24 ნოემბერს (ძვ. 11 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე სტუდიელს

თეოდორე სტუდიელი, teodore studieli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      785 დაიბადა ღირსი თეოდორე სტულიელი, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.

      სწორედ ამ პერიდში გავრცელდა ფართო მაშტაბით ხატმებრძოლეობა რომელსაც იმპერატორიც თანაუგრძნობდა. ხატმებრძოლი თვითმპყრობლებისა და მისი დამცველები ინტერესები მჯვეთრათ ეწინააღმდეგებოდა მართმადიდებელი ფოტინის ინტერესებს რის გამოც მან დატოვა სამეფო კარი. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.

      ნეტარის დედაქალაში ფართოტ გაითქვა სახელი ხატთაყვანისცემის დისპუტებში მონაწილეობამ, რომელიც საკმაოთ ხშირათ იმართებოდა. სრულყოფილ ორატორულ ხელოვნებას, ფილოსოფიური ტერმინოლოგიისა და ლოგიკის თავისუფალ ფლობას და, რაც მთავარია, ქრისტიანული დოგმატიკის ღრმა ცოდნას დამაჯერებელი გამარჯვებები მოჰქონდა ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდა მამისთვის.

      787 წელს 7 საეკლესიო კრებამ სასტიკათ დაგმო ხატმებრძოლეობა რომელიც მოწვეული იქნდა დედოფალ ირინეს ინიციატივით. კრების მამებს შორის იყო ნეტარი პლატონიც (ხს. 5 აპრილს), ღირსი თეოდორეს ბიძა, რომელიც დიდხანს მოსაგრეობდა ოლიმპოს მთაზე. კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს - იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა მადლიერებით მიიღეს სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ნათესავის რჩევა, დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს. ტაძრის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბა საძმო და დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა ნეტარი პლატონი.

      ჭეშმარიტი მოსაგრეობით ცხოვრობდა ბერი თეოდორე. ის მკაცრათ იცავდა მარხვას,ასრულებდა ყველა მძიმე სამუსჰაოს და ყველა დღე აბარებდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა.

      რამდენიმე წლის მძიმე ბერული ცხოვრების შემდეგ წინდანი აკურთხე მღვდელ-მონაზვნათ. როდესაც პლატონი მონასტრის იღუმენობიდან გადადგა ერთსულოვნათ საძმომ აირჩია თეოდორე. მონასტრის ძმობას იგი მოძღვრავდა როგორც თავისი კეთილმსახური ცხოვრებით, ასევე გულთბილი მამობრივი ქადაგებებითაც.

      20 წლის კონსტანტინემ ლეონ მეშვილის ძემ ტახტიდან გადააყენა დედამისი რომელიც იმ ხნათ ქვეყანას განაგებდა და თვითონ შეუდგა მმართველობას. ახალგაზრდა მმართველი აყვა ვნებებ და მისი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნათ დ მის ნაცვლათ ხორციელი ნათესავი შეირთო ცოლათ.მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსი თეოდორე გაბედულად აღდგა საეკლესიო კანონებისა და მართლმორწმუნეთა ზნეობის დასაცავად: მან მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქნით ეცადა წმიდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმი გაგზავნა მონასტრის დასარბევად. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა. მალე სავანეში ათასამდე ბერმა მოიყარა თავი. საძმოს ცხოვრების წარსამართავად ღირსმა მამამ თავად შეადგინა მონასტრის წეს-განგება. ამ ხანებში მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული "ფილოკალია" ("სიკეთისმოყვარება").

      დედოქალი ირინე 802 წელს ძალით გადააყენა ნიკიფორე პირველმა,მტარვალმა და მმართველობა ხელთ იგდო. მან დააარღვია საეკლესიო კანონმდებობა და დააბრუნა ეჯკესიაში განკვეთილი ხუცესი იოსები, რომელმაც იმპერატორ კონსტანტინეს უკანონოდ დასწერა ჯვარი. ღირსმა თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილა უღვთო თვითმპყრობელი. ამისთვის იგი დაატუსაღეს და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კუნძულის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ხელმწიფეს კუნძულ თრაკიაზე ბარბაროსთა თავდასხმის ამბავი აუწყეს. წმიდა თეოდორემ საბრძოლველად განმზადებულ ხელისუფალს შეუთვალა, თუ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას არ შეინანებ, ლაშქრობიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებიო და ასეც მოხდა. ომში დაღუპული ნიკიფორეს ნაცვლად ტახტზე ავიდა კეთილმსახური იმპერატორი მიხეილი (811-813), რომელმაც ღირსი მამა გაათავისუფლა პყრობილებიდან.

      მიხეილმა თავისი ტახტი დაუთმო ლეონ სომეხს შინა ომის თავიდან ასაცილებლათ. ახალი მმართველი თავს ყველას კეთილმორწმუნეთ აჩვენებდა მაგრამ როდესაც სრულათ აიგი ხელში სადავეები დაიწყო ხატების გმობა.წმიდა ეკლესიის მღვდელმთავრები და მოძღვრები ბევრს ეცადნენ, გონს მოეყვანათ იმპერატორი, მაგრამ ამაოდ: ლეონმა აკრძალა ხატთა თაყვანისცემა. ამგვარი უსჯულოების პასუხად ღირსმა თეოდორემ და მისი მონასტრის ძმებმა ხატებითა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპრის გალობით ლიტანიობით შემოუარეს ტაძარს. იმპერატორი წმიდა მამას სიკვდილით ემუქრებოდა, მაგრამ უფლის რჩეული მაინც დაუფარავად განამტკიცებდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. მაშინ ღირსი თეოდორე და მისი მოწაფე ნიკოლოზი ილირიაში გადაასახლეს და მეტოპის ციხე-სიმაგრის საპყრობილეში ჩააგდეს, აქედან კი ანატოლიაში, ბონიტაში გადაიყვანეს. ახოვანი აღმსარებელი მაინც მოშურნედ განაგრძობდა ერესთან ბრძოლას.

      საკუთარი მეომრების ხელით აღსრულებულ ლეონ სომეხს ტახტზე შეენაცვლა უღმრთო, მაგრამ რჯულშემწყნარებელი მიხეილ II ბალბა (ენაბრგვნილი) (820-829). მან ყველა მართლმადიდებელი მამა და აღმსარებელი საპყრობილეებიდან გაათავისუფლებინა, მაგრამ დედაქალაქში ხატთა თაყვანისცემა აკრძალა. ამის შემდეგ ღირსმა თეოდორემ არ ისურვა კონსტანტინოპოლში ცხოვრება: ის ჯერ დედაქალაქის მახლობლად, კრისკენტიაში დასახლდა, შემდეგ კი აკრიტის ხერსონესში, კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კონცხზე, წმიდა ტრიფონის სახელობის ეკლესიის მახლობლად. მძიმე სნეულების მიუხედავად, წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას. მან წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, მოუწოდა ძმობას და დაუბარა, მართლმადიდებლობის ერთგულება დაემარხათ, თაყვანი ეცათ წმიდა ხატებისათვის და მკაცრად დაეცვათ მონასტრის წეს-განგება. ამის შემდეგ წმიდანმა ბერებს სთხოვა, სულთბრძოლის კანონის გალობა დაეწყოთ. როცა გაისმა: "უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე" (ფს. 118, 90), ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).

      სწორედ ამ ჟამს ღირს ილარიონ დალმატელს (ხს. 6 ივნისს) საღვთო ჩვენება ჰქონდა. მან იხილა ზეციური ნათელი და ანგელოზთა ხმაც გაიგონა: "ეს უფალთან მაღლდება სული ღირსი თეოდორესი, რომელიც თვით სისხლთა დათხევამდე ევნო წმიდა ხატთათვის".

      26 იანვარს იდღესასწაულება წმიდა მამის უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინოპოლში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 24 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 869

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters