8 დეკემბერს (ძვ. სტ. 25 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამე კლიმენტის.

მღვდელმოწამე კლიმენტი, mgvdelmowame klimenti, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      იმპერატორ ტიბერიუს I-ის დროს დაიბადა კეთილმსახური წმიდა კლიმენტი. მღვდელმსახურის მამა, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა - საოცრად მომხიბლავი მათიდია კი - იმპერატორის ახლო ნათესავი. მათ ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, სანამ მათთან დასახლდებოდა ფავსტოს ძმა, რომელმაც, მათიდიასადმი ვნებით შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო. ქალმა არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ძმის მზაკვრობა, და გადაწყვიტა, თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვა, ათენში გადასულიყო საცხოვრებლად. ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნის შემდეგ ფავსტომ მდიდრული ხომალდი აუგო მეუღლეს და უფროს შვილებთან ერთად ათენში გაგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი იმსხვერპლა, გონდაკარგული მათიდია კი ნაპირზე გამორიყა. აქ იგი შეიფარა ერთმა კეთილმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა, შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა მისთვის.

      მათიდიას უფროსი ძეები - ფავსტო და ფავსტიანე ზღვის მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონებად მიჰყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებას ასწავლიდნენ. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნნენ და მოინათლნენ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩასულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ.

      კლიმენტის მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. მან რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულა და უკვალოდ გაქრა. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებრად გაეშურა.

      მომავალი პაპი მშობლების გარეშე იზრდებოდა რომში. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი ცხოვრების არსზე და იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ. როგორც კი წმინდანმა ქრისტეს მოძღვრების შესახებ შეიტყო დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 8 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, მღვდელმოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 10053

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters