25 იანვარს (ძვ. სტ. 12 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა  მოწამე ტატიანას

       მოწამე ტატიანა დიდგვაროვანი, ღვთის მოშიში ოჯახიდან იყო მამამისი ფარული ქრისტიანი გახლდათ და შვილიც ქრისტიანულ მრწასით აღზარდა. სიყმაწვილეში ტატიანემ გადაწყვიტა სიქალწულე დაემარხა და დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფების პერიოდში ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა მდევნელმა ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეინძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა . ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები, თან ზეციდან მარტვილისადმი მიმართული უფლის სიტყვებიც გაიგონეს. სასწაულით უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მოწამეებმა საკუთარი სისხლით ნათელიღეს. მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარველები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა ვერ მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში ჩააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას არაფერი ავნო და მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ალმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა” რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 იანვარი, Qwellyland, დიაკონისა, თვენი, იანვარი, მოწამე

ნახვა: 579

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters