კვიპრიანე წარმოშორბით იერუსალიმელი პარტიარქი იყო.მან იცოდა თუ სად იყო დაფლული უფლის კვართი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.
დედოფალი ელენეს იერუსალიმში ჩასვლის დროს მან შეკრიბა ხალხი და გააფრთხილა: "უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: "ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე - ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ".
დედოფალმა ელენემ იუდევლები თავითან დაიბარა. ებრაელებმა თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ელენე დედოქლისათვის საიდუმლო არ ეთქვათ, მაგრამ მასთან წარდგომისას შეშინდნენ და იუდაზე მიუთითეს: "ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს". დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: "უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი". თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: "თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ". როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მაშინ იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: "ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ". მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქნა. განრისხებულმა ეშმაკმა ღაღად-ჰყო: "ჵ, იუდა, რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები. აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: "აღვადგინო სხუაჲ მეფეჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი".
როდესავ იუდან ნათელი იგო მას კვირიაკე უწოდეს. შემდგომში ის თავისი წმინდა ცხოვრების გამმო იერუსალიმის პატრიარქათ იქნა დადგენილი.363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და, ბოლოს, მახვილით აჩეხეს.
ტეგები: 10 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
© 2025 George.
•