წმიდა ტბელი XIII ს-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.
წმიდა ტბელმა შესანიშნავი განათლება მიიღო, როგორც მის გვარს ეკადრებოდა. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, რომ მას ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში აუშენებია წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.
წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში "გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი" - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება "ცნობა ხილულთა" და "უხილავთა მეცნიერჰყოფა" წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.
წმიდა ტბელს აინტერესებდა წელთაღრიცხვის პრობლემები. მას შეუდგენია "ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა", რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
წმიდა ტბელ აბუსერიძეს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება "ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი", რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.
ტეგები: 30 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 3:28pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Many circumstances can cause memory problems together with depression, dementia, delirium and head injuries. Major modifications in your memory are usually not normal at any age. It's best to see your doctor if problems along with your memory are affecting your daily life. The therapy for memory loss will rely upon what's inflicting it. What's memory loss? What symptoms are associated to memory loss? What causes memory loss? When should I see my doctor? How is the cause of memory loss…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•