გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ისევ გადავეყარე ადამს, ხის ფუღუროში იჯდა და თავისი თავი ალბათ ციყვი ეგონა. მე წინ გავუარე, თან ვაშლს შევექცეოდი, ორივე ხელი ლოყაწითელი ვაშლებით მქონდა სავსე.
უცბად ადამი გამოხტა ფუღუროდან, მოკბეჩილი ვაშლი ხელიდან გამომტაცა და პირისკენ გააქანა.
როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს ვაშლიც ყვარებია, თუთის გარდა.
შეჭამა ის მოკბეჩილი ვაშლი ადამმა, მეორე მე თვითონვე მივაწოდე. ისიც „წამართვა“ თავისი ჭკუით და შეჭამა. მერე კიდევ სხვაც... არცერთი ვაშლი აღარ დამიტოვა, ყველა შეჭამა.
ხელები გავშალე, მეტი აღარ მაქვს-მეთქი. მიბრუნდა და ისევ ფუღუროში შეძვრა
სხვა რაღა დამრჩენოდა, ისევ მივაკითხე ვაშლის ხეს. ვაშლებს ვკრეფდი და თან ვფიქრობდი, ნეტავი ადამი ოდესმე თუ მოისაზრებს, თვითონვე მოწყვიტოს ვაშლი ხიდან.
ვნახე გველი, თვალებზე ნისლგადაკრული, უძრავად გაწვართულიყო მწვანე მოლზე. აჰა, ისევ ტყავს იცვლის-მეთქი, ვიფიქრე და იქვე მოვიკალათე. კარგად ვერთობი ასეთ დროს მისი ყურებით. ხანდახან ვეხმარები კიდეც, თუ დასჭირდა. ერთხელ ძალიან გაუძნელდა და მე კუდში ჩავაფრინდი, გველიც მაშინვე ამოსხლტა ტყავიდან.
თვალს არ ვაშორებ, ველოდები, როდის დაცურდება ტყავი გველის სხეულიდან. გადის დრო, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. გველი წევს გაწვართული, არც თვითონ იძვრის და არც მისი ტყავი.
უცბად გველი ოდნავ შეირხა, თითქოს მთელ ტანში თრთოლამ დაუარაო. აი ახლა კი დაიწყება, ვფიქრობ და თვალებს ფართოდ ვაჭყეტ, რათა არაფერი გამომეპაროს. ამაოდ ველოდები ჩვეულ სანახაობას, გველი ისევ უძრავად გაიწვართა თავის ძველ ტყავში გამოხვეული, თვალებზეც კვლავ თეთრი ნისლი ჰფენია.
მომბეზრდა მისი ყურება, ჩემთვის საყვარელ ლეღვის ხისკენ გავწიე. მერე გველმა თვითონვე მომაკითხა და ლეღვის ხეზე ამოძვრა. თვალები უკვე გადაწმენდია, ტყავიც ძველებურად უპრიალებს.
- რაღაც ძალიან გაგიძნელდა ტყავის გამოცვლა, - ვეუბნები და ლეღვს ვაწოდებ, პირი ჩაიგემრიელოს ამდენი ჯაფის შემდეგ.
- არა, - თქვა გველმა, - მე ახლა ტყავი არ გამომიცვლია.
- თვალები რაღად გქონდა თეთრი ნისლით დაფარული? - ვკითხე გაოცებით.
- ჩემს მზეს ვესაუბრებოდი და იმიტომ, თვალები ასეთ დროსაც მიბურუსდება.
ამის გაგონებამ ისე გამაკვირვა, რომ ლეღვი კისერში გადამცდა და ხველება ამიტყდა. ესეც ახალი ამბავი!
- განა შენთვის სხვა მზეც ანათებს? - ვკითხე ბოლოს, როცა ხმის ამოღება შევძელი.
- ასეა, - დამიდასტურა გველმა.
- მე რატომ ვერ ვხედავ?
- შენ მას ვერ დაინახავ, ძალიან შორსაა და ძალიან ხნიერია. თვით იმ მზეზე უფრო უხნესია, ამ ბაღს რომ ანათებს. ის უკვე მთელ უსასრულობას ითვლიდა, როცა აქაური მზე აინთო. ჩემს ტყავზე მოფენილი ქარაგმებიც კი ვერ დაითვლიან მის წელთა სიმრავლეს.
- გამოდის, ჩვენი მზე არაფრად გჭირდება.
- როგორ არა... აქაური მზის სითბო მჭირდება. ხომ გინახავს, როგორ ვეფიცხები მის სხივებს. იმ შორეული მზის სითბო აქამდე ვერ აღწევს. მე მხოლოდ მის ნათელს ვხედავ.
მე კვლავ მივაწოდე ლეღვი, გველმა მიირთვა და მიიძინა ხეზე შემოსალტულმა.
მიყვარს ნაკადულთან თამაში, ცელქია და დაუდეგარი. მოხტის, მოთამაშობს, თან ათასნაირ ხმებს გამოსცემს. თითქოს ყველა ხმას ბაძავს, რასაც კი სამოთხის ბაღში გაიგონებ. ცისფერ ჩხიკვს მაგონებს ამით, თანაც მასავით უზრუნველია.
- მოდი, ვიწუწაოთ, - მხიარულად ლიკლიკებს ნაკადული და გამჭვირვალე წვეთებს სახეში მაფრქვევს. მეც ვეთამაშები და ჩემი მხრით ყვავილების ფერადფერად ფერცლებს ვაყრი. უხარია, უფრო გავლამაზდიო (ისედაც ლამაზია), სიცილკისკისით იხვევს გამჭვირვალე ტალღებში ფერადფერად ფურცლებს, ატრიალებს, აბურთავებს, მიატივტივებს სადღაც შორს, ტრიალტრიალით და ცეკვა-ცეკვით.
ახლა კალმახებს არ იკითხავთ? რა ლამაზად არიან დაწინწკლულები, რა ცქვიტად დასრიალებენ ნაკადულის გამჭვირვალე ჩქერებში. ერთერთი ამოხტა, ისიც მეთამაშება. წავწვდი დასაჭერად, საოცრად სრიალა გამოდგა, ხელიდან გამისხლტა, ისევ გამჭვირვალე ტალღებში გადაეშვა ჩქაფუნით. ნაკადული სიცილით კვდება.
მერე მზის დანახვა ვცადე ნაკადულის გამჭვირვალე ტალღებში, ისე როგორც ტბორის წიაღში ვხედავ ხოლმე. არ გამომივიდა, ერთი წამითაც არ შეჩერდა ნაკადული, რათა მზის სახე დამენახა.
- რა მოუსვენარი ხარ,- ვუსაყვედურე ნაკადულს.
საპასუხოდ ჩვეული სიცილკისკისი ატეხა და რა ჰქნა იცით? წვიმასავით შემომაფრქვია გამჭვირვალე წვეთები, რომლებმაც იქაურობა ცისარტყელებით მოქარგეს. არა, როგორც მზეს, ისე ნაკადულს ვერასოდეს გაუბრაზდები.
კიდევ ვის მაგონებს ნაკადული? ჰო, რა თქმა უნდა, გველს. გველის ტანივით ლაპლაპებს, გველივით მისრიალებს მაღალ ბალახში, მაგრამ სად გველის ბნელი ლაქები და სან ნაკადულის ხალასი გამჭვირვალება... არა, მე თუ მკითხავთ, მათ შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია