გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)
უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.
უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.
თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2020 წელი. 5:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს; თეთრი ნისლის მკვირვმა ფაფუკმა ბოლქვებმა იწყეს ფარფატი ზევით-ქვევით.
შევყურებ და მახსენდება, რა კარგად ვერთობოდი ამ ფაფუკ ბოლქვებთან თამაშით... მდუმარედ მეთამაშებოდნენ, მათ ხომ სიჩუმე უყვართ...
და, აი ახლა, ისედაც დადუმებულ სამოთხის ბაღს მდუმარე ნისლი ეწვია.
- როგორც ჩანს, დიდი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2019 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.
- აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.
- ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.
- კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.
გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.
არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.
ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან, ცალკცალკე მიილტვიან სადღაც... თან მეტისმეტად უცნაურ, სრულიად აუხსნელ ქარაგმებს ხლართავენ, ისე რომ ხანდახან ძალიან ვიბნევი.
ცხადში მე მუდამ გველს დავეძებ. მის გარდა ვერავინ ამიხსნის, თუ რა ხდება, რა ემართებათ სიზმარს და ცხადს, რატომ გაურბიან…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ შევურიგდები. მეტისმეტად აუტანელი გახდა...
რგოლებად დახვეული გველი ხმისამოუღებლად შემომყურებს თავისი ბნელი ლაქებით. მე ჩემსას ვაგრძელებ, დაწვრილებით ვყვები, რომ საზღვარი აღარ აქვს ადამის თავკერძობას, თან როგორი უსაქციელოა... სულდგმული არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება, მოშორებით ვზივარ და ვუყურებ, თუ როგორ ნელნელა მოცოცავს ჭრელი ტყავი, ნელნელა სცილდება გველის სხეულს. გველი წევს თვალებდანისლული. ხანდახან ნელა გაიკლაკნება ხოლმე, ჭრელი ტყავიც ადგილს ინაცვლებს, კვლავ გადაცოცდება სულ ცოტათი.
მერე კი, ერთი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2019 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის ფაფუკი ბოლქვები აიკრიფაო. უფლის თვალთა ბრწყინვალებაც კი ვიხილე... .
როგორც ვარდის კოკორი გაიხსნება გაფურჩქვნისას, ისე გაიხსნა სამოთხის ზეცა. სივრცეები ფერადი ფურცლებივით გადაიშალნენ, და მე დავინაზე უთვალავი მზე. ბევრნი იყვნენ, ძალიან…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2019 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ადამმა ახალი თამაში მოიგონა; ბაძავს ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს. კარგად გამოსდის. ხეს მოფარებული ვუთვალთვალებდი (აბა დავენახვებოდი იმის შემდეგ, რაც ჯოხით გამომიდგა?), როგორ გააჯავრა ხარირემს. თავზე განტოტვილი ჯოხები დაიმაგრა, გაექანა და ხეს დაეჯახა თავით. მართალია, შუბლზე მოზრდილი კოპი დააჯდა, სამაგიეროდ მართლა დაემსგავსა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად ჭირდებოდეს. იმ დღეს ყვავილების გვირვგინი მედგა თავზე, მშვენიერი ნაირფერი სურნელოვანი გვირგვინი... იმდენხანს მოვუნდი იმის დაწვნას. ცისფერმა ჩხიკვმა წამახმარა ნისკარტი, თორემ ალბათ ასეთი კოხტა არ გამოვიდოდა... დავიმაგრე თავზე, ცისფერი ჩხიკვი ამ საქმეშიაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•