25 დეკემბერი - მსოფლიო ეკლესიის უდიდესი ნაწილი შობის დიდ დღესასწაულს ზეიმობს (დიახ, დიდს და არა ბრწყინვალეს. ბრწყინვალე მხოლოდ აღდგომაა). არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ეს 25 დეკემბერი 25_ში დადგება თუ იანვრის 7_ში, მთავარია, რომ 25 დეკემბერი არსებობს. ჩემთვის როგორც ერთი ქრისტიანისთვის შობა ყველაზე ამოუხსნელი მოვლენაა აღდგომასთან და ჯვარცმასთან ერთად. სწორედ ამიტომ არის დღესასწაული მშვენიერი. სინამდვილიდან გამონათებული ერთი პატარა ნაწილიც კი, დიდ სიხარულს განიჭებს ადამიანს და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება დაუსრულებლად. ამ საინტერესო და უცნაურ გზას მიჰყვება თითოეული ეკლესიაც და ესწრაფვის ნათლის მიღებას, იმ ნათლისა, რომელზეც იოანე ღვთისმეტყველი საუბრობს სახარების შესავალში: სწორედ ამ რწმენით ვიკრიბებით ქართველი კათოლიკენი ყოველ ჯერზე ევქარისტიული ტაბლის ირგვლივ და ვიხსენებთ ჩვენს მაცხოვარს და მხსნელს. ასე ხდება 25 დეკემბერსაც, საქართველოში 27 სამრევლოთი წარმოდგენილი კათოლიკენი იხსნებენ მაცხოვრის, მხსნელის მოვლინებას ამ ქვეყანაზე ჩვენს მიწაზე. თქვენი მონა მორჩილი ლიტურგიას თბილისის ღვთისმშობლის მიძინების (ზეცად აღყვანების) ტაძარში დაესწრო. ეს ტაძარი ცენტრალურია სამოციქულო ადმინისტრაციაში და ამიტომაც გამოირჩევა ბევრი სტუმარით. აქ მოდიან ის პოლიტიკოსებიც, ვისაც საქართველოს მრავალკონფესიურობისთვის ხაზის გასმა სურთ. აქ მოდიან ის ადამიანებიც, ვინც ლათინური ესთეტიკით არიან გატაცებულნი. თითქოს ეს აძლევს შობას განსაკუთრებულ მშვენებას და სწორედ ამ დროს ვფიქრბდები ხოლმე, რა იქნებოდა ჩვენი ან ვინმეს რწმენა, რომ არა მეგობრობა მაგრამ ეს სრულიად სხვა თემაა. ახლა კი თავი რომ არ შეგაწყინოთ დაგიტოვებთ სახარებიდან ერთ ძვირფას ამონარიდს (რომელი არ არის ძვირფასი?) და წმ. ლიტურგიის ამსახველ რამდენიმე მშვენიერ სურათს.
„და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.”
ტეგები: Christmas, Jesus, Qwelly, Virgin, catholics, იესო, საქართველო, ქრისტე, შობა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•