განათლება-გარდა მისი ზოგადი განმარტებისა და მიდგომისა, შეგვიძლია წარმოვადგინოთ სხვადასხვა ასპექტებით. სოციოლოგი ემილ დიურკემი ხაზს უსვამდა, რომ განათლების მთავარ ფუნქციას დომინანტური კუტურის ღირბულებების გადაცემა წარმოადგენს. მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებულია საზოგადოების კუტურული მიზნები და ღირებულებები, შესაბამისად განსხვავებულია განათლების შინაარსიც. მაგალითად: ძველ ათენშიგანათლების მოსახლეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოვნებას, ძველ რომში განათლების მთავარი მიზანი სამხედრო პირებისა და სახელმწიფო მოხელეების აღზრდა იყო. შუა საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში ყურადღება ქრისტიანულ აღზრდას ეთმობოდა. ამ პერიოდში ევროპაში უმაღლესი განათლების ყველა სისტემას შეიძლება ეწოდოს ელიტარული, რადგან ის მხოლოდ უცირესობისთვის (1-5%) -საზოგადოების უმაღლესი ფენებისთვის იყო ხელმისაწვდომი. იქ მნიშვნელობა ენიჭებოდა სპეციალურ ჰუმანიტარულ ცოდნას, რომელსაც „ნამდვილი ჯელტმენი“ უნდა აღეზარდა. ამ ტენდენციას ადგილი ბევრ ქვეყანაში ჰქონდა. თუმცა, XX საუკუნეში , ელიტარული განათლება წარსულს ჩაბარდა.ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ კი ინტერესი მხოლოდ რენესანსის ხანაში გაიზარდა.
განათლებისადმი არსებობს სხვადასხვა მიდგომები. მათ შორის ფუნქციონალური (რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს შემდეგი მსჯელობა) და კონფლიქტოლოგიური. ფუნქციონალიზმის მომხრეები ხაზს უსვამენ განათლების პოზიტიურ ხასიათს, რაც შეეხება კონფლიქტოლოგიურ მიდგომას, ის საუბრობს საფრთხეებზე, რომელიც კავშირშია განათლებსთან. პირველ რიგში იგულისხმება ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს სკოლაში სასწავლო ღირებულებებისათვის. მაგალითად აშშ-ში დიდი დავა იყო შეეტანათ თუ არა სასკოლო პროგრამაში ევოლუციის თეორია. დარვინის თეორიის მიერ ადამიანის წარმოშობის ბიბლიური ვერსიის ეჭვქვეშ დაყენება დიდ დავას იწვევდა. საბოლოოდ ეს საკითხი შევიდა სასწავლო პროგრამაში, თუმცა რელიგიური ჯგუფებმა მოითხოვეს და მიაღწიას იმას, რომ იმდენივე დრო დაეთმოთ სამყაროს შექმნის რელიგიური თეორიისთვის. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ფუნქციონალური მიდგომა დომინირებდა. კონფლიქტოლოგიური თეორიის მომხრეები აცხადებენ, რომ განათლებას შეუძლია წარმოქმნას კონფლიქტი ჯგუფებს შორის და გულისხმობენ იმას, რომ განათლება არასახარბიელო პირობებში მყოფი ჯგუფების ექსპლუატაციას უწყობს ხელს.
რაც შეეხება სკოლას, ერთი მხრივ მისი დანიშნულებაა ბავშვებს გადასცეს დომინანტური ღირებულებები (როგორც ამას დიურკემი აღნიშნავს), მაგრამ გარდა ამისა ის წარმოადგენს სოციალური კონტროლის მექანიზმს. მაგ: ქვეყანაში აუცილებელია სასკოლო განათლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებმა წელიწადში ცხრა თვე უნდა გაატარონ სკოლაში, სადაც სწავლობენ სტანდარტირებული პროგრამითა და სახემძღვანელოებით. ისინი იმყოფებიან მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ. ე.ი განათლება რელიგიასთან , ოჯახთან და საკანონმდებლო სისტემასთან ერთად, წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელიც საზოგადოებაში სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა სკოლა განურჩევლად რასობრივი და კლასობრივი კუთვნილებისა, თანაბარ პერსპექტივას სთავაზობს მოსწავლეებს.
განთლება ყოველთვის იყო სახემწიფო კონტროლის ქვეშ. კავშირი განათლებასა და სახელმწიფოს შორის ხასიათდება განათლებაზე ცენტრალიზაციის კონტროლოს სახით. საბჭოთა კავშირში განათლება იყო მკაცრად ცენტრალიზირებული, რომელსაც ორი სამინისტრო აკონტროლობდა. ამ სამინისტროებს კონტროლს კომუნისტური პარტია უწევდა. ისინი წყვეტდნენ გამოშვების პროცესს და მათი მიზანი არა მასების განათლების ამაღლება, არამედ სახელმწიფოს მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო.
განათლების სისტემა ხშირად გამოიყენება ეკონომიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოთა კავშირში განათლება მრეწველობაში აუცილებელი თვისებების აღზრდაზე იყო ორიენტირებული., ამიტომაც, იმ ქვეყნების განათლების სისტემაში მნიშვნელობა ტექნიკურ, პროფესიულ და სამეცნიერო მომზადებას ენიჭებოდა.
საზოგადოებაში ყოველთვის იყო აზრი, რომ რაც უფრო მაღალია განათლების დონე , მით მეტია წარმატების შანსი. ეს ნიშნავს, რომ განათლება ბევრი წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებას იძლევა. თუმცა რეალობა გვაჩვენებს, რომ წარმატებაზე სხვა მრავალი ფაქტორიც ახდენს ზეგავლენას (სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ).
ტეგები: Qwelly, philosophy, განათლება, მარიამ_მოდებაძე, ფილოსოფია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•