ედგარ პო - სფინქსი

ედგარ პო - მოთხრობები

        ნიუ-იორკში ქოლერის მძვინვარების ჟამს ერთმა ნათესავმა მიმიწვია ორიოდე კვირით ჰუძონის ნაპირას მდებარე cottage ornee-ში. საზაფხულო გასართობი არაფერი გვაკლდა, ასე რომ ტყე-ტყე ხეტიალით, ხატვით თევზაობით, ბანაობით, მუსიკითა თუ წიგნებით დროს კარგად გავატარებდით, რომ ხალხმრავალი ქალაქიდან შემაძრწუნებელი ცნობები არ მოგვსვლოდა ყოველ დილით. დღე ისე არ გავიდოდა ვინმე ნაცნობის ავადმყოფობა არ გაგვეგო. რაკიღა ეს უბედურება აღარ თავდებოდა, შიშმა დაგვრია ხელი, ვაითუ დღეს-ხვალ რომელიმე მეგობრის დაღუპვის ამბავი შეგვატყობინონო, ამ ყოფაში ჩვენი დაგვემართა და თავგზააბნეული ველოდით წერილის დამტარებლის მოსვლას. თითქოს სულთამხუთავის სუნთქვა მოჰქონდა სამხრეთულ ქარებსაც, დაბოლოს, მთლად მომიცვა ღონის წამრთმევმა ფიქრებმა და ასე გატანჯული ვაღამებდი და ვათენებდი. მასპინძელი არ გახლდათ ჩემსავით მგრძნობიარე კაცი და თუმც თავადაც შეურვებული იყო, ჩემს გამხნევებას მაინც ცდილობდა. ფანტაზიები არასდროს ჩაითრევდა მის ძალუმ ფილოსოფიურ გონს. საზარელ სინამდვილეს დიახაც განიცდიდა, მაგრამ მის ჩრდილებს არ დაგიდევდათ. შავი ფიქრებით დათრგუნვილ კაცს გუნება ვერ გამომიკეთა. ჩემი გულისმომწყველი განწყობილება კი გამოეწვია მის ბიბლიოთეკაში მიკვლეულ წიგნებს. სწორედ ამ წიგნებში ამონაკითხმა გამიღვივა მემკვიდრეობით გამოყოლილი ცრურწმენათა თესლი. ნათესავმა არ იცოდა, რას ვკითხულობდი. ასე რომ, ხშირად ვერც ხვდებოდა ჩემი შფოთის მიზეზს. ხალხში გავრცელებული იმ ავის მომასწავებელი ნიშნების ამბავმა გამიტაცა, წინათგრძნობას რომ უკავშირებენ. ამ ნიშნების არსებობას იმხანად თითქმის გაუთავებლად ვამტკიცებდი და ცხარედ ვეკამათებოდი ნათესავს ამ საგანზე. მას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნდა ასეთი შეხედულებანი. მე კი ვეუბნებოდი, ადამიანის უნებური რაიმე წინათგრძნობა თავისთავად შეიცავს-მეთქი უცდომელი ჭეშმარიტების ყურადსაღებ კვალს. საქმე ის იყო, რომ მთლად აუხდენელი რაღაც შემემთხვა ახალჩამოსულს, ფრიად ღირსშესანიშნავი ამბავი გადამხდა, რომლის ავ ნიშნად მიჩნევა სწორედ რომ მეპატიება, თავზარი დამეცა, რამდენიმე ხანს საგონებელში ჩამაგდო და გონება ამიმღვრია. მხოლოდ მრავალი დღის შემდეგ მოვიკრიბე ძალა და ჩემს ნათესავს ვუამბე ეს შემთხვევა.

       პაპანება დღე ილეოდა, წიგნით ხელში ვუჯექი ღია სარკმელს, საიდანაც მოჩანდა მდინარის სანაპიროს თვალუწვდომელი ხედი და შორეული სერი, რომლის უახლოესი კალთა თითქმის მთლად მოტიტვლებულიყო, რამდენიმე ხეღა შერჩენოდა ნამეწყრალ ალაგს. წანაკითხს ვერაფერს ვხვდებოდი, რაკიღა ფიქრები მომძალებოდა მეზობლად მდებარე გაჩანაგებულ ქალაქზე. წიგნს თვალი რომ მოვაცილე, დავინახე მთის მოშიშვლებული ფერდობი და ზედ რაღაც... რაღაც შემზარავი ურჩხული, კორტოხიდან მალიად ჩამოვიდა და ცოტა ხნის შემდეგ დავრწმუნდი, თურმე არც შევშლილვარ და არც სიზმარში ვყოფილვარ. მაგრამ ვაითუ იმ ურჩხულის აღწერის მერე (რომელიც ნათლად ვიხილე და ვინემ მიიმალებოდა, თვალი არ მომიშორებია) მკითხველმაც არ დაიჯეროს ეს ამბავი. ურჩხული მეწყერს გადარჩენილ იმ გოლიათ ხეებს დავატოლე თვალით, რომელთა ახლოსაც ჩამოიარა. მაშინვე გავიფიქრე, ეს საოცრება ყველანაირ სახაზო ხომალდზე დიდია-მეთქი. სახაზო ხომალდი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენმა სამოცდათოთხმეტზარბაზნიანმა გემმა შეიძლება წარმოგვადგენინოს ურჩხულის აღნაგობა. პირი ჰქონდა სპილოს ტანის სისხო სამოცი თუ სამოცდაათი ფუტი სიგრძის ხორთუმის ბოლოს. ხორთუმის ძირში ისეთი ხშირი ბანჯგვლები უჩანდა, ოცამდე ბიზონსაც ეყოფოდა. ამ ბანჯგვლებიდან ველური ტახის დარად ცერად ჩამოშვეროდა ზღაპრული სიდიდის ორი მოზიმზიმე ეშვი. ფერდებზე მოუჩანდა ოცდაათი თუ ორმოცი ფუტი სიგრძის რაღაც გამონაზარდები, წმინდა კრისტალებივით უზადო, ფორმით პრიზმისმაგვარი, თვალისმომჭრელად რომ აელაპლაპებინა ჩამავალი მზის სხივებს. მახვილივით ბოლოსკენ წაწვრილებულ სხეულზე ერთიმეორის მიყოლებით ესხა ლითონის ქიცვოვანი, ასი იარდი ზომის ორი წყვილი ფრთა, ყოველი ქიცვი ათი თუ თორმეტი ფუტი დიამეტრისა იქნებოდა, ზედა და ქვედა ფრთები ერთმანეთზე მსხვილი ჯაჭვით იყო გადაბმული. ყველაზე მეტად მაინც თავის ქალას გამოსახულებამ შემზარა, მთელი მკერდის ჩაშვებულ ზედაპირზე თითქოს ვინმე მხატვარს საგულდაგულოდ რომ გამოეყვანა თოვლზე უთეთრესი ხაზებით. ვიდრე შეძრწუნებული და უბედურების მოლოდინით თავზარდაცემული ვუყურებდი ამ საზარელ ცხოველს და განსაკუთრებით მის მკერდს, ხორთუმის ბოლოში უცებ გაიღო ვეებერთელა ხახა და ჩამესმა ისეთი ძლიერი და სასოების წამრთმევი ხმა, რომ გულმა დოლაბივით დამიწყო ბრუნვა; მიეფარა თუ არა მთის ძირს ცხოველი, იმწუთას უგონოდ გავიშხლართე იატაკზე. გონს მოსულმა, რაღა თქმა უნდა, პირველად ეს გავიფიქრე, ნანახსა და გაგონილს ჩემს მეგობარს ვუამბობ-მეთქი. მაგრამ რაღაც ენით უთქმელმა და გაურკვეველმა ზიზღის გრძნობამ გამაჩერა და არაფერი მითქვამს.

        სამი თუ ოთხი დღე იქნებოდა გასული ამ შემთხვევის შემდეგ, როცა საღამო ხანს იმავე ოთახში ვიმყოფებოდი, საიდანაც ის ჩვენება ვიხილე და იმავე სარკმელთან ვიჯექი, მასპინძელი იქვე ტახტზე წამოწოლილიყო. ადგილისა და დროის ასოციაციით ჩაგონებულმა ვუამბე იმ საოცრებაზე. ბოლომდე მომისმინა, ჯერ გულიანად გაეცინა, მერე გაჩუმდა და მოიღუშა, თითქოს უკვე საბოლოოდ ირწმუნაო ჩემი სულიერი ავადობის ამბავი. უცებ ნათლად დავინახე ურჩხული და გულგახეთქილმა ჩემს მასპინძელს შევძახე, აბა შეხედე-მეთქი. გულისყურით გახედა და მითხრა, ვერაფერს ვხედავო, თუმცა ზუსტად ვუჩვენებდი მოტიტვლებულ ფერდობზე ჩამომავალ ცხოველს. უსაზღვრო შიშმა ამიტანა, რაკიღა ეს ზმანება ჩემი აღსასრულის ან კიდევ უარესი, მოახლოებული სიგიჟის მაცნედ ჩავთვალე. შეწუხებული გადავაწყდი სავარძელს და სახე ხელებში ჩავმალე. თვალი რომ გავახილე, ჩვენება გამქრალიყო.

        ჩემს ნათესავს კი რამდენადმე გამოუკეთდა გუნება და წვრილად გამომკითხა ფანტასტიკური ურჩხულის აღნაგობა. ყველაფერი რომ მოვუყევი შვებით ამოისუნთქა და, ჩემი აზრით, ფრიად შემაძრწუნებელი თავდაოკებით მოჰყვა მსჯელობას ფილოსოფიის განყენებულ საკითხებზე. მახსოვს, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ყოველგვარი გამოკვლევის ცდომილებათა თავწყარო ის გარემოებაა, რომ ადამიანს არ შეუძლია სწორად შეაფასოს ან განსაზღვროს საგანი, რაკიღა ზუსტად ვერ გამოითვლის ხოლმე მანძილს ამ საგნამდე. „სრულიად რომ შეფასდეს, მაგალითად, - თქვა მან, - რა გავლენა ექნებოდა კაცობრიობაზე დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებას, უცილობლად უნდა განიჭვრიტოს ეპოქის სიშორე - ამ გავრცელების ხანა. დამისახელეთ თუნდაც ერთი ავტორი, რომელიც აგვიწერს მმართველობის ფორმებს და ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიუჩნევია?“ შემდეგ წამით შეჩერდა, წიგნის კარადასთან მივიდა და „საბუნებისმეტყველო ისტორიის“ ცნობარი გადმოიღო. მერე მთხოვა, ადგილები გავცვალოთო, რაკიღა აქ, სარკმელთან უკეთ შეძლებდა წვრილად ნაბეჭდის გარჩევას. წიგნი გადაშალა და წინანდელ კილოზე განაგრძო საუბარი.

- ის ურჩხული რომ აგრე წვრილად არ აგეწერა - მითხრა მან, - ვერც მივხვდებოდი და ვერც რასმე გეტყოდი. მაგრამ ჯერ აი, ამ სასკოლო ცნობარიდან ერთ ადგილს წაგიკითხავ Sphinx-ის სახეობაზე, Crepuscularia-ს გვარეულობას, Lepidoptera-ს ჯგუფს, Insecta-ს კლასს, რომ ეკუთვნიან, ანუ მწერები არიან, აბა, ყური მიგდე: ლითონივით მბზინავი პატარა, ფერადი ქაცვებით დაფარული ოთხი აპკოვანი ფრთა, ყბების გაგრძელებაზე ხორთუმივით დახვეული პირი, რომელსაც გვერდებზე აქვს ჩანასახობრივი საღეჭები და ფაფუკი საცეცები. ხეშეშა ბალნით შეერთებული ზედა და ქვედა ფრთები; მოგრძო, პრიზმისებური მსხვილბოლოებიანი პრწკალები. ეს მწერი, რომელსაც თავისქალიანი სფინქსი ეწოდება, ზოგჯერ თავზარსა სცემს საქმეში ჩაუხედავ ხალხს თავისი საწყალობელი ხმითა და მკერდზე სიკვდილის ემბლემის გამოსახულებით. წიგნი რომ დახურა სავარძელი იმ ადგილისკენ მიაჩოჩა, საიდანაც თვალი მოვკარი „ურჩხულს“.

- ოჰო, ის არის, ის! - წამოიძახა უცებ, - ფერდობზე მიძვრება, მართლაც უცნაური სანახავი კია, უნდა გამოვტყდე. მაგრამ არც ისე დიდია და არც ისე შორსაა, შენ რომ გეგონა. მართალი თუ გინდა, იგი მიჰყვება ამ სარკმლის კიდეებს შუა გაბმულ ობობას ქსელს, რომელიც ასე თექვსმეტი დუიმი სიგრძისაა და ჩემს თვალს ასევე დაახლოებით თექვსმეტი დუიმით არის დაცილებული.

ტეგები: qwelly, ალან_პო, დეტექტივი, ლიტერატურა, პო

ნახვა: 3381

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters