მარტში, ჰო, ალბათ მარტი იყო, როცა ახალ ოფისში ამაყად შევაბიჯე. უკვე ვიცოდი, რომ სამსახური მქონდა. მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მეორე სართულზე ავწკაპუნდი, დერეფანს გავუყევი და თაგვისფერ კარებთან დაბალი, სასიამოვნო გარეგნობის, მომღიმარი პუტკუნაზე უფრო პუტკუნა ქალი დამხვდა. პირველი, რაც გავიფიქრე სამსახურს არ ეხებოდა:
- ნეტა რატომ აცვია ასეთი მჭიდრო შარვალი ?!
გამიღიმა და მთხოვა დამლოდებოდა. მეც ჩამოვჯექი. თან ფიქრი არ მშორდებოდა მის ჯინსზე. ოდნავ გამჭვირვალე კლასიკური შინდისფერი პერანგი მეცვა, სახელდახელოდ შევიძინე 3 დღის უკან, შავი შარვალი კოჭამდე ტანზე მოყვანილი. მუქი შინდისფერი ქუსლები და ამავე ფერის ლეპტოპის ჩანთა საქმიან იერს მმატებდა, მე ასე მეგონა. არადა, დამხვედრთან შედარებით კონტექსტიდან ამოვარდნილ კომენტარს უფრო ვგავდი, რომელიც უხერხულობაში აგდებს მთელს აუდიტორიას და თავად მთქმელსაც. არ შევიმჩნიე ჩემი გადაპრანჭულობა და დერეფანში გამოჩნდა პუტკუნა მენეჯერიც.
- მაპატიე, რომ გალოდინე.
- არაუშავს, კარგი ინტერიერია, გავერთე. ( რა გევრთე, რა ინტერიერი, ეს სულელური სიტყვებიც ჩემს ნერვიულობას დავაბრალე)
უხერხულობის პირველი 16 წამი, როცა დავძლიეთ, როცა დამავიწყდა, რომ მჭიდრო შარვალი ეცვა, მთხოვა ჩემს შესახებ მომეყოლა. მეც ვუყვებოდი, არადა ვიცოდი ჩემზე ბევრ სმენია, მალევე შემაწყვეტინა მადლობა მითხრა, რომ ძველი სამსახური დავტოვე და მათთან გადავედი. ამიხსნა ფუნქცია მოვალეობები და მეც საქმეს შევუდექი.
აი ასე, შინდისფერი პერანგით უკვე ჩემს ოთახში ვიჯექი. ვერ ვმუშაობდი, ვფიქრობდი
- ტყუილა მაქეს ?!
- ნეტა იმედებს თუ გავუმართლებ?!
- უფროსები საზღვარგარეთ არიანო...
- ნეტა როდის ჩამოვლენ?! მეკითხა...
პირველი დღე ლეპტოპის მონიტორს ვუცქერდი და ყველას ვინც ჩემს ოთახში "გასაცნობად" შემოდოდა (მე გასაჭორადს უფრო დავარქმევდი) ვუღიმოდი და ალბათ, ზედმეტად ჭკუამხიარულის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. პუტკუნა ხშირად შემოდიოდა ჩემთან, თან მწერდა როგორი იმედი აქვს მთელს ოფისს ჩემი. მეკითხებოდა, როგორ ემუშავა პროგრამაში, მეც დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვასწავლიდი. ასე გავიდა რამოდენიმე დღე და მე ყველაზე საყვარელი ახალი თანამშრომელი გავხდი.
დილაა, ცოტას წვიმს. მე ვმუშაობ. პუტკუნა იგვიანებს. კარი გაიღო. არ ამიხედავს, როგორც გითხარით, ვმუშაობ. მარიამ, ესენი ჩვენი უფროსები არიან. გავუღიმე, მე ხომ ბევრი მსმენია პუტკუნასგან მათზე. ისინი ჭკვიანები არიან და ხშირად გადიან ქვეყნიდან. სასიამოვნოა, პირველი უფროსი მაღალია, ყელზე გასაღებები უკიდია, ჟურნალები უჭირავს და წითელი კეტები აცვია. მეორე უფროსმა, ხელი ჩამომართვა, ვიგრძენი მისი მზერა. დავჯექი, გავაგრძელე მუშაობა. გავიდნენ. მე კიდევ დავფიქრდი, რატომ არ გამეღიმა, ან ცოტაოდენი სითბო გამომეჩინა ამხელა კომპანიის დამაარსებლებს შევხვდი. გავბრაზდი, პუტკუნაზეც გავბრაზდი, რატომ არ გამაფრთხილა, მოვემზადებოდი. პირველი უფროსი ძალიან ჭკვიანია, სულ კითხულობს და არასდროს არ სცალია, მეორე უფროსი ჩემი უშუალო უფროსი ყოფილა გავარკვიე.
ოთახში ვართ, მე პუტკუნა და ჩემი მეორე უფროსი. ვმუშაობთ. მოგზაურობა ყვარებია, მეც მიყვარს მოგზაურობა. ისტორიები გავცვალეთ. მითხრეს, რომ მათთან ერთად წავსილუყავი საღამოს ბარში. უარი ვუთხარი, არადა მეცალა. რატომღაც ჩემი ბეჭედი ხელში უჭირავს და ატრიალებს, პუტკუნას გაეღიმა. მე მაშინ გავბრაზდი.
ახლა სექტემბერია, 2 სამსახური გამოვიცვალე. მინდა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება. შინდისფერ პერანგს არ ვიყიდდი. პუტკუნას არ გავუღიმებდი. ძველ სამსახურში დაცვა ისევ შოკოლადებს მომიტანდა.
რა კარგი იქნებოდა გამოტოვებული აბზაცების წერა, რომ შემეძლოს. ალბათ, ამის დროც მოვა და ვიტყვი ამ აბზაცებში როგორ დავიკარგე.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია