სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად
პროგრამა: სოციოლოგია
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ანა კირვალიძე, ასოცირებული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2018
საერთაშორისო შრომითი მიგრაცია გლობალური მოვლენაა. საქართველოსთვის ეს პროცესი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მისი მასშტაბებიდან და ინტენსიურობიდან გამომდინარე, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ემიგრირებული მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან უმრავლესობა არალეგალურად არის წასული და ვერ ხდება მათი საკონსულო აღრიცხვა.
ტერმინი „შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია“ გამიყენება 80-იანი წლებიდან და გულისხმობს შრომით მიგრაციაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი, როგორც სამუშაო ძალის წინა პლანზე წამოწევას მსოფლიო მასშტაბით.
საკმაოდ რთული ამოცანაა ქალთა შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი ასპექტების შეფასება. რატომღაც საზოგადოების მხრიდან მის დადებით ეკონომიკურ როლზე აქცენტი ნაკლებად არის გამახვილებული, როდესაც შრომითი მიგრანტი ტოვებს თავის ქვეყანას უდიდეს რისკზე მიდის, მაგრამ გამართლების შემთხვევაში მოგებული რჩება არა მარტო ემიგრანტი და მისი ოჯახი, არამედ სახელმწიფოც. სამუშაო ძალის ექსპორტის შედეგად სახელმწიფოები იღებენ მნიშვნელოვან შემოსავალს ვალუტის სახით ემიგრანტთა გზავნილების ფორმით, რომლებიც გავლენას ახდენს დონორი ქვეყნის განვითარებაზე. გამოგზავნილი თანხის გამოყენება ხდება: ბავშვთა განათლებისთვის, უძრავი ქონების შესაძენად, ოჯახის სტატუსისა და მატერიალური მდგომარეობის ასამაღლებლად, სესხების დასაფარად.
ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევები ძირითადად ორიენტირებულია სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და ნაკლედბად ამახვილებენ ყურადღებას იმ გავლენებზე, რასაც შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია იწვევს. მიგრაციის ფემინიზაცია კომპლექსური და რთული საკითხია, ამიტომ სიღრმისეულ შესწავლას და გაანალიზებას მოითხოვს. მიუხედავად ამ მოვლენის მასშტაბებისა და მნიშვნელობისა ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ეთმობა.
კვლევითი ნაშრომის მიზანია ერთის მხრივ შეისწავლოს შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენები საქართველოში დატოვებული ემიგრანტთა შვილების სოციალიზაციაზე და მათი შემდგომი რელიზაციის პროცესზე და მეორეს მხრივ იმ ცვლილებების გამოვლენა და გაანალიზება, რასაც ეს მოვლენა იწვევს ქართულ ოჯახში გენდერული როლების დინამიკის პროცესზე. საკითხის შესასწავლად თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდის: სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით გაანალიზდა სამიზნე ჯგუფის მოსაზრებები და მათი დამოკიდებულებები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა: როგორ დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია ქართველი ემიგრანტი ქალების შვილების სოციალიზაციისა და შემდგომი რელიზაციის პროცესებზე და როგორ ცვლის ეს მოვლენა ოჯახში გენდერული როლების დინამიკას. კვლევის შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვან მიგნებებს წარმოადგენდეს შემდგომში ამ საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად, რადგან მსგავსი ტიპის კვლევა, რომელშიც ქართველი ბავშვები წარმოადგენენ სამიზნე ჯგუფს არ ჩატარებულა.
ძირითადი ტერმინები:
შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია, სოციალიზაცია, პიროვნული რეალიზაცია, გენდერული როლების დინამიკა.
იხილეთ ნაშრომი:
ტეგები: Qwelly, მიგრაცია, ნაშრომები, სამაგისტრო, სოციალიზაცია, სოციოლოგია, ფემინიზაცია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 7:02am
0 კომენტარი
0 მოწონება
Arc Raiders continues to reward exploration and patience, and the Snap and Salvage quest is a perfect example of that design philosophy. Introduced on Stella Montis, the game’s first post-launch map, this multi-step mission can feel overwhelming at first, especially for mobile gamers who prefer short, efficient play sessions. Fortunately, the quest is flexible, allowing progress across multiple runs, which makes it easier to tackle without committing to a marathon raid.
If you need…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•