. საგასტროლოდ წასულები, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, უდაბნოს გავლით,  ბნელეთის სამეფოს მივადექით.  საოცარი იყო ის სამეფო, უფრო ჯადოსნური.  
 გარედან ისეთი  მკვეთრი და კაშკაშა  საბურველი ჰქონდა შემოხვეული თვალს ჭრიდა ყველაფერს, თუმცა შიგნით ისე ბნელოდა, რომ  თვალთან თითის მიტანა გაგიჭირდებოდა კაცს.
ამიტომაც იმ ქვეყნის მაცხოვრებლები  თავის სამოსს არასოდეს  რეცხავდნენ. ასე ამბობდნენ:
-მაინც ვერავინ  ხედავს ჩვენს ჭუჭყს და რატომღა გავირეცხოთ, დრო რატომ დავკარგოთო?! - და დადიოდნენ  ლაფში ამოსვრილები.
ყოყმანი დავიწყეთ შევსულიყავით თუ არა ამ სამეფოში. ბოლოს, დიდი ბჭობის შემდგ, მაინც შევედით.  მათი ჭუჭყისგან ისეთი  საძაგელი სუნი იდგა, რომ ფილტვები კინაღამ გაგვიჩერდა.
მივდიოდით და ვხედავდით მხოლოდ ლანდებს, რომლებიც, სიბნელეს მიჩვეულნი ინსტიქტურად მოძრაობდნენ  და  გადაადგილდებოდნენ.
სინათლეს მიჩვეულებს რა გაგვაძლებინებდა და  ჭაობის ჯადოსნური  მაშხალა ფისში ამოვავლეთ, კვეს-აბედით ცეცხლი მივუნთეთ და გზა ისე განვაგრძეთ.
უცხო სინათლემ გააოცა იქ მაცხოვრებლები და გარს შემოგვეხვივნენ.
ცეცხლის შუქზე კარგად გამოჩდა მათი გამურული სახეებიც და მათი ჭუჭყიანი სამოსიც. შედეგად ერთმანეთს დაცინვა დაუწყეს.  ერთმანეთის დაცინვამ, ერთმანეთის წყენაც გამოიწვია და ატყდა მათ შორის გაწევ-გამოწევა.
უცებ ერთმა მათგანმა იყვირა: 
-ხალხო, რა გვაჩხუბებს?  მოდით, ამ არეულობის შემომტანებს ეს ცეცხლი ჩავუქროთ და  ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგებაო!
ასეც მოიქცნენ. წაგვესივნენ, ცეხლი წაგვართვეს და სულ ფეხებით თელეს.
დავრჩით კვლავ სიბნელეში, მაგრამ დახეთ სოცრებას: ცეცხლის სინათლეს მიჩვეული თვალი სიბნელეს ვეღარ გაუსწორეს და ხვეწნა დაგვიწყეს:
-იქნებ გვაპატიოთ და ისევ აანთოთ ეგ ცეცხლიო.
ისევ ამოვავლეთ ჯაოსნური მაშხალა ფისში და ისევ გავკარით კვეს-აბედს.
ისევ შეხედეს ერთმანეთის ჭუჭყს და ახლა შერცხვათ. 
იკითხეს:
-ახლა რა ვქნათ? ამ ჭუჭყს რა მოვუხერხოთო?
-ჩამოიბანეთ! - ვუპასუხეთ ჩვენ.
-ამ წყვდიადში მდინარემდე მისასვლელ გზას რომ ვერ მივაგნებთ  სინათლეს მიჩვეულებიო?
- ყველამ თქვენი წილი სინათლე აიღეთ და გზა ისე გაიკვლიეთო, - ვუპასუხეთ იმედიანად.
-აქ რომ მხოლოდ ერთი სინათლეაო?
-ნუ გეშინიათ, ყველას გვეყოფა!- ვუთხარით ისევ იმედით ანთებულებმა და ჯადოსნური ცეცხლის მაშხალა დავიქნიეთ.
თითო დაქნევაზე რატო ასი ანთებული მაშხალა არ ჩნდებოდა.. გაივსო ქალაქი სინათლთ, მდინარე კი ჭუჭყიანი ხალხით.  დაიბანეს, გასუფთავდნენ, მყრალი სუნი მოიშორეს და იცი რამაგარი სამეფო გამოჩნდა? ძალიან მაგარი და დღეს იმ სამეფოს სიბნელის სამეფოს ნაცვლად სინათლის სამეფო ჰქვია.

  

ნახვა: 311

ტეგები: qwelly, პ.ტ.ზღაპრები-იგავარაკები, ძალა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters