15 ოქტომბერს (ძვ. სტ. 2 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს კვიპრიანეს, იუსტინას და თეოქტისტეს

მღვდლმოწამე, კვიპრიანე, ქალწულმოწამე, იუსტინა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      მესამე საუკუნის ანტიოქიაში, ერთ წარმართულ ოჯახში დაიბადა კვიპრიანე. როგორც ტრადიციულ ოჯახებში ხდება, წარმართმა მშობლებმა თავიანთი რწმენა წარმოდგენებით აღზრდა დაუპირეს კვიპრიანეს და სულ მცირე ასაკიდან, ცრუღმერთებს შესწირეს მსახურად. შვიდიდან ოცდაათ წლამდე ნეტარი წარმართობის უდიდეს ცენტრებში: ოლიმპოს მთაზე, არგოსში, ტავროპოლში, მემფისში და ბაბილონში ეუფლებოდა მოგვობის ხელოვნებას, ბოლოს კი, წარმართულ ფილოსოფიასა და ჯადოქრობაში ღრმად განსწავლული, ოლიმპოზე ქურუმად აკურთხეს. კვიპრიანემ ისეთი კადნიერება მოიპოვა ბოროტი სულების წინაშე, რომ ისინი ცხადად ემსახურებოდნენ მას. სწავლა განასრულა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ანტიოქიაში დაბრუნებული მოგვი წარმართებმა მთავარ ქურუმად დაადგინეს. იგი ყველას აოცებდა სტიქიათა დამორჩილების, სენთა და წყლულებათა გავრცელებისა და სხვადასხვა ჯადოსნური წამლების გაკეთების უნარით. დიდმა ქურუმმა მრავალი ადამიანის სული დაღუპა ჯადოქრობასა და ეშმაკთა მსახურებაში განსწავლით.

      იმ ხანად, ანტიოქიაში ქრისტეს ეკლესია უკვე დაარსებული იყო, პირველივე საუკუნიდან და მრავალი ქრისტიანი ცხოვრობდა იქ. მათ შორის იყო ქალწული იუსტინა. მას საკუთარი ცხოვრების წმინდად შესანახად ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ერთხელ წმიდანს ყმაწვილმა აღლადოსმა ცოლობა სთხოვა, რაზეც მან უარით უპასუხა. ჭაბუკმა უკან არ დაიხია - კვიპრიანეს მიმართა და ევედრა, გრძნეულებით აღეძრა ასულში საპასუხო გრძნობა. მოგვს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან წმიდა მოწამე დემონის მანქანებას ლოცვითა და მარხვით ერეოდა. ქურუმი ქალწულთან ავხორცი გულისთქმების გასაღვივებლად ეშმაკებს გზავნიდა, მაგრამ იუსტინა ჯვრის ნიშით და მხურვალე ლოცვით უკუაქცევდა მომხდურებს. ჯადოსნობის ძალით სახეცვლილი კვიპრიანე თავადაც რამდენჯერმე მიეახლა ქრისტეს სასძლოს საცდუნებლად, მტკიცე სარწმუნოებით შემოზღუდული მარტვილი კი ურყევი რჩებოდა. განრისხებულმა კვიპრიანემ შავი ჭირი შეჰყარა წმიდა ქალწულის ოჯახსა და მთელ ქალაქს, მაგრამ აქაც იძლია ნეტარის ლოცვით. მაშინ კვიპრიანემ ცხადად შეიგრძნო თავისი დაცემის სიღრმე და მათი არარაობა, ვისაც მსახურებდა. „თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწი, რასა იქმ მაშინ, როცა თავად ქრისტე გამოვა შენს წინააღმდეგ“? _ ჰკითხა მან სატანას. იმავ წამს დემონი ეკვეთა მის უარმყოფელს, გვემდა და ცდილობდა, დაეხრჩო. კვიპრიანემ კი პირჯვარი გადაისახა, მაცხოვარს მოუხმო შემწედ და საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა ჭეშმარიტი ღვთის ძლევამოსილება. ჯოჯოხეთის ბნელი ძალების ოცდაათწლიანი მსახურების შემდგომ სინანულით განწმენდილი კვიპრიანე ქრისტეს შეუდგა: ეპისკოპოს ანთიმოზის კურთხევით საჯარო აღსარება წარმოთქვა და შუაგულ ქალაქში დაწვა შორეული გამოქვაბულიდან ჩამოტანილი თავისი ჯადოქრული წიგნები. ნეტარის სინანული ისეთი გულწრფელი იყო, რომ ნათლისღებიდან მეშვიდე დღეს მედავითნედ დაადგინეს, მეოცე დღეს - იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს - დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი - მღვდლად. მალე კვიპრიანეს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. მღვდელმოწამემ იმდენი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ მის ეპარქიაში კერპთაყვანისმცემელი არავინ დარჩა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.

      წმინდა მოწამეები მეოთხე საუკუნის გარიჟრაჟზე 304 წელს ეწამნენ.


◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 15 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2424

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters