გამეღვიძა.
რამოდენიმე წამი ვერ მივხვდი სად ვიყავი. ლეპტოპი ავიღე და გადავწყვიტე აღმეწერა ის ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობ. წითელი სამეული, კუთხეში საწერი მაგიდა და მასზე რამოდენიმე წიგნი დევს, წიგნები ვიცანი, კაფკა, ფამუქი და მიშელ უელბერკის რუკა და ტერიტორია. ნეტა ტერიტორიულად სად ვარ, ან რუკაზე როგორ არის ეს ადგილი აღნიშნული?! იყოს, ამაზე მერე ვიფიქრებ. ოთახს დავუბრუნდები. მარცხენა მხარეს კარადა დგას, ერთი კარი ღიაა და ჩემი ვარდისფერი კაბა ჩანს, მე დავკიდე. ჩალაგება მომისწრია. კარადის თავზე ჩემი ფერადი ჩემოდანი ვიცანი და მივხვდი, რომ დასვენების დრო მოსულა. პატარა აივანი, აივანზე ერთი სკამი დგას, ალბათ ჩამოვჯდები საღამოობით და წავიკითხავ, ან სულაც უბრალოდ ხედით დავტკბები. ჰოოო, ფარდები, ფარდები საერთოდ არ უხდება ამ ოთახს, იცით როგორი ფერია? გაზეთს დიდხანს მზეზე, რომ გავჩერებთ და გაყვითლდება, აი ისეთი. არ მომწონს, ამერიკულ საშინელებათა ფილმში მგონია თავი. სასტუმროს პატარა ნომერში, ჩემთვის ჩუმად ვზივარ და თვალების ცეცებით ველოდები, როდის მომიკაკუნებს ის მანიაკი, ფილმებში თავიდან ყველას კეთილი რომ გვგონია. ჩემს პირდაპირ, იასამნისფერი პორტრეტი კიდია, თვალები იმდენად გამოუკვეთავს მხატვარს, რომ ჩამოვხსენი, მზერა მაწუხებს. მაგიდაზე ხის ჩარჩო დევს, ახლა შევამჩნიე, ფოტოს გარეშე, დეკორაცია. ჩემი ფოტო ხომ არ ჩავდოთქო ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს ჩარჩოს მოპარვა მომიწევს და ეს უკვე ძალიან ზედმეტი იქნება, მე ხომ მიმღებიდან კალმები მოვიპარე. ტელეფონიც აზუზუნდა, გამეღიმა, როგორ გამოუთვლიათ როდის გამეღვიძებოდა.
- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე, ახლა გამეღვიძა, მოვწესრიგდები და გავალ, ალბათ ცოტას გავისეირნებ. ფრთხილად ვიქნები.
მეორეჯერ აზუზუნდა ტელეფონი
- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე. კი, კიი ძალიან მომწონს აქაურობა. არ მეშინია, მართლა. კარგი, ღამე არ ვივლი.
მესამეჯერ აზუზუნდა ტელეფონი
- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე. მართლა კარგია აქაურობა. ჰოო, ინტერნეტი არ მქონდა და ვერ "დავჩექინდი", ფოტოებს აუცილებლად გამოგიგზავნი. იქაც მივალ. ჩამოგიტან, ჩამოგიტან, როგორც დაგპირდი.
ინტერნეტი მაქვს, არ მოგატყუებთ. მაგრამ, რატომღაც არ მინდა ვინმემ გაიგოს სად ვარ. აივანზე, რაღაც აფხაკუნდა, გავიხედე და მტრედია. დაგოგმანებს, დაბაჯბაჯებს, მითვალთვალებს, ჰოდა, ავაფრინე... ლამაზია მტრედი, მაგრამ მე თოლია უფრო მიყვარს. თოლია ჯონათან ლივინგსტონი. თქვენ ღამე მტრედი გინახავთ ოდესმე ? აი, მე დღეს დავინახე. აივანზე სამი ქოთანი დევს და არცერთში არ ყვავის ყვავილი. ხედით ვერ ვტკბები, მაგრამ ზღვის ხმა და მარილიანი სუნი ისე მსიამოვნებს, რომ თვალები დავხუჭე. ფიქრებში წავედი. ვიღაც აკაკუნებს, ჩემს თავზე გამეცინა ისე წამოვხტი, შემეშინდა. ვინ უნდა იყოს თვალებით ვიკითხე, ვინ არის ?! და როცა იქიდან პასუხი ვერ მივიღე, გული ყელში ამიბაკუნდა. კარები გავაღე, უსასრულო დერეფანი, დასკვნა ალბათ მომესმა და უკვე კარადასთან ვდგავარ. განუყრელი ჯინსით, კეტებით და მაისურით მივფრატუნებ დერეფანში. სად მივდივარ, არ ვიცი. როგორც ჩემი მეზობელი წერტილა, იტყოდა "ვალივერებ" სიტუაციას სასტუმროში. პირველ სართულზე ჩამოვედი, არ მითქვამს, რომ მეშვიდეზე ვცხოვრობ.
ახლა ვზივარ სანაპიროზე, მარტო ჩემი ლეპტოპი ანათებს. ძალიან მომწონს, ამხელა უზარმაზარ სივრცეში ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს. ადრე ჩემი ჩრდილისაც კი მეშინოდა, მერე მივხვდი, როცა მას ვხედავ ჩემს უკან სინათლეა და დღემდე ასე ვინუგეშებ თავს. ჰოდა, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ერთ რაღაცას მივხვდი, როცა მარტოები მივდივართ სადღაც შორს, ყველასგას, ფერადი ჩანთით და წიგნებით(ზეგჯერ ესეც საჭიროა) შეგრძნებები ასმაგდება, საკუთარ თავს შიგნიდან ვათვალიერებთ და ფიქრებს ვფილტრავთ, მხოლოდ იმას ვიტოვებთ, რაც ალბათ საფიქრალია.
ჰო, მე ახლა კიდევ იმაზე ვფიქრობ ვინ დააკაკუნა ჩემს კარებზე. არა, ნამდვილად ამერიკულ საშინელებათა ფილმში მგონია თავი. ბოლოს მაინც გადავრჩები.
მგონი სჯობს ფარდები ჩამოხსნა, ნუ გააფუჭებინებ განწყობას უმიზეზოდ.
ერთი მინუსი შეიძლება ქონდეს ამ ადგილს და ჯობია ფარდები დავტოვოთ.
ქართული საშინელებათა რეალითის გმირობა სასიამოვნოა ალბათ?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია