თქვენ უნდა გენახათ, როგორ გავათრიე ჩემზე დიდი წითელი სავარძელი აივანზე. იმდენი ვებრძოლე აივნის ვიწრო კარს, რომ მივხვდი თავსატეხები მიყვარს. დაახლოებით რვა წუთი ვფიქრობდი რა ტრაექტორიით გამეძვრინა კარებში ეს ფუმფულა სიამოვნება, ისე რომ პრიალა წკრიალა მინის კარები არ დამემსხვრია. თავსატეხი წარმატებით ამოვხსენი, სუპერგმირიც მეგონა თავი. მოვკალათდი ამ ღრუბელში, იმ იმედით რომ წავიკითხავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, კითხვაზე მეტად დაკვირვება და არაფრის კეთებით ტკბობა მყვარებია.Qwelly, მეზობელი, სუპერგმირი, ქველი, ბლოგი, სავარძელი, სიზარმაცე სუპერგმირთან ერთად ზარმაციც ვყოფილვარ. ჩემი სტატუსი ძალიან მომეწონა, ვუცქერდი ზღვას, თოლიებს და ქვემოთ მოფუსფუსე საზოგადოებას. გვერდითა აივნიდან სიმღერის ხმა მომესმა, ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე გამეგო რა სიმღერას უსმენს ჩემი მეზობელი. ავდექი მივაყურადებთქო ვიფიქრე და ასე ვიდექი დაახლოებით 10 წუთი ყურებჩამოყრილი.

      და რა მოხდა ?!

      ჩემი მეზობელი სუპერგმირია. არ მინდა მას ეს ტიტული გავუყო. მეგონა მარტო მე შემეძლო წითელი სავარძლის აივანზე გატანა. რამდენი ცუდი ფიქრი მიტრიალებს თავში. დავრეკავ ადმინისტრაციაში გავაფრთხილებს, რომ სასტუმროს საკუთრებას უდიერად ეპყრობიან, გარეთ მარტო მზეში უდევთ და არც იყენებენ ან ვეტყვი, რომ მძიმეწონიანია და შეიძლება გატეხოს. მალევე დავყარე ფარ-ხმალი, თავი დავარწმუნე იმაში, რომ ეს სავარძელი მე უფრო "მიხდება" და ჩემი სუპერგმირი მეზობლის სუპერ სიმღერას უკვე მერამდენე საათია ვუსმენ. წვიმის წვეთიც დამეცა ფეხზე, ნეტა საშუალოდ რამდენ ქალაქში აპირებს წვიმას ? უი, საშუალოზე გამახსენდა, მესამე დღეა ვფიქრობ ერთ უცნაურ კითხვაზე და პასუხი ჯერაც ვერ მიპოვნია . აქვს თუ არა სიტყვა საშუალოს ანტონიმი ?!

თავს არ ვუტყდები, მაგრამ ვხვდები, რომ მალე წითელი ღრუბელი პატარა ოთახს უნდა დავუბრუნო.

ბოროტი ფიქრი:

      მეზობლებს არ ვაფრთხილებთ, რომ წვიმას აპირებს, გვეზარება. ჩვენ ხომ ზარმაცი სუპერგმირები ვართ.

ნახვა: 668

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მეზობელი, სავარძელი, სიზარმაცე, სუპერგმირი, ქველი

ლაშა: სექტემბერი 20, 2016||1:18pm

როგორ მინდოდა დამეკომენტარებინა, დატოვე გარეთ, წვიმაში სავარძელი ორიგინალური სანახავია, მითუმეტეს თუ შიგნით გოგონაა მოკალათებული წიგნით ხელში და კითხულობს "წვიმა ზღვისპირეთში". საქმე ისაა, რომ ამ სასტუმროს მენეჯერი ჩემი ახლობელია და მეცოდება მისი სავარძლები )) 

გოგონა ყვავილის სახელით: ოქტომბერი 11, 2016||1:05am

წითელი სავარძლის  შეტანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩემი ახლობელი არ იყო სასტუმროს მენეჯერი, თორემ დიდი სიამოვნებით დავტოვებდი გარეთ წვიმაში.

p.s ჩემთან ერთად სუპერგმირი მეზობელიც წვალობდა  თავის აივანზე, შევამჩნიე ^_^ (ჰეფიენდინგ)

ლაშა: ოქტომბერი 11, 2016||1:23am

სამწუხაროდ, ასეა საყარო მოწყობილი, მე ახლობელი მერგო, შენ სასტუმრო ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters