გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო დროს. ყოველივე შეთქმულივით დადუმდა ირგვლივ და სამოთხის მკვიდრნი ახლოსაც აღარ მეკარებიან. თვალს მომკრავენ თუ არა, მაშინვე უკანმოუხედავად გარბიან. სულ დაავიწყდათ, ერთ დროს ყელგადაწეულები რომ მეხვეწებოდნენ, ჩვენთან ითამაშეო.

      ადამი თავჩაღუნული ზის ცეცხლის პირას, თავის წვეტიან ქვებს უჩხიკინებს. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს ყურს არც კი მიგდებს-მეთქი. მაგრამ არა, ყველაფერი კარგად გაუგონია, თავი ასწია და შემომხედა:

      - რატომ გგონია, მე ვერ ვამჩნევდე, ჩვენს ირგვლივ ყველაფერი რომ შეიცვალა.

      ადამმა ისევ მოჰკიდა ხელი წვეტიან ქვებს, ერთმანეთზე უხათქუნებს მათ, თან მე მელაპარაკება. ამბობს, რომ სამოთხის ბაღი ნამდვილად აღარაა ისეთი, როგორიც უწინ იყო. ნაყოფის მომცემი ხეები დაჩიავდნენ, ხმობა შეეპარათ, მათ ადგილს უფრო გამძლე უნაყოფო ხეები იკავებენ... მწვანე მდელოებს ლამის მთლიანად გადაუარა ეკალბარდმა, ხოლო ნადირი დაფრთხა და შორს გაილალა...

      ქვების ხათქახუთქში კანტიკუნტად მესმის ადამის სიტყვები, როგორ თავისებურად განსაჯა ყველაფერი.

      - ...რახანია შორიდან ვეზიდები საკბილოს, აქ აღარ იშოვება, - თავისას აგრძელებს ადამი, - მე ვფიქრობ, აჯობებს, ჩვენ თვითონვე წავიდეთ იქითკენ.

      ეს სიტყვები ძალიან მეუცხოვა.

      - რას ნიშნავს, ჩვენ თვითონვე წავიდეთ? - ვკითხე ადამს.

      - სამოთხის ბაღი უნდა დავტოვოთ, - თქვა ადამმა და ქვა ქვაზე ისე ღონივრად დასცხო, ნაპერწკლების ნიაღვარი დაიფრქვა.

      ადამი მორჩა ხეებით ხათქახუთქს, მინავლული ცეცხლის პირას თვლემს. მე ძილი არ მეკარება. ,,სამოთხე უნდა დავტოვოთ!~ ეს სიტყვები ცეცხლივით რიალებენ ჰაერში.

უცხო სიტყვა

      სამოთხის ბაღის დატოვება...

      ვერც კი გამოვთქვამ, ისე მეუცხოვება და მაფრთხობს ეს სიტყვები.

      ადამი თავისებურად სჯის ყველაფერს, მაგრამ გველი? ნეტავი გველი რას იტყოდა ამის შესახებ?

      განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მაკლია მისი ქარაგმები.

      გველის ტყავს დავხედე, პეწი ოდანავადაც არ შეცვლია, ახლაც მდინარის ჭავლივით ლივლივებს. ქარაგმული ფიგურებიც ძველებურად ჩახლართულან ერთმანეთში... ქარაგმები, რომლებიც მე არაფერს მეუბნებიან, მე არ შემიძლია მათი ამოკითხვა.

      მაგრამ მდინარე? იქნებ მდინარემ მითხრას რაიმე, ის ხომ ძალიან ჰგავს გველს. ქარაგმებიც ეხერხება, თან ისეთი ენაწყლიანია... ოღონდ ვინმე ყურის დამგდები ჰყავდეს, მეტიც არ უნდა. იქნებ მდინარემ გაიმეტოს ჩემთვის ერთი ორი სიტყვა ამ უსაშველო მდუმარების ჟამს.

      ასე მგონია მდინარემ შორიდან მომაწვდინა ხმა.

      ახლაღა გამახსენდა; რა ხანია, მდინარე არ მინახავს. ყველასთან ვცადე გამოლაპარაკება სამოთხის ბაღში, მდინარის გარდა.

მდინარესთან საუბარი

      ო, როგორ მომეშვა გულზე, როცა მდინარემ საუბარი გამიბა.

      - რა აღარ მინახავს, ვის აღარ შევხვედრივარ, - აბუტბუტდა ჩემი დანახვისთანავე - სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი ჩემს ნაპირებზე სეირნობს, და არავინ მინახავს შენსავით სევდიანი.

      ამის გაგონებისას წინანდელზე უარესად შემეკუმშა გული; გამახსენდა, თუ როგორ მეუბნებოდა უწინ მდინარე, შენზე უზრუნველი და მხიარული არავინ მინახავსო.

      - ასე რას დაუფიქრებიხარ? - მკითხა მდინარემ, როცა მე საპასუხო სიტყვა დავუგვიანე.

      - სამოთხის ბაღის დატოვება გვიწევს და ეს მანაღვლებს, - ვთქვი მე.

      - ვინ გითხრა?

      - ადამმა.

      - რას იზამ, ჯოჯოხეთსაც ეჩვევა ადამიანი, - წაიბუტბუტა მდინარემ.

      - ჯოჯოხეთი? ეს სადღაა? - ვკითხე შეშინებულმა. ო, როგორ არ მომეწონა ეს სიტყვა!

      - ჯოჯოხეთი სწორედ იქაა, სადაც სამოთხე მთავრდება, - ჩაიდუდუნა მდინარემ და მერე კითხვა აქეთ შემომიბრუნა, - რა, განა ადამს ამის შესახებ არ უთქვამს რაიმე?

      - არა, ჯოჯხეთი არ უხსენებია.

      - არც გველს?

      - არც გველს.

      - არც ცისფერ ჩხიკვს?

      - არა.

      - მუდამ ასეა, - ბუტბუტებს მდინარე, - ყველაზე მძიმე ტვირთი მე უნდა ამკიდონ.

ნახვა: 2146

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, მოთხრობა, მსგავსება, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters