წვნიანი "ოსტრი" გურმანების ნამდვილი ფავორიტი კერძია, მაგრამ თუ რომელიმე იგრედიენტი დააკელით, ჩათვალეთ ვერ გაიგებთ ნამდვილი ოსტრის გემოს...

      ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ქველინარია_ს რეცეპტი და იგემეთ ნამდვილი ცხარე სიამოვნება...

qwelly | qwellynaria | recipe | food | ოსტრი | ქართული სამზარეულო | ქველინარია | ქველინარია_სამზარეულო | მომზადება

შემადგენლობა:

  1. 1,5-2 კგ საქონლის ხორცი
  2. 2-3 თავი ხახვი
  3. 1 ქილა თავისივე წვენში დაკონსერვებული პომიდორი
  4. 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  5. 2-3 კბილი ნიორი
  6. მარილი
  7. დაფქული წითელი წიწაკა
  8. 1 კონა ქინძი
  9. 1 კონა ოხრახუში

მომზადება:

   "ოსტრი" უფრო გემრიელი იქნება, თუ მას რბილი ხორცით მოამზადებთ. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხახვი დააქუცმაცეთ. დაჭრილი ხორცი გადაიტანეთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. რამდენიმე წუთში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა.

   თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პომიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პომიდორი გამოიყენეთ) და ტომატ-პასტა.

   დაახლოებით 10-15 წუთით დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ოსტრის" სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ.

   სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა. თუ სქელ "ოსტრს" მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. მოხარშული ბრინჯი საშუალო ზომის ჩაის ფინჯნით ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე ფრთხილად გადმოაპირქვავეთ. ზემოდან მოასხით "ოსტრი" და ასე ულუფებად განაწილებული მიიტანეთ სუფრასთან.

ტეგები: qwellynaria, გურმანი, კულინარია, მწარე, ნიორი, პომიდორი, წვნიანი, ხორციელი

ნახვა: 4539

გამოხმაურებები!

საინტერესოა, ვარგისიანობის ვადა სადამდე აქვს? ))

კახა:

ფოტოზე მომზადებულ ოსტრს უკვე ცხრა წელზე მეტი შეუსრულდა, ვერცხლის იუბილეა ფაქტიურად :)))

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters