები : ქვეცნობიერება ცნობიერების გარეშე არ არსებობს, უნიჭობა ნიჭის გარეშე არ არსებობს ...(საერთოდაც გადაშალეთ ენციკლოპედია - აიღეთ ნებისმიერი სფეროდან - ნებისმიერი ტერმინი - დაურთეთ წიმ *ა-* ან *ანტი-* და ატკიცეთ, რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს (

თეიზმი არსებობს, ათეიზმის გარეშე, ბატონო გიორგი. : )

იყო დრო და კამათები. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Qwelly World

free counters