გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
კიდევ ერთი ახალი სიტყვა გავიგონე გველისგან, მან დრო ახსენა. ჯერ მაგის ჭამის დრო არ დამდგარაო, თქვა, როდესაც მკვახე ვაშლი დაინახა ჩემს ხელში.
- რა არის დრო? - ვკითხე და მკვახე ვაშლი მოვისროლე.
გველმა ხმა არ გამცა. რგოლებად დახვეული გაირინდა, თითქოს სძინავსო.
- მითხარი, რა არის…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ისევ გადავეყარე ადამს, ხის ფუღუროში იჯდა და თავისი თავი ალბათ ციყვი ეგონა. მე წინ გავუარე, თან ვაშლს შევექცეოდი, ორივე ხელი ლოყაწითელი ვაშლებით მქონდა სავსე.
უცბად ადამი გამოხტა ფუღუროდან, მოკბეჩილი ვაშლი ხელიდან გამომტაცა და პირისკენ გააქანა.
როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს ვაშლიც ყვარებია, თუთის გარდა.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ყვავილებს მოენატრეო, ნიავმა მაცნობა, თან სურნელი მომიტანა მათი, ერთიანად ამ სურნელში გამხვია. ფრთაშესხმული გავქანდი მათკენ, ნიავსაც კი გავუსწარი მგონი. მართლაც მეტად მოვნატრებივარ ყვავილებს, სანამ მე გველთან საუბარში ვიყავი გართული. თვალები ფართოდ გააღეს, თითქოს არც კი სჯეროდათ, რომ ისევ მხედავდნენ. მერე კი ისეთი სიცილ-კისკისი ატეხეს, მთელი ბაღი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)
მსახურებდა ნოე დამრეც ფერდობზე შერჩენილ კიდობანს, დგეში რამდენჯერმე უხდებოდა თოკის კიბეზე ასვლაჩამოსვლა. დილიდან დაღამებამდე ფუტკარივით შრომობდა. შეიძლება დიდი ხელმარჯვეობას ვერ იჩენდა... საქონლის საჩიხი სულ მალე მოირღვა, წამდაუწუმ მისი შეკეთება უხდებოდა. ახლადდადებული ქათმის კვერცხები მზის გულზე დარჩა და გალაყდნენ...…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
გულიანად გამოიძინა ნოემ ნასმურევზე, ძილში გაატარა არა მარტო მთელი ღამე, დილის უმეტესი ნაწილიც. მზე უკვე მაღლა იდგა, სიზმარი რომ ნახა.
სიზმარშიც ინახად იჯდა, ლხინობდა ციურ მნათობთა ბრწყინვალე გუნდით გარემოსილი. ტიკჭორაც ხელთ ეპყრა, თავისი ბედნიერი ნაპოვნი, რაღაც მანქანებით რომ ისევ ავსებულიყო. მოულოდნელად…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
- ალისფერ ღვინოს მაგონებ, თასში ჩამოსხმულს, წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება, - ერთ მშვენიერ დილას ასე მიესიყვარულე ნოე ამომავალ მზეს. ძალიან, ძალიან მოენატრა ღვინო. რაღა თქმა უნდა, ღვინო ყოველთვის ენატრებოდა; წვიმის დროს, ღრუბლების გაფანტვის მერეც... ოღონდ ამის შესახებ სიტყვის ჩამოგდებისგან თავს…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 1, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
„გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა. ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
გადიოდნენ დღეები, უამრავი წვრილმანი საზრუნავით შევსებული და დატვირთული. ნოე თანდათან გაუშინაურდა კიდობანს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს გაეცნო. მეტი გულდაჯერება დაეტყო მის ნაბიჯს და მიხრა-მოხრას, თავს მასპინძლად უფრო გრძნობდა, ვიდრე უცხოდ...
აღარ ჰქონდა იმის შიში, ვინმე თავზე დამადგება და მკითხავს, აქ რა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
რაღაცას შეეჯახა ნოე, სიკვდილის მომლოდინე. თვალიც არ გაუხელია, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა სანახევროდ გრძნობამიხდილს, თვლემის მსგავს ყოფაში ჩაძირულს.
ცოტა ხნით დააშორა დინებამ იმ რაღაცას, მერე ისევ მიაგდო. ნოეს მოეჩვენა, კედელს შევეჯახეო, ძლივს…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას... ჭიშკრის ფრთა მაქვს მხედველობაში. ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.
ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი ქება-დიდება მიუძღვენით თამაშს, თავს ნებას ვაძლევ, მეც შემოგიერთდეთ. შემთხვევითობას მიაწერეთ, თუ რაიმე შემეშალა. თუ სწორედ განვსაჯე, ისიც...
ჰო, რას ვამბობდი? მომიტევეთ, ალბათ ძალიან არეულდარეულად ვლაპარაკობ, მე ხომ სათქმელი არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2019 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
რაღა დარჩა სათქმელი? თითქოსდა არაფერი. რა მშვენიერი, რა ფერადოვანი სიტყვები მოვისმინეთ ყველამ ერთად. ცა და მიწა შეაჯერეს ჩემმა წინამორბედებმა, საოცრებათა საგანძური დაახვავეს ჩვენს თვალწინ და ყოველივე საკრალურ ციფრს, შვიდიანს მოარგეს. სულ თამაშ-თამაშით აღსრულდა ეს ყველაფერი, ბავშვის უზრუნველი თვალით შევიჭვრიტეთ სამყაროს ყველაზე იდუმალ სამალავებში, დიდად მადლიერი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2019 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
როგორ მინდა, მეც გაგამხიარულოთ ჩემი წინამორბედივით. ვეჭვობ, რაიმე გამომივიდეს, მე ხომ ატომების შესახებ უნდა ვისაუბრო, იმ პაწია, განუყოფელი აგურების შესახებ, რომლებისგანაც აგებულია მთელი სამყარო. ისეთი თემაა, ადვილად ვერ
შეეთამაშები. ვცდილობ რაიმეთი გავალამაზო და გავაცოცხლო ჩემი სათქმელი, ოქროს ნიღაბიც სწორედ ამ მიზნით…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
ხელთუქმნელი ტაძრის შესახებ მინდა გესაუბროთ, ანუ იმ ტაძრის შესახებ, რომლის კედლები ყველასთვის კარგად ცნობილი შვიდი ნოტისგანაა აგებული. ოღონდ ცოტა მოგვიანებით... უპირველეს ყოვლისა, იმ ათასგვარ ხმებს უნდა დავუგდოთ ყური, ჩვენს ირგვლივ რომ ისმის. გთხოვთ სწორედ გამიგოთ:
ქალაქის ხმებს არ ვგულისხმობ,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
რა თქმა უნდა, ცისარტყელას შესახებ ვილაპარაკებ... სხვა რა უნდა მოგივიდეს თავში, როდესაც სინათლის სხივის და ამ ჯადოსნური ციფრის, შვიდიანის შეკავშირება-შეუღლებას მოინდომებ. შვიდი ძირითადი ფერი დაინახა მასში ადამიანმა, როგორც კი თვალი აეხილა და ფერადოვანი რკალით დამშვენებულ ზეცას უსწორა თვალი. ეს მართლაც მეტად ამაღელვებელი წამი იქნებოდა...…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
წყალს უყვარს თამაში, ხომ გინახავთ ჩანჩქერი? თუნდაც შადრევანი ვთქვათ, ანდა ზაფხულის წვიმა, ცისარტყელას შვიდფეროვანი რკალით კალთადამშვენებული... წყალი გვეთამაშება და სათამაშოდ გვიწვევს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა, თამაში ჩვენი სტიქიაა, მაგრამ... ცოტა მაცალეთ, ჯერ უმთავრესი არ მითქვამს.
საქმე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2019 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
გამაწბილა ოქროს ნიღაბმა, თანაც როგორ... ერთი სიტყვა რაა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოქრო, არა და არა. ამაოდ გამოვბასრე ყურები, იქნებ რამე წამოცდეს თავისი საიდუმლოების შესახებ-მეთქი. ლაპარაკით საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა, სხვა ნიღბებს არაფერში ჩამორჩენია... რა კარგად გამოიხმო კვაზარი ჩვენი ყოფიერების უშორესი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
ფრიად შემსბუქებული დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი. კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.
ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით.
ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა;…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 31, 2026.
საათი: 11:25am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•