საბოლოო გამოცდის ტექსტი
კრის მარკერის კინო ესსე – უმზეონი
ცხოვრების უნიკალურობა და ბანალურობა
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
დოკუმენტური კინოს ისტორია 2
კურსის ხელმძღვანელი: ანა ლომიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი: 2023
“ის მწერდა: რამდენჯერმე შემოვიარე მსოფლიო და ახლა მხოლოდ ბანალურობა მაინტერესებს“. კრის მარკერის დოკუმენტური ფილმი „უმზეონი“ მდიდარია ასეთი ბანალური, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრებით, რომელიც საოცრად უნიკალურად გადმოსცემს ადამიანების რუტინულ, ბანალურ ყოფა–ცხოვრებას. ის რასაც ადამიანები მაშინ აკეთებენ, როცა ჰგონიათ, რომ ვერავინ ხედავს და არავის აინტერესებს, ყველაზე ბუნებრივია და ადამიანების ბუნებრივობა იმდენად იშვიათია, რომ მხოლოდ ისეთ კადრებში შეიძლება აღმოჩენა, როგორსაც ფილმში ვხედავთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც სახის უნიკალურობა, რომელიც ბანალურობაში შეიძლება დაინახო და აღმოაჩინო.
როცა ადამიანის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ალბათ წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს ის ადამიანური სევდა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ჩრდილივით დასდევს თან. არც ფილმში მოხვედრილი ადამიანები არიან გამონაკლისები. იმის მიუხედავად თუ რომელი კულტურის ნაწილი ხარ, ის გზები, რითიც დარდს უმკლავდები, თითქოს ყველასთვის საერთოა, მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებებით. მაგალითად, ფილმში იაპონურ კულტურას გვაცნობენ. ადამიანების გარკვეული ჯგუფი კატებს სცემს თაყვანს და მათ სთოხვს დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს რა რიტუალით, რომელი ზებუნებრივი ძალის თუ არსების რწმენით შეეცდები თავის დამშვიდებას? ან რა მნიშვნელობა აქვს, სევდის თუ ბრაზის დროებით გასაქარწყლებლად საკეს დალევ თუ ღვინოს?
ხშირად მინდა ხოლმე იმის თქმა, რომ ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს რამდენადაც განსხვავდებიან, მაგრამ ვერასდროს ვუყრი თავს იმ აზრებს თუ არგუმენტებს, რომელიც ამ შეხედულების დასამტკიცებლად თუ ვერა, გადმოსაცემად მაინც საკმარისი იქნებოდა.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემებზე, იმაზე თუ როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები სხვადასხვა საზოგადოებებზე. ხშირად მოვისმენთ იმასაც, რომ მოდერნიზაციის შედეგია ის, რომ თითქოს ადამიანები ერთ, საერთო სამყაროში მოექცნენ და აღარ არსებობს მათ შორის ბარიერი – თუნდაც ქვეყნის საზღვარი, მანძილი, ოკეანეები. მე კი არ ვთვლი, რომ ეს დროის გლობალიზაციის შედეგია, ვფიქრობ, რომ ეს ასე იყო მანამდეც, სანამ საათი და კალენდარი მთელი მსოფლიოსთვის საერთო გახდებოდა. ადამიანებს იმაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ ყოველთვის, ვიდრე დრო, ვგულისხმობ თუნდაც იმ ადამიანურ გრძნობებს, სევდას რაზეც ზემოთ ვისაუბრე და მასთან გამკლავების გზებს. ის მოვლენები, რაც შეიძლება სიხარულს ან ტკივილს ანიჭებდეთ ადამიანებს, საკუთარი სამყაროს გარეთ გამოტანის აუცილებლობა და მცდელობები – რა მნიშვნელობა აქვს კომიქსებით გამოთქვამ შინაგან პროტესტს თუ თვითმფრინავის გატაცებით? პროტესტის გამოხატვის სახეს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, თუმცა ნაკლები იმ შემთხვევაში, როცა მის მიღმა არსებული წუხილი, მოთხოვნილებები, მიზნები, საშიშროებები, განწყობა, ცვლილებების გარდაუვალობა ერთმანეთის იდენტურია.
კიდევ ამბობენ, რომ ყველა ქვეყანამ ერთი გზა უნდა გაიაროს, ვგულისხმობ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც „წამყვან“ ქვეყნებს მიჰყვებიან კვალდაკვალ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც. თუმცა შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ასეთი პოლიტიკური საკითხია? იქნებ უბრალოდ ცხოვრებაა ასეთი და არ აქვს მნიშვნელობა სამყაროს, დედამიწის რომელ ნაწილში მიიმალები, ტრაგედია, ომი, გასაჭირი ყველგან გამოჩნდება, ისეა თითქოს ღამით გარეთ გამოტანილი პროჟექტორი, რომელიც სიმშვიდეს ეძებს და შემდეგ უმოწყალოდ არღვევს მას. ადამიანები კი, რადგან ერთნაირები არიან, სხვადასხვა დროს, განსხვავებულ ადგილებში, ერთნაირად უმკლავდებიან თავს დამტყდარ მოულოდნელ უბედურებას.
ამის გარდა, კიდევ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თანამედროვე ადამიანებს სიკვდილი აღარ აინტერესებთ. ისინი ისე არიან გართული მომავალზე ფიქრში, რომ არც წარსულზე და არც აწმყოზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩებათ. მაგრამ თუ მომავალზე ფიქრობენ, რატომ არ აშინებთ სიკვდილის ფაქტი? ისე შეეჩვია ადამიანი ამ მოვლენას, რომ შეუძლია დააიგნოროს, უგულებელყოს? იქნებ უბრალოდ ზედმეტად ბევრის გადატანა უწევთ ადამიანებს და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმდენად მაღალია საშიშროების მოლოდინი, რაიმე ცუდის მოხდენის რისკი, რომ ამაზე მუდმივად ფიქრით ცხოვრება სრულიად შეუძლებელია?
ყველგან ასეა, არსებობენ „ჩვეულებრივი ადამიანები“ და არსებობს რაღაც ჯგუფები ქვეყნის სათავეში, რომლებიც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით მარიონეტებად აქცევენ მათ მოსახლეობას. „ჩვეულებრივმა ადამიანებმა“ მხოლოდ ის იციან, თუ რამდენი რამეა მათგან დაფარული და დამალული, ამიტომ ისღა დარჩენიათ რაიმე გზებით გააპროტესტონ ეს ყოველივე. არ აქვს მნიშვნელობა ქუჩებს მოხატავენ, თუ სათამაშო აპარატზე ჩაქუჩს დაარტყამენ მათი მმართველების განმასახიერებელ თავებს.
პროტესტის გარდა კი ის რჩება, რომ უბრალოდ შენი წარმოდგენილი მომავალით იცხოვრო და არა ისეთით, როგორიც რეალურად მოსალოდნელია. იქამდე მაინც, სანამ პროჟექტორი შენც მოგანათებს და შემდეგ დაუსრულებელ ჩრდილში დაგტოვებს.
ვფიქრობ, რომ კრის მარკერის ეს ფილმი – „უმზეონი“ ერთ–ერთი ყველაზე ადამიანური რამ არის იმათგან, რაც ოდესმე შექმნილა. ადამიანურში კი ვგულისხმობ იმას, რომ კულტურის და დროის მიუხედავად, ყველასთვის გასაგები და ახლობელი შეიძლება იყოს ის მოვლენები, რაც ფილმშია აღბეჭდილი. ყველაზე პატარა ნიუანსებიც კი, ყველაზე დიდ ემოციებს აღვიძებს და წარმოუდგენლად ბევრ რამეზე შეიძლება დაგაფიქროს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია