გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ ერთი ახალი სიტყვა გავიგონე გველისგან, მან დრო ახსენა. ჯერ მაგის ჭამის დრო არ დამდგარაო, თქვა, როდესაც მკვახე ვაშლი დაინახა ჩემს ხელში.

      - რა არის დრო? - ვკითხე და მკვახე ვაშლი მოვისროლე.

      გველმა ხმა არ გამცა. რგოლებად დახვეული გაირინდა, თითქოს სძინავსო.

      - მითხარი, რა არის დრო? - არ მოვეშვი მე, - ესეც ქარაგმული სიტყვა ხომ არაა?

      - შეიძლება ასედაც ითქვას, - ზანტად ამოღეჭა გველმა. მგონი მართლა ეძინება, ისე ეზარება ლაპარაკი.

      - უფრო გასაგებად მითხარი, იქნებ ამოვიცნო ეს ქარაგმული სიტყვა, - ვეუბნები და მის ტყავზე მოხატულ ქარაგმულ ფიგურებს ვათვალიერებ. კარგად მახსოვს, რა ცხელი დღე დამადგა მათი ამოცნობის მცდელობისას.

      - დრო ქარაგმათა ქარაგმაა, - ყრუდ ამოთქვა გველმა.

      - ქარაგმათა ქარაგმა? - ვეკითხები გაოცებით, - ეს რაღაა, როგორ უნდა ამოვიცნო... რაიმე ნიშანი მითხარი მისი.

      - დრო მიჰქრის, - სისინებს გველი პასუხად.

      - მაშინ დრო ქარი ყოფილა, - ვამბობ და ქარის სისინი მაგონდება.

      - დრო მიედინება, - წაიდუდუნა გველმა.

      - მაშინ დრო მდინარე ყოფილა, - ვამბობ და თითქოს მდინარის წყნარი დუდუნიც მესმის.

      - დრო მიიზლაზნება, ხანდახან კი გარინდება შეიპყრობს, - მგონი მართლა ჩაეძინა, ისე ზანტად გაწელა ეს სიტყვები გველმა.

      - თუ ასეა, შენ თვითონ ყოფილხარ დრო. სწორედ შენ იზლაზნები, ხანდახან ისე ირინდები, რომ შენს ჭრელ ტყავს ვერავინ გამოარჩევს სამოთხის ბაღის სიჭრელისგან.

      ძლივს მოვასწარი ამ სიტყვების თქმა, რომ გველი უცბად აიყალყა, მერე მოსხლტა და მწვანეზე გასრიალდა.

      - მე ვარ დრო, შემომხედე, - სისინებს გველი და თან იკლაკნება, უცნაურ რკალებს ხაზავს მწვანე მოლზე, - მე არ მაქვს არც დასაბამი, არც დასასრული, მათ განუჭვრეტელი უკუნეთი ჰფარავს. მხოლოდ ჩემი მცირე ნაწყვეტი შემორჩენია სამზეოს.

      - მაშინ საკუთარი თვალებიდან გადმოსულხარ, - ვეუბნები, - უკუნეთს სწორედ შენს თვალებში ვხედავ.

      - დროის უკუნეთზე გეუბნები, - თითქოს ქარი ფოთლებს მიაფრენსო, ისეთი ხმით მეუბნება გველი, - მე დროის უკუნეთის ნაწილი ვარ, რომელზეც მზის სხივი მისრიალებს, ისე როგორც მე თვითონ მივსრიალებ სამოთხის ბაღის მწვანე ბილიკებზე. ყველა მე მომდევს და ყველას ხელიდან ვუსხლტები. შენც სცადე, იქნებ მომწვდე, იქნებ შეაჩერო ჩემი სრბოლა.

      მართლაც ვცადე, გავეკიდე გველს, ჭრელი ნაკადულივით რომ მისრიალებდა ჩემს წინ. თითქოს დავეწიე, წავწვდი კიდეც, ორივე ხელით ჩავაფრინდი სრიალა ქიცვებით დაფართულ ჭრელ კუდს. ვერც კი გავიგე, ხელიდან ისე გამისხლტა და თვალს მიეფარა მაღალ ბალახში.

ასე მოუხდება

      ნამდვილად აღარ მინდოდა, ადამს ისევ გადავყროდი სადმე, მაგრამ თითქოს განგებ, სულ მალე შევხვდი. ხელცარიელი ვიყავი და ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. სამაგიეროდ სხვა დროს ჟოლოს კუნწულა გამომტაცა ხელიდან, ისე რომ ხელები მთლად დამეკაწრა, ჟოლო ხომ ეკლიანია .... თან მეცინება, თან მაბრაზებს მისი საქციელი.

      ყველაზე სასაცილო მარწყვის მდელოზე შეხვედრა იყო; ადამი დათვის ბელებთან ერთად გორაობდა, თავიდან ფეხებამდე მარწყვის წვენში იყო ამოვლებული. ბელები მარწყვით გატკბილულ თათებს ილოკავდნენ. ადამმა მათ მიბაძა, თვითონაც იწყო საკუთარი ხელების ლოკვა, მერე კი, არ ვიცი, მარწყვის გემო მოეწონა, თუ რა იყო, მიადგა მწიფე ნაყოფით დახუნძლულ ბუჩებს, ორივე ლოყა მარწყვით გამოიტენა.

      რა კარგია, ისწავლა ადამმა მარწყვის ჭამა, მე აღარ მომვარდება - მეთქი, ვიფიქრე და მარწყვს წავწვდი, ძალიან მიყვარს ეს ნუგბარი ხილი. ჰოდა, სულ ტყუილად ვიფიქრე ასე, დამინახა თუ არა, მარწყვის ბუჩქს მაშინვე ანება თავი ადამმა, ჩემსკენ გამოქანდა მარწყვის (ჰმ) წასართმევად.

      ეს უკვე მეტისმეტი იყო, ადამისთვის ჭკუა უნდა მესწავლებინა.

      კი მაგრამ როგორ?

      ამაზე კარგა ხანს ვიმტვრიე თავი და ასეთი რამ მოვიფიქრე; ორივე ხელი მწარე კენკრით ავივსე და განგებ ავუარჩავუარე წინ. თან ისე მეჭირა თავი, ვითომ კენკრას ვჭამდი. ცხადია, ადამი მაშინვე მეცა ხელებში, კენკრა გამომგლიჯა და გადაყლაპა. ჰოდა, გაუმწარდა კიდეც პირი.

      ახია, ასე მოუხდება.

      თქვენ გგონიათ, ჭკუა ისწავლა? არაფერიც. როცა ისევ შემხვდა, ისევ წამეტანა ხელებში, რათა ბლის კუნწულა წაერთმია ჩემთვის.

      არა, ეს ყმაწვილი ჭკუას ვერასოდეს ისწავლის.

დანისლული უკუნეთი

      ვნახე გველი, თვალებზე ნისლგადაკრული, უძრავად გაწვართულიყო მწვანე მოლზე. აჰა, ისევ ტყავს იცვლის-მეთქი, ვიფიქრე და იქვე მოვიკალათე. კარგად ვერთობი ასეთ დროს მისი ყურებით. ხანდახან ვეხმარები კიდეც, თუ დასჭირდა. ერთხელ ძალიან გაუძნელდა და მე კუდში ჩავაფრინდი, გველიც მაშინვე ამოსხლტა ტყავიდან.

      თვალს არ ვაშორებ, ველოდები, როდის დაცურდება ტყავი გველის სხეულიდან. გადის დრო, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. გველი წევს გაწვართული, არც თვითონ იძვრის და არც მისი ტყავი.

      უცბად გველი ოდნავ შეირხა, თითქოს მთელ ტანში თრთოლამ დაუარაო. აი ახლა კი დაიწყება, ვფიქრობ და თვალებს ფართოდ ვაჭყეტ, რათა არაფერი გამომეპაროს. ამაოდ ველოდები ჩვეულ სანახაობას, გველი ისევ უძრავად გაიწვართა თავის ძველ ტყავში გამოხვეული, თვალებზეც კვლავ თეთრი ნისლი ჰფენია.

      მომბეზრდა მისი ყურება, ჩემთვის საყვარელ ლეღვის ხისკენ გავწიე. მერე გველმა თვითონვე მომაკითხა და ლეღვის ხეზე ამოძვრა. თვალები უკვე გადაწმენდია, ტყავიც ძველებურად უპრიალებს.

      - რაღაც ძალიან გაგიძნელდა ტყავის გამოცვლა, - ვეუბნები და ლეღვს ვაწოდებ, პირი ჩაიგემრიელოს ამდენი ჯაფის შემდეგ.

      - არა, - თქვა გველმა, - მე ახლა ტყავი არ გამომიცვლია.

      - თვალები რაღად გქონდა თეთრი ნისლით დაფარული? - ვკითხე გაოცებით.

      - ჩემს მზეს ვესაუბრებოდი და იმიტომ, თვალები ასეთ დროსაც მიბურუსდება.

      ამის გაგონებამ ისე გამაკვირვა, რომ ლეღვი კისერში გადამცდა და ხველება ამიტყდა. ესეც ახალი ამბავი!

      - განა შენთვის სხვა მზეც ანათებს? - ვკითხე ბოლოს, როცა ხმის ამოღება შევძელი.

      - ასეა, - დამიდასტურა გველმა.

      - მე რატომ ვერ ვხედავ?

      - შენ მას ვერ დაინახავ, ძალიან შორსაა და ძალიან ხნიერია. თვით იმ მზეზე უფრო უხნესია, ამ ბაღს რომ ანათებს. ის უკვე მთელ უსასრულობას ითვლიდა, როცა აქაური მზე აინთო. ჩემს ტყავზე მოფენილი ქარაგმებიც კი ვერ დაითვლიან მის წელთა სიმრავლეს.

      - გამოდის, ჩვენი მზე არაფრად გჭირდება.

      - როგორ არა... აქაური მზის სითბო მჭირდება. ხომ გინახავს, როგორ ვეფიცხები მის სხივებს. იმ შორეული მზის სითბო აქამდე ვერ აღწევს. მე მხოლოდ მის ნათელს ვხედავ.

      მე კვლავ მივაწოდე ლეღვი, გველმა მიირთვა და მიიძინა ხეზე შემოსალტულმა.

ნახვა: 2025

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters