მერვე-მეცხრე საუკუნეებში, საქართველოში, ქრისტეს ეკლესიის მნათობად გამოჩნდა წმინდა გრიგოლ ხანძთელი. ერისკაცობაში სამღვლო პატიჟს განშორებული და სამხრეთ საქართველოს მკაცრ კლიმატს მიკედლებული წმინდა გრიგოლი, არათუ საუკუნის, არამედ მომდევნო ათასწლეულების უდიდეს ისტორიულ პიროვნებად ევლინება როგორც დედა ეკლესიას, ასევე ზოგადად ქვეყანას. წმინდა გრიგოლის მოღვაწეობა განიზომება როგორც სასულიერო, ასევე უდიდესი საერთო მნიშვნელობითაც. მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“ როგორც ამას, მისი ცხოვრებია აღმწერი, გიორგი მერჩულე აღნიშნავს. ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, - განიშორა. საუბრის დროს მისი სიტყვა იყო მადლმოსილი და წლების მატებასთან ერთად სათნოებებიც ემატებოდა. იგი არ იყო ჭაბუკივით თავმომწონე და ჭამის გულისთქმებს აყოლილი, არამედ მას შეეძლო ეთქვა დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვა „პური გულის სათქუმელი არა ვჭამო“ მე. ჭაბუკი გრიგოლი იყო მოკრძალებული, მორჩილი, მშვიდი, შემწყნარებელი და სულიერი საზრდოს მოსურნე, ამიტომაც მის გულში დათესილი წმინდა თესლი ღმრთისმსახურების ჯეჯილად აღმოსცენდა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი.
ცხოვრების ასეთი წესი გახდა ჯერ წმინდა გრიგოლის მღვლად კურთხევის მიზეზი, მოგვიანებით კი ეპისკოპოსობის შეთავაზებისა, რაზეც მან უარი განაცხდა და ხანძთის უდაბნოს მიაშურა. სწორედ, ამ დროიდან იწყება მისი ღვაწლი და მნათობთა შორის დამკვიდრება. წმინდა გრიგოლმა არაერთი ეკლესია-მონასტერი დააარსა, ააშენა და ააღორძინა სამონაზვნე ცხოვრება სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი. წმინდა გრიგოლის სახელს უკავშირება მირონის საქართველოში მოხარშვის ფაქტი, პირველი სამღრთისმსახურო წიგნების საქართველოში ჩამობრძანების და თარგმნის ფაქტი და მრავალი სხვა.
წაიკითხეთ ქველის ბიბლიოთეკაში: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
ტეგები: 18 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•