პოლიექვტოსი დეკიუსის ჯარში მსახურობდა იგი მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, რომელიც ქრისტიანი იყო და გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით მაგრამ წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა: „ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით: მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე.” პოლიექვტოსმა კი უთხრა რომ სიზმარში ქრისტე იხილა რომლმაც სამოსელით შემოსამე და ახლა ის მზად იყო ქრისტესთვის ემსახურა ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. სულით ანთებული პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები. პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფელოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება, თავზარი დასცა სიძის საქციელმა. „ახლა შენ უნდა მოკვდე! – თქვა მან, - წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს.” ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს უარეყო ქრისტე, ფელოქსსაც ცრემლები წასკდა, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვლევინა განზრახვა, - მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს და საკუთარი სისხლით მოინათლა (+259). მალე, როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. ამ ტაძარში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. უშვილობით გატანჯული ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) მშობლებიც აქ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას და წმიდანის მეოხებით შეუსრულდათ კიდეც სათხოვარი. წმიდანის ხსოვნის ღრმა თაყვანისმცემელი იყო მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელიც – III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი მოღვაწე. წმიდა პოლიევქტო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად.
ტეგები: 22 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•