ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკა

რა არის ევროკავშირი?

იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი, განსხვავებული მიდგომები და მოსაზრებები არსებობს. ის შეიძლება განიხილოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მთავრობათა შორის გამართული მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საფუძველზე იღებს. ასევე, როგორც რეგიონალური ინტეგრაციის ასოციაცია, რადგან შეიძლება ჩავთვალოთ სხვა რეგიონალური ბლოკების გაერთიანების მსგავს გაერთიანებად, მაგალითად როგორიცაა: აფრიკის კავშირი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია. არსებობს მიდგომა, რომელიც ევროკავშირს განიხილავს, როგორც უნიკალურ გაერთიანებას, რომელსაც სხვა ყველა გაერთიანებისგან განსხვავებული თვისებები და მიზნები აქვს და  მისი მსგავსი გაერთიანების შექმნა შეუძლებელია.  გარდა ამისა ევროკავშირზე არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური სისტემა, ე.წ ევროპული ზესახელმწიფოა,რომლის სტრუქტურა და საქმიანობის პრინციპებიც ჰგავს ტრადიციულ სახელმწიფოს. და ბოლოს, ევროკავშირი შესაძლოა იყოს ზემოთჩამოთვლილი ყველა ან ზოგიერთი მათგანის ნაკრები (ჰიბრიდი). [1]

ევროკავშირის დღის წესრიგში ეკოლოგიური საკითხების შეტანის ისტორია

იმის მიუხედავად, რომ ეროვნული მთავრობები 1950–იან წლებში არცთუ ისე დიდ ყურადღებას უთმობდნენ გარემოს დაცვის საკითხებს, რომის ხელშეკრულებაში (1957 წელი) უკვე იყო საუბარი ეკონომიკური საქმიანობების ჰარმონიულ განვითარებაზე, დაბალანსებულ გაფართოებაზე და ცხოვრების სტანდარტის ზრდაზე, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფუძველი იყო მომავალში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების დარგში. ასევე, ევროგაერთიანების არსებობის პირველივე წლებში მიიღეს რამოდენიმე კანონი, რომელიც შეეხებოდა სამუშაო ადგილებზე გამოსხივების არსებობას და საშიში ქიმიური ნივთიერებების განკარგვას. თუმცა უფრო აქტიურად ყურადღების მიქცევა ეკოლოგიურ საკითხებზე 1960– იანი წლების ბოლოს და 1970– იანი წლების დასაწყისში დაიწყო, რაც გამოწვეიული იყო ახალი მეცნიერული მიგნებების აღმოჩენით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფით (მაგ. ნავთობის ჩაღვრით). 1972 წელს სტოლჰოლმში გამართულმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენცციამ, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის საარსებო გარემოს საკითხებს, მოუწოდა მთავრობებს შეექმნათ გარემოს დაცვის სააგენტოები, შეემუშავებინათ და მეღოთ ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური პოლიტიკა და გამოეცათ ახალი კანონები.

ეკოლოგიური პოლიტიკა: ისეთ განახლებად ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პოლიტიკა, როგორიცაა: ჰაერი, წყალი, მიწა და ტყე; ეს პოლიტიკა ასევე შეეხება ადამიანის ქმედებით მიყენებულ ზიანს.

ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკა  (მთავარი ასპექტები)

  • წყლის ხარისხის კონტროლი, რაც გულისხმობს სასმელი და აბაზანის მისაღები წლის ხარისხის მაღალი სტანდარტის დადგენას, წყალში ჩამდინარე მავნე ნივთიერებების კონტროლს. (საზოგადოებრივი ჯანდაცვა).
  • სოფლის მეურნეობის, სამრეწველო და საოჯახო ნარჩენების კონტროლი, მათი გადამუშავების და ხელახლა გამოყენების ხელშეწყობა.
  • ჰაერის ხარისხის საერთო სტანდარტის დაწესება და სატრანსპორტო საშუალებებისა და ქარხნების გამონაბოლქვის კონტროლი.
  • ბიომრავალფეროვნება – ეს ასპექტი გულისხმობს ველური ბუნების და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს დაცვას, ინტერესდება იმ ზეწოლით, რასაც ინტენსიური სოფლის მეურნეობა ახდენს ჯიშთა ბუნებრივ საცხოვრებელზე.
  • ხმაური – კანონი, რომელიც შექმნილია ევროკავშირის უფრო წყნარ ადგილად გადასაქცევად ტრანსპორტის, თვითმფრინავების, კომპრესორების, ამწეების, შემადუღებელი დანადგარების, ენერგოგენერატორების, ცემენტმზიდების ხმაურზე კონტროლის დაწესების გზით.
  • ქიმიური ნივთიერებები და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.

რას აკეთებს ევროკავშირი ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად/გასაუმჯობესებლად?

ქიმიურ ნივთიერებათა კონტროლი ევროკავშირის ეკოლოგიური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. მიღებულია უამრავი კანონი ბაზარზე ახალი ქიმიური ნივთიერებების გამოტანასთან დაკავშირებით, ქიმიურ ქარხნებში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, პესტიციდების გამოყენებაზე კონტროლის დასაწესებლად და საშიში ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობის დასარეგულირებლად. 2006 წელს ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის რეგულაცია მიიღეს. რომელიც ძალაში შევიდა 2007 წელს.  რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის რეგულაცია მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ავალდებულებს, მოიძიონ ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებების შესახებ და წარადგინონ იგი ევროპის ქიმიურ სააგენტოში. ; მისი მიზანია რისკებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება. რეგულაცია მწარმოებლებს ხელს უწყობს, შექმნან ყველაზე საშიში ნივთიერებების შემცვლელები.

2005 წელს ამოქმედდა გამონაბოლქვის გაცვლის სქემა, ამ სქემის მიხედვით, სამრეწველო ქარხნებიდან CO2 ის გამონაბოლქვის გარკვვეული ლიმიტი დადგინდა, ანუ ქარხნებს მიეცათ გამონაბოლქვის გარკვეული დასაშვები ლიმიტი. ვინც ამ ლიმიტს სრულად არ მოიხმარს, შეუძლია გაყიდოს იმ კომპანიებზე, რომელიც დაწესებულ გამონაბოლქვის ზღვარს აჭარბებენ.

ნარჩენების კონტროლი – ნაგავსაყრელის ბეგარა არის გადასახადი, რომელსაც საჯარო უწყება უწესებს ნაგავსაყრელზე განთავსების სერვისის მომწოდებელს, განთავსებული ნარჩენების წონის ან მოცულობის მიხედვით. ამ გადასახადის მიზანია ნაგავსაყრელის ხარჯების გაზრდა, რაც წაახალისებს ნაგავსაყრელებში ნარჩენების შემცირებას.

ევროკავშირში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც მწარმოებელს აკისრებს პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოებული პროდუქტისა და შესაფუთი მასალების გარემოზე ზეგავლენაზე პროდუქტის სიცოცხლის მთელი ციკლის მანძილზე, მისი ნარჩენად გადაქცევის ეტაპის ჩათვლით.[2]

1992 წელს შეიქმნა გათანაბრების ფონდი, რომელიც კომპენსაციას გასცემს შედარებით ღარიბ სახელმწიფოებზე მათ მიერ ეკოლოგიური საკითხების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯების დასაბალანსებლად.

[1] ჯონ მაკკორმიკი - ევროკავშირის პოლიტიკა. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. 34–37.

[2]ნარჩენების მართვა ევროკავშირის ქვეყნებში.  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ეროვნული ექსპერტი, თამარ გუგუშვილი.

ნახვა: 28

ტეგები: გარემოს, დაცვა, ევროკავშირი, ეკოლოგია, ორგანიზაციები, პოლიტიკა, საერთაშორისო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters