11 ნოემბერს (ძვ. სტ. 29 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა სერაპიონ ზარზმელს

სერაპიონ ზარზმელი, serapion zarzmeli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      წმინდა სერაპიონი კლარჯეთის აზნაურის შვილი გახლდათ. რირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა რომლის სახელი უცნობია ღმრთის მოშიში ადამიანები გახლდათ."ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა".

      წმინდა სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. მათ დედა ადრე გარდაეცვალათ. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.

      სერაპიონს პარარობიდანვე მეუდაბნოების სურვილი ქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა "მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა", "სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა" დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და "თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა". უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - "უცხოთა და გლახაკთა" მსახურებით ცხოვრობდა.

      მიქაელი ხედავდა სერაპინის წადილს, ამიტომ მღვდლად აკრთხა ის. ერთხელ ლოჩვისას ღირსმა მიქაელმა იხილა მღვდელთ შემოსილი კაცი,რომელმაც უბრძანა მისი მოწაფეები სეპაპიონიდა იოანე გაეგზავნა სამცხეში მოსანტრის ასაშენებლათ.სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ "თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ".

      ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე. ძალინ მოეწინათერთი მთა და გადაწვიტეს იქ აეშენებინათ მონასტერი..მალე იქაურებმა ძმები განდევნეს.ბერებმა მდინარის მეორე მხარეს სწორეთ ის ადგილი იპოვეს რპმელის მიქაელმა იხილა გამოცხადებაში.ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: "ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი".

      იმ ღამით სასწაული მოხდა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

      ძმებმა თაძრის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: "ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ". მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

      იოანეს არჩეულ ადგილას ეკლესიის საძრკველი ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა ძალინ განძნელდა: გარშემო დაბურული ტყე იყო საშენ ქვებს მხოლოდ მდინერეში პოულობდნედ. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა "განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი".

      სეპარიონმა წინასწარ იგრძნო რომ მისი აგსასრულის ჟამი დადგა, მოუწოდა შეკრიბა საძმო დამოძღვრა და წინამძღვრათ დაუყენა მღვდელ მონაზონი გიორგი "კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა".

      რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა სერაპიონი წამოდგა,საკურთხეველში შევიდა,მაცხოვრის ხატს ემთხვია და აღესრულა. "მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა".

      წმინდანი საკურთხევლის აღმოსავლეთით დაკრძალეს. წმინდა მამას საკუთარი საფლავი თავისით წინასწარ გაეთხარა, რომ როდესაც საფლავს დაინახავდა სიკვდილი გახსენებოდა, "რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა".

      წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და "გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 11 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 966

ბლოგ პოსტები

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Qwelly World

free counters