ყველა ფერი შენი ფერობის გარდა, ან არა ფერი გარდა შენი ფერობისა....

ბუნებით ყველა ადამიანი „თავის უფალია“. ამ „თავი უფლების“ გამოხატვის შესაძლებლობა მას ნებისმიერ სიტუაციაში აქვს. თუმცა, ხშირად ადამიანი ნებით თუ იძულებით იზღუდავს „თავის უფლებობას“. იყო „თავის უფალი“ კი ნიშნავს, წინააღმდეგობების პირობებშიც კი შეგეძლოს „თავის უფლებობის“ შენარჩუნება. რა ხდება, როცა მოდის A პირი და აიძულებს B პირს, შეასრულოს X მოქმედება? აქვს თუ არა არჩევანის თავისუფლება B პირს? ჟ.ბეშლერს თუ დავუჯერებთ, B-საც აქვს არჩევანის თავისუფლება. B ირჩევს მორჩილებას და დაუმორჩილებლობას შორის, იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რომელსაც მას A სთავაზობს.

ამგვარად, ბეშლერთან ძალაუფლებრივი ურთიერთობა გაიგება, როგორც ინდივიდებს ან სოც. ჯგუფებს შორის ნებელობითი ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარის თავისუფლებას გულისხმობს.

რა მოხდა 1921 წელს, როცა ვიღაც A-მ (რუსეთმა) მოახდინა B-ს (საქართველოს) ოკუპაცია? მოგვცა კი არჩევანის საშუალება? არჩევანის საშუალება მართლაც რომ იყო - „ყველა ფერი შენი ფერობის გარდა, ან არა ფერი გარდა შენი ფერობისა“. თუმცა „საკუთარი ფერობის“ არჩევა საბედისწერო იყო. უკეთეს შემთხვევაში ფიზიკური ტყვეობა „თავის უფლების“ შესასზღუდად, უარეს შემთხვევაში „თავის უფლება“ ცივ სამარეში.

ამ არჩევანის წინაშე დააყენა საბჭოურმა იდეოლოგიამ ქართველი საზოგადოება. საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა კი წინააღმდეგობების, შიშის, დევნის და „ბრძოლის“ პირობებში, აირჩია „ყველა ფერი გარდა თავისი ფერობისა“.

სისტემამ „საკუთარ ფერობაზე“ ათქმევინა უარი ქართველ ხალხს.

არა „თავის უფლებას“!

არა ჯანსაღი აზრის არსებობას!

არა პროგრესს!

არა სიმამაცეს!

არა ჰუმანურობას და შემწყნარებლობას!

არა ეროვნულობას!

.......................................

კიდევ მრავალი არა და ერთი კი ვუთხარით - საბჭოთა ერთადერთ პარტიას და მის ერთადერთ „ჭეშმარიტ“ იდეას!

რეჟიმის პირობებში იყვნენ დისიდენტებიც, რომლებმაც „საკუთარი ფერობა“ აირჩიეს. დისიდენტებზე საუბრისას პირველად მუდამ „თვითმფრნავის ბიჭების საქმე“ მახსენდება. ახალგაზრდა ქართველების, რომლებმაც განიზრახეს საზღვრების გარღვევა და ვაკუუმს გარეთ, სხვა სამყაროში გადასვლა. მართალია მათ სისრულეში ვერ მოიყვანეს დასახული მიზანი, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი მაინც მიღწეულ იქნა. ახალგაზრდები შეეცადნენ და სწორედ მათი ეს მცდელობა იყო „თავის უფლების“ გამოხატულება.

ნიცშე პიროვნების განვითარების სტადიებში (აქლემი, ლომი, ბავშვი) ბოლო ეტაპად ასახელებს ბავშვად გადაქცევას. მისი აზრით, სწორედ ამ ეტაპზე მიიღწევა ზეკაცობა. ამას ნიცშე იმით ასაბუთებს, რომ ბავშვი არ ემორჩილება არანაირ წესებს და დოგმებს. ბავშვი ყველაზე მეტად „თავის უფალია“, ვინაიდან მხოლოდ საკუთარი ნებიდან გამომდინარე მოქმედებს და მისთვის არსებობს ერთი ჭეშმარიტება, ყოვლგვარი ზეიდეების (მორალის, დოგმების) გარეშე. სისტემას კი ყველა თაობის წარმომადგენლები ერთგვარი დოგმების ჩარჩოებში ჰყავდა მოქცეული, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. ჩარჩოების გარღვევის მცდელობა იყო „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“. საბჭოთა ხელისუფლების და ამ ხელისუფლებას დამონებული ადამიანების მიერ ტერორისტებად შერაცხული ახალგაზრდები დღეს „თავის უფლებას“ მოწყურებულ ადამიანებად გვესახება. ადამიანებად, რომელთაც ტყვიის ფასად, მაგრამ გამოხატეს „თავის უფლება“.

დღეს, 92 წლის შემდეგ, როცა არავინ აქცევს ჩარჩოში ჩემს უფლებებს, მე ვარ ჩემი „თავის უფალი“ და ამ წამს სისრულეში მომყავს ჩემი სურვილით ნაკარნახევი ნება, ვთქვა - არა ოკუპაციას!

არა რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების დღემდე ოკუპირებას!

არა ოკუპაციის პროცესს - ბრძოლას!

არა ოკუპაციის მიზეზს - ძალაუფლებას!

არა ოკუპაციის შედეგს - სისხლს და შიშის მონობას!

ნახვა: 208

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters