შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
დოკუმენტური კინოს ისტორია 2
კურსის ხელმძღვანელი: ანა ლომიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი: 2023
“საქმე იმაში არ არის ომი რეალურია თუ არა, გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია. ომი არ არსებობს იმისთვის, რომ მოიგო, ის უნდა გრძელდებოდეს, როგორც სიღარიბის და უმეცრების მიზეზი, რადგან შენარჩუნდეს საზოგადოების იერარქიული სტრუქტურა. ომი დაგეგმილია მმართველი ჯგუფის მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ და არა სხვა რომელიმე ქვეყანაზე გასამარჯვებლად“.[1]
ჯორჯ ორველის ამ ფრაზას ფილმში „ფარენჰაიტი 9/11“ ავტორი და ამავდროულად მთხრობელი მაიკლ მური აჟღერებს. დოკუმენტურ ფილმში ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების ტრაგედია, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, რაც ამერიკის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადებით გრძელდება ერაყში (2003). მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში და მოგვიანებით ერაყში ამ მოვლენების განვითარების მრავალნაირი ახსნა არსებობს, მოცემულ ტექსტში ჩემი მიზანი ამის განხილვა არ იქნება.
რატომ არსებობს ომი, რა მიზეზებით და ვისი სურვილით იწყება ის? პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანების უმრავლესობისთვის ალბათ ამის გააზრება რთულია და შესაბამისად ბევრი აზრს მოკლებული, თუმცა უფრო მეტი ლოგიკური კითხვა და ვარაუდი ჩნდება. ისტორიულად, სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ ტერიტორიების დასაპყრობად, სარწმუნოების და სხვა ნიშნით დევნის ან თავდაცვის მიზნით. დღეს მოდერნულ საზოგადოებაში, სადაც თითქოს ქვეყნის საზღვრებიც ფორმურებულია, რასის თუ მრწამსის გამოც ადამიანები ერთმანეთს აღარ დევნიან და ა.შ დროთა განმავლობაში მაინც წარმოიქმნება სხვადასხვა სახის კონფლიქტები და დაპირისპირებები ქვეყნებს შორის.
რეალური მიზეზი თუ რატომ ხდება ომი და რატომ ეწირება ადამიანების სიცოცხლე დღეს, ჩვენს თანამედროვეობაშიც კი ამარ დაპირისპირებებს, ალბათ მხოლოდ ერთეულებმა იციან. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამის რეალური მიზეზი არსებობს თუ მხოლოდ პოლიტიკური თამაშია, რომლის წესებსაც ძლიერი პოლიტიკური ფიგურები ადგენენ, როცა ფაქტი და შედეგი არ იცვლება. შედეგი კი მსხვერპლია – დაღუპული, დაინვალიდებული ჯარისკაცები, მათი ოჯახები, ფსიქოლოგიური წნეხი, შიში, ეკონომიკური სიდუხჭირე და ზოგადად მოტყუებული ხალხი ორივე დაპირიპირებული ქვეყნის მხარეს, რომლებსაც აჯერებენ და მოუწოდებენ, რომ გამარჯვება ახლოს არის და დანებება არ ღირს.
ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც დიპლომატია, დიპლომატიური მოლაპარაკებები და შეთანხმებები, მშვიდობის მცნება ყველაზე მაღლა დგას. ნუთუ არსებობს ისეთი პრობლემები, რომლის გადაჭრაც ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე უნდა ხდებოდეს? მინდა გავიხსენო 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომი, რომელსაც 384 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდა ამისა 2249 დაიჭრა, ხოლო 88 ტყვედ აიყვანეს. მოხდა მოქალაქეების იძულებითი გადასახლება. კონფლიქტი დღემდე არ დასრულებულა და გრძელდება „მცოცავი ოკუპაციის“ სახით, საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რუსეთ – უკრაინის ომს, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დღემდე გრძელდება და დანაკარგმა, მსხვერპლის რიცხვმა კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის მხარეს გაუგონრად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ორივე ომს და ასევე ამერიკა – ერაყის დაპირისპირებას (2003 წელს) მოყვა უამრავი მოქალაქის დაღუპვა, გარდა ჯარისკაცებისა და მოხალისეებისა. განადგურდა სოფლები, ქალაქები და ადამიანების ფსიქიკურ – მორალური მდგომარეობა. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ჩნდება ერთი კითხვა– ვინ ებრძვის ერთმანეთს და რატომ? ვისი ინიციატივით ხდება ადამიანებში აგრესიის და ზიზღის, ერთმანეთზე გამარჯვების თუ ერთმანეთის დამარცხების სურვილის ხელოვნური გზებით ჩანერგვა და გაღვივება?
როცა ადამიანებში სხვადასხვა ემოციების გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ალბათ ხაზი უნდა გაესვას მედია საშუალებებს, მათი მუშაობის სტილს და იმას თუ ვის ინტერესებს ახმოვანებენ ისინი. დოკუმენტურ ფილმში „ფარენჰაიტი 9/11“ ნაჩვენებია კადრები, სადაც მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, რომ ამერიკა წარმატებით ანხორციელებს საომარ მოქმედებებს, რომ გამარჯვება ამერიკის ხვედრია. უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ გამოსვლებში აჟღერებს, რომ უკრაინა არ უნდა დანებდეს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე – რუსეთზე. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულს ხდის საკუთარ მოსახლეობას ჩაერთონ ომში, რის გამოც არაერთი რუსი მამაკაცი (და ქალი) ტოვებს ქვეყანას. ყველა მხარეს საკუთარი მიზეზი, არგუმენტი აქვს იმისთვის, რომ იბრძოლოს, თუმცა რის ფასად? ან ვისი საშუალებით? ვინ არის ჯარისკაცი? ის ვინც ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს იცავს თუ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი, მარიონეტი?
გასაგებია ის ფაქტორი, რომ ჯარისკაცის პირველ ინტერესს სახელმწიფოებრივი ინტერესი წარმოადგენს, მაგრამ ამ დროს სად მიდის პირადი, პიროვნული ინტერესები და დამოკიდებულებები? რატომ ხდება იძულებული ერთი ადამიანი მოკლას მეორე, თუნდაც მაშინ, როცა ამ მოქმედების მიზეზი მისთვის ბუნდოვანია?
რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ის არ არის, რომ სხვა პიროვნებების ნაცვლად ვისაუბრო ან რადიკალური მსჯელობა ვაწარმოო, მაგრამ ვთვლი, რომ დღევანდელ საზოგადოებებში და ამ დროში ბევრად უსამართლოა ადამიანების ომში ჩართვა და ზოგადად ომის წამოწყება – არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს, რამდენად არარეალური ან რეალურია ის. ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის შემდეგ, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება, რასაც მინდა მკაფიოდ გავუსვა ხაზი. გასაგებია ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აგრესორია და ყველასთვის ამ სახით არის ცნობილი. ორივე მათგანზე გამარჯვება სასიხარულო ფაქტორია, მაგრამ რამდენად მისაღები ან ნორმალურია ნებისმიერი სახის ბოროტებაზე გამარჯვება იზეიმო იმ მწუხარების ფონზე, მსხვერპლის და განადგურებული საზოგადოებების ფონზე, რომლის საშუალებითაც ამ კულმინაციამდე მიხვედი?
ფილმში „ფარენჰაიტი 9/11“ მაიკლ მური ესაუბრება ჯარისკაცს, რომელიც ერაყში იბრძოდა და ეკითხება გაწვევის შემთხვევაში ისევ თუ დაბრუნდებოდა ერაყში და ჩაერთვებოდა ომში, რაზეც ის პასუხობს, რომ არანაირი მიზეზით, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს აღარ სურს სხვა ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. ის ამბობს, რომ აღარ სურს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც არანაირ ზიანს არ აყენებენ მას ან მის ქვეყანას. ეს დიალოგი იმის მაგალითად მომყავს, რომ რეალურად ჯარისკაცები არ ებრძვიან ერთმანეთს, არც სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებს სძულთ ერთმანეთი და არც მტრად თვლიან. სამწუხაროა იმის გააზრება, რომ ყველა თანამედროვე დროის ომში, ნებისმიერ მხარეს მებრძოლები რამოდენიმე ზემდგომი ჯგუფის თუ ფიგურის მსხვერპლი არიან, რომლებიც ერთპიროვნულად წყვეტენ იმას, თუ რა უნდა მოხდეს და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად აწვდიან ინფორმაციას საკუთარ მოსახლეობას მედია საშუალებებით.
ბოლოს მინდა აღვნიშნო განსხვავება, რაც საბედნიეროდ ჩვენს თანამედროვე დროში არსებობს და ასეთი სახით უახლოეს წარსულში ჯერ კიდევ არ არსებობდა. საუბარი მაქვს ინფორმაციის გავრცელების საშუალებებზე, რომლებიც უამრავი სახის არსებობს და ძალიან სწრაფად მოქმედებს. ადამიანებს აქვთ საშუალება იმის მიუხედავად რას მოუწოდებენ პოლიტიკური ფიგურები, მოუსმინონ ერთმანეთსაც და თვითონ განსაჯონ მიმდინარე მოვლენები თუ სიტუაციები. შედეგად საზოგადოება ნაკლებად ბურუსით მოცული და ნაკლებად მანიპულირებადია. კიდევ ერთი პარალელი რომ გავავლოთ დოკუმენტურ ფილმთან, რომელზეც ვისაუბრე – ფილმის განმავლობაში ხშირად ვხედავთ კადრებს, როგორ ხდება ომის, ომში ჩართვის პროპაგანდა. ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და თავისთავად მარტივად მანიპულირებადები არიან. შესაბამისად ჯარისკაცები სანამ არ ჩავლენ კონფლიქტურ ზონაში, მათ არ იციან რა ხდება რეალურად და მხოლოდ მას შემდეგ იაზრებენ რამხელა უსამართლობასთან აქვთ შეხება. ის ფაქტი, რომ დღეს რუსეთის სახელმწიფოს აქტიურად ტოვებენ მისი მოქალაქეები, ვფიქრობ, სწორედ განვითარებული კომუნიკაციური და ინფორმაციული წყაროების შედეგია. მათ არ სჭირდებათ ჩავიდნენ უკრაინაში და იბრძოლონ იმისთვის, რომ მიხვდნენ – უდანაშაულო ხალხს ებრძვიან. ამიტომ ადრეულ ეტაპზევე არიდებენ თავს სხვების მოფიქრებულ, დაგეგმილ „მომაკვდინებელ თამაშში“ ჩართვას, თუნდაც ასეთი რადიკალური და ბევრისთვის გაუგებარი ან მიუღებელი მოქმედებით – ქვეყნის დატოვებით.
ბოლოს, რომ შევაჯამო რისი თქმა მსურდა მოცემულ ნაშრომში, ალბათ უნდა აღვნიშნო, რომ ემოციურად დიდი ზეგავლენა იქონია მაიკლ მურის ამ დოკუმენტურმა ფილმმა ჩემზე. გამახსენა სხვა მოვლენები და ფაქტები, რომლებიდანაც ზოგიერთი – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შევეცადე მეტ – ნაკლებად განმეხილა. ჩემში გაღრმავდა ის აზრი და დამოკიდებულება, რომ ვერაფერზე გამარჯვება, ვერანაირი ჰუმანიტარული დახმარების მიღება, ახლიდან, უფრო კეთილმოწყობილი და ლამაზი ქალაქების აშენება და შობადობის აღწარმოება ვერ გადაწონის და გადაფარავს ომის შედეგად მიღებულ ფსიქო – ემოციურ სტრესს და დაკარგულ სიცოცხლეებს. ომი არ არსებობს გამარჯვებისთვის, ის არის ხელოვნური მიზეზი დანერგოს შიში, სიძულვილი და სხვა ნეგატიური გრძნობები და ემოციები ადამიანებში. თუ რისთვის არის ამის გაკეთება საჭირო და ვის სურს, რომ ეს ასე იყოს, ამაზე მსჯელობა ალბათ ძალიან შორს წავა და ნაკლებად სავარაუდოა რეალურ პასუხამდე მივიდეს, ამავდროულად არ მგონია ეს პასუხი ომზე და ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე ნაკლებად შემზარავი იყოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] მური, მაიკლ. 2004. „ფარენჰაიტი 9/11“.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 11:47am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Several weeks have passed since the release of WoW TBC Anniversary Edition, Most players have already hit Level 70, unlocked full Outland zones, and cleared early dungeons.Basic exploration is no longer the focus—Knowing how to make good use of the gold coins you have becomes very important.
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
The official March update for Arc Raiders explicitly mentioned a reduced drop rate for rare blueprints. Many players also reported a mismatch between the rewards and risks of key rooms. This was especially true after the Shrouded Sky update on February 24th, which introduced the harsh Hurricane map and two new high-difficulty Arc Raider enemies, Firefly and Comet. The blueprints dropped by these enemies became increasingly difficult to obtain, making it harder for average players to quickly…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated Diablo IV Season 12, officially named Season of Slaughter, is just around the corner—kicking off on March 11th and lasting for about 7 weeks as a transitional season leading up to the Lord of Hatred DLC. This season brings a wave of exciting updates centered on "slaughter joy", with three core mechanics that redefine your adventure in Sanctuary, each designed to amplify the fun of intense combat
Become the…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია