გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს; თეთრი ნისლის მკვირვმა ფაფუკმა ბოლქვებმა იწყეს ფარფატი ზევით-ქვევით.
შევყურებ და მახსენდება, რა კარგად ვერთობოდი ამ ფაფუკ ბოლქვებთან თამაშით... მდუმარედ მეთამაშებოდნენ, მათ ხომ სიჩუმე უყვართ...
და, აი ახლა, ისედაც დადუმებულ სამოთხის ბაღს მდუმარე ნისლი ეწვია.
- როგორც ჩანს, დიდი მდუმარეების შორეულ გამოძახილს ვუსმენდი მაშინ, როდესაც თქვენს სიჩუმეს ვუსმენდი - ვეუბნები ნისლის ბოლქვებს.
ჩუმად არიან ნისლის ბოლქვები, სიჩუმის აღთქმას როგორ დაარღვევენ.
მდუმარება მდუმარებას მიემატა.
ძალიან კი მოუხდნენ ერთმანეთს; თითქოს დიდმა მდუმარებამ თეთრი სამოსელი ჩაიცვა, რათა ცხადად სახილველი ყოფილიყო თვალისთვის.
ჩემს პაწია მზეებს წინ მივუძღვები. ვასწავლი, თუ როგორ უნდა აირიდონ მომრავლებული ეკალ-ბარდები, როგორ გამოარჩიონ მწიფე ხილი მკვახისაგან და კიდევ ბევრ რამეს ვუზიარებ, რაც მინახავს და განმიცდია სამოთხის ბაღში. ხშირად ვუმეორებ, რომ ფართოდ გააღონ თვალები და ყურადღებით მიიხედონ-მოიხედონ. მართალია, ძალიან პატარები არიან, მაგრამ მათაც უნდა გაიგონ, რომ ყველაფერი შეიცვალა. იქნებ სწორედ მათ მოუწიოთ იქაურობისკენ ხელახლა გზის გაკვლევა, თუკი ოდესმე გზა დაგვებნა და სამოთხის ბაღს ვეღარ მივაგენით.
დაბრუნებით რომ აუცილებლად დავბრუნდებით, ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება.
პაწიები თითქოს ყურადღებით მისმენენ, მაგრამ ბავშვური სიცელქე სძლევთ, აქეთ-იქით დარბიან და ხმამაღალი ჭყივილით იკლებენ აქაურობას. ვცდილობ გავუჯავრდე და ვერ მომიხერხებია.
მოულოდნელად მაფშალია ამღერდა.
აი, ახლა კი შევძელი გაჯავრება:
- გაჩუმდით და ყური მიუგდეთ, მაფშალია საუკეთესო მგალობელია მთელ სამოთხის ბაღში.
პაწიები გაისუსნენ, ყური მიუგდეს მაფშალიას. სახეებზე ეტყობათ, რომ ძალიან მოსწონთ... მეც მათთან ერთად ვუსმენ მგალობელ ჩიტუნიას...
და, აი საოცრება! რაღაც განსხვავებული ხმა გავიგონე ჩემთვის ესოდენ ნაცნობ უტკბილეს საგალობელში.
თითქოს ყოველივე ნაცნობია ჩემთვის. მაგრამ მადლიერების ხმა რაღაც ახლებურად აჟღერდა. არასოდეს ასე მკაფიოდ და ასე შთამბეჭდავად არ მსმენია ეს ხმა, როგორც ახლა, ამ წუთს მესმის.
თანაც როგორი მადლიერება... გულსავსე, უშურველი, წრფელი. მადლიერება, რომელიც მზადაა შენთვის წვეთ-წვეთად დაიღვაროს, ზუსტად ისე, როგორც თაფლი იღვრება პირთამდე სავსე სკიდან.
კიდევ კარგი, უსაშველო მდუმარებამ ვერაფერი დააკლო ამ უტკბილეს თაფლს... პირიქით, რაღაც ახლებური ძალა და პეწი შესძინა. ყურებს ვერც კი ვუჯერებ, თუ რა უჩვეულო, ძლევამოსილებით ჟღერს მაფშალიას საგალობელში მადლიერების ხმა... ხმა, რომელსაც ამოდ მოსასმენი საგალობლის მიღმა გაუშლია ფრთები და მიუწვდომელ სიმაღლეზე ნავარდობს.
ნეტავი ამის შესახებ რას იტყოდა გველი? რომელ ქარაგმას მიუმარჯვებდა ამ საოცრებას, მადლიერების ხმის და დიდი მდუმარების თანაზიარობას...მე ხომ ორივეს ერთად ვუსმენ.
უწინაც ბევრჯერ ვინატრე გველთან შეხვედრა, მასთან საუბარი, ჩემთვის სათქმელი არასოდეს ელეოდა. ახლა სულ სხვაა, დიდი საფიქრალი გამიჩინა მადლიერების ხმის ასე მკაფიოდ გაგონებამ. როგორ მინდა, თუნდაც ერთი სიტყვა მომაწვდინოს.
არა, არ ჩანს გველი, არც მისი ხმა ისმის.
ჩემს პაწიებს დატუქსვა აღარ სჭირდებათ, სმენად არიან ქცეულები, ძალიან მოხიბლა ისინი მაფშალიას გალობამ.
- ხომ გესმით მადლიერების ხმა? - ვეუბნები პაწიებს. მინდა მათაც გავუზიარო, რასაც მე თვითონვე სულ ახლახანს მივაკვლიე, - დიდმა მდუმარებამ სწორედ მადლიერება გაამჟღავნა უჩვეულო ძალით, მისი ხმა ასე მკაფიოდ ჯერ არ მსმენია.
პაწიები თავს მიქნევენ, გვესმისო.
- ჰოდა, აღარც დაივიწყოთ, - ვეუბნები მე - მადლიერება საუკეთესო მეგზურია. უიმისოდ მაფშალიას ხმა უფლის ბაგემდე ვერ მიაღწევდა.
ვხედავ, პაწიები ყურადღებით მისმენენ, ჯერ კიდევ არ გასჩენიათ ცელქობის სურვილი მაფშალიას გალობით მოხიბლულებს და ისეთ რამეს ვეუბნები, რისი გაგებაც ალბათ გაუძნელდებათ, მაგრამ სჯობია, აქედანვე დაიხსომონ:
- არც მადლიერებით სავსე გულს დაებნევა გზა. ყოველთვის იპოვის, რასაც ეძიებს. მადლიერება საუკეთესო მეგზურია.
პაწიები თავს მიქნევენ, ყველაფერი კარგად გავიგეთო.
სიზმრად ვნახე, ჩემი პაწია მზეები მორბოდნენ ჩემსკენ. მორბოდნენ, შიშისგან დაზაფრულები, რადგან მეტად უცნაური და საშიშარი ფრინველი ასდევნებოდათ. ყველაზე უფრო იმან გამაკვირვა, რომ ის ფრინველი ღრუბელიც იყო თითქოს, საავდროდ რომ ჩამუქდება, სწორედ ისეთი ღრუბელი. აშკარად არასასიკეთოდ გაფოფრილიყო ჰაერში.
კაენმა მოასწრო ჩემთან მორბენა, ჩემს მკლავქვეშ შეაფარა თავი. აბელი ჩამორჩა თავის ძმას, ის ხომ უფრო პატარაა და სუსტია ჯერ... ვხედავდი, იმ საშიშარ ფრინველ-ღრუბელს სწორედ აბელის თავს ზემოთ გაეშალა ღამესავით ჩამუქებული ვეება ფრთები.
ხელი გავიწვდინე, მაგრამ ვერ შევძელი აბელი დამეფარა, დააცხრა კიდეც ის შავი ფრინველ-ღრუბელი, ჰაერში გაწვდილი დამრჩა ხელი...
შიშისგან გულგახეთქილმა გავიღვიძე, ზაფრა მთელ ტანში მივლიდა. ძლივსღა მოვედი გონს, როცა ჩემი პაწიები უვნებელნი ვიხილე.
კიდევ კარგი, სიზმარში მინახავს ეს დიდი საშიშროება-მეთქი, შვებით ამოვისუნთე, მაგრამ ვერა და ვერ დავწყნარდი, ადამს მოვუყევი ჩემი სიზმარი. დაწვრილებით ვუამბე, თუ როგორ მიეტანა საშიში ფრინველ-ღრუბელი აბელს და გული როგორ შემიძრა საშინელმა შიშმა.
- ჰაერში გაწვდილი დამრჩა ხელი, - ვეუბნები ადამს, - ვერ დავიფარე აბელი იმ შავი ფრინველ-ღრუბელისგან... და ვიცოდე ნეტავ, ჯოჯოხეთში თუ იქნება რაიმე იმაზე უარესი, რაც მე იმ წამში განვიცადე...
ადამი მისმენს, მაგრამ პასუხს აგვიანებს.
შევხედე, თავი ჩაუღუნავს, შუბლზე სიმწრის ოფლის წვეთები ასხია. ჩანს, ისიც ძალიან შეაკრთო ჩემმა სიზმარმა.
შემებრალა, ხელი მოვუსვი შუბლზე, ოფლის წვეთები შევუმშრალე.
- ჩემმა სიტყვებმა დაგიმძიმა ასე ეგ შუბლი, - ვეუბნები ადამს, - ვეცდები, ისევ მე შეგიმსუბუქო.
თითქოს შვებით ამოისუნთქა ადამმა, მაგრამ ვგრძნობ, შიშისგან თავი მაინც ვერ დაუღწევია. შიში და ზაფრა მასაც ეწვია და მის გულღვიძლში დაიდო ბინა.
ალბათ ამიტომაც აღარაფერი მკითხა იმ მძიმე სიტყვის, ,,ჯოჯოხეთის~ შესახებ, სიზმრის მოყოლისას რომ ვახსენე.
არადა, ნამდვილად ვიცი, პირველად გაიგონა ეს სიტყვა. გუმანით იმასაც მიხვდა, რაღაც მეტად არასასიკეთო რომ ძევს მასში.
ამიტომაც მთელი თავის ძალისხმევით ცდილობს მისთვის თვალის და ყურის არიდებას. არც მიკვირს. ეს ყველაზე მძიმე სიტყვაა, რაც კი ოდესმე გვსმენია.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:39am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია