გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ პირქუშ ღამეს მოვიდა ის, შავ მოსასხამში, წითელი თვალებით, ბოროტი ღიმილით და ცულით ხელში, გეგონებოდა საფრთხობელაზე შემოუცვავმთ მოსასხამი და ძლებზე კანი გადაუკრავთო, სახე კი თითქოსდა ჰგავდა ადამიანისას და ამავდროულად განსხვავდებოდა მისგან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, ნახევარი სახისა სიკეთეს ასხივებდა, მეორე ნახევარი კი ბოროტებას, ეს ყველაფერი მეტად საზარელი იყო, მის დანახვაზე გამაჟრჟოლა და გულში გავიფიქრე, ნუთუ ეს ის არის-მეთქი , მან კი თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და გადაიხარხარა....
როცა წამოვხტი უკვე გვიანი იყო... ერთიანად დამშვიდებულიყოო... „ის“ საწოლზე იწვა, მაგრამ მხოლოდ სხეული... არც კი სუნთქავდა და ხელი რომ შევახე გაყინული იყო, სული კი ვინ იცის სად იყო იმ წამს. დიდხანს ვერ ვუყურე... გარეთ გავედი და ტირილი დავიწყე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რეალურად მომხდარს... მას შემდეგ საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ მისი უკანასკნელი ამოსუნთქვის დროს მის გვერდით არ ვიყავი...
კარგად მახსოვს უკანასკნელი დღეც... ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი რომ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან მისი დაკარგვისთვის არ ვიყავი მზად, თუმცა ადამიანი არასდროს არ არის ძვირფასი ადამიანის დაკარგვისთვის მზად...
ის განსაკუთრებული იყო ჩემთვის, შეიძლება ეგოისტურადაც გამომივიდეს, მაგრამ მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მუსიკა და მე.....
კარგად მახსოვს მისი სახე, სიარულის მანერა და სათნო ღიმილი. რაც თავი მახსოვს თეთრი თმები ჰქონდა და პატარა ულვაშებს ატარებდა, პირს ყოველთვის იპარსავდა მამაჩემისგან განსხვავებით და ასე ამბობდა ლოყა პრიალა უნდა მქონდეს რომ კოცნის დროს არ გიჩხვლიტოსო, სიარულის დროს დათვივით დაბაჯბაჯებდა, ყოველთვის საქმეში იყო და ფუტკარივით ხან სად ფუსფუსებდა, ხან სად... მამაჩემთან ხშირად მოსდიოდა კამათი, მაგრამ მისი უმცროსი ძმა ქვეყანას ერჩივნა და ასეთი ბუზღუნა და ბრაზიანიც კი საყვარელი იყო... ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებდა და ყოველ ღამით კი ღმერთს ავედრებდა ჩვენს თავს...
შენნაირები ცოტანი არიან და შენნაირად ბევრს არ შეუძლია უყვარდეს!
ყველაფერი მახსოვს, ყველა დეტალი, რაც შენ გიკავშირდება „ბუძა“, ჩემო ყველაზე ფუმფულავ და თბილო, მაგრამ ის დილა... ის დილა ყველაზე სევდიანი იყო ჩემთვის. იმ დღეს გამიფრინდი... და ამ დღიდან უკვე 8 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ისევე ძვირფასი ხარ ჩემთვის, როგორც მაშინ....
შენს მერე რამდენიმე ხანს შენი გამოხედვა და თვალები დამდევდნენ თან... ის გამოხედვა, რომელიც მე უკანასკნელად ვიხილე. მიყურებდი მხოლოდ მე, თვალს არ მაშორებდი და ხმას კი არ იღებდი. მინდოდა ჩაგხუტებოდი და მეკოცნა ბევრი, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ არც ეს გავაკეთე... მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერც ეგ მოვახერხე... ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი....
მაპატიე!..
რამდენჯერ მინატრია ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც ჩაგხუტებოდი, ფეხები შემომეწყო შენს ღიპზე, ან მეტყაპუნებინა შენთვის ლოყაზე, როგორ მაშინ... თუნდაც მხოლოდ სიზმარში, მაგრამ არა...
არ ვიცი რატომ მაინცდამაინც გუშინ, მაგრამ ეს გუშინ მოხდა.
გუშინ სიზმარი ვნახე ფერადი.... ჩემს შავთეთრ სიზმრებს შენ მიეცი ფერი...
მე შენ ისევე ცხადად გიხილე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ ადამიანებს, თუმცა კი შორს იყავი ჩემგან, მაგრამ ისეთივე თბილი და ღიმილიანი, როგორიც ახსოვს შენს სალამურას....
.........................................
ჩემგანაც გაფრინდა ასეთი ადამიანი, და მის ყოფნას ჩემს ცხოვრებაში, მეც ზღაპრულ სიზმარს ვეძახი. ♥
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია