ხშირად მაფიქრებენ ადამიანები დიდი ცოდნით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და თავიანთი ყოველდღიურობით. რას ნიშნავს ცხოვრობდე თანამედროვე სამყაროში? ესაა იცხოვრო ინფორმაციის ნაკადის ქვეშ, სადაც ყოველდღიურად, შენგან დამოუკიდებლადაც კი უსარგებლო და ხანდახან სასარგებლო ინფორმაციის მთელი ოკეანე გეღვრება თავზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიაინები მაინც დადიან კონკრეტულ ადგილებში სწავლის მისაღებად, ცოდნის დასაგროვებლად. მაგრამ ყველაფერი აქ როდის მთავრდება, ყოველთვის დგება საჭიროება ეს ცოდნა სადმე გამოამჟღავნო, სადმე გაყიდო. აბა, მაშ რისთვისაა ცოდნა თუ მას არ გამოიყენებ?
ცოდნა ცოდნისთვის?!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ხშირად მინატრია "მეგა ტვინობა", როდესაც კაცობრიობის მთელი ნაგროვები ცოდნა ჩემი ტვინის ხვეულებში იქნებოდა, ყველასთან შევძლებდი საუბარს ენის, ეროვნების, ფასეულობების, შესაძლებლობების, პროფესიის მიუხედავად, ვისაუბრებდი თხუნელის ხვრელზე ასტრონომიული ლექსიკით და ამავდროულად შემეძლებოდა აღმეწერა მუმიფიცირებული ძაღლის უკანა კიდურის მყესთან წასმული საცხის ქიმიური შემადგენლობა, ანდა მესაუბრა ეგზისტენციალიზმზე და მცოდნოდა როგორ ამზადებს ზიმბაბველი დიასახლისი ბებია შვილიშვილებსთვის კერძს, მცოდნოდა რა წერია ვეფხისტყაოსნის 796-ე სტროფის მესამე ხაზზე ვახტანგ VI-ის რედაქციით რომ დაიბეჭდა, და შემძლებოდა ტიბეტელისთვის მშობლიურ ენაზე ამეხსნა უახლოესი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მისამართი სანტიაგო დე ჩილეს აეროპორტიდან, მცოდნოდა შუმერების ენა და შემძლებოდა ორობით კოდში ტექსტების კითხვა. მესაუბრა მუნჯთან და გამეგო როგორ ხმაზე ბზუის შავი ფუტკარი, კიდევ ბევრი რამე მცოდნოდა, რასაც უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი რადგან არ ვიცი რა ჩამოვთვალო.
მოკლედ, როდესაც ასეთ რამეებზე მიოცნებია, მერე მიკითხავს, ყოვლისმცოდნეობა მაგარი რამეა და რატომ არ ვარ ყოვლისმოცდნე?
ჰოდა, მომაგონდა ერთი ადამიანი, რომელიც ყოვლისმცოდნე იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კი, გაიხსენეთ იესო ქრისტე, მოაკელით მას ღმრთაებრივი ბუნება, მათ შორის გულთამხედველობაც, სასწაულები და ა.შ. და დატოვეთ ადამიანი, რომელმაც უბრალოდ ყველაფერი იცის და წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას.
ყოველ წარმოდგენაზე მე სულ ახალ-ახალი იდეები მომდის. მაგალითად, არ დაველოდებოდი შუა საუკუნეებს, არამედ პირველივე საუკუნეში გამოვიგონებდი ტელესკოპს. როგორ? ნუ, ოდესღაც ხომ გამოიგონეს? მოიპოვეს, გადაადნეს, დაამუშავეს, მიეკერეს-მოაკერეს, ჩადგეს, ჩაამატეს ამოაკლეს, გაწმინდეს. მოკლედ, გამოიგონეს სამყაროდან და არა სამყაროს მიღმიერიდან. საოცარი სწორედ ესაცაა, რომ კაცბიორიობა არასოდეს, არასოდეს ახალს არაფერს ქმნის! ის უბრალოდ უკვე შექმნილს ფორმას აძლევს და... ვოლაა, ჩვენ გვაქვს ბორბალი, არადა არც ხე შეუქმნია ადამიანს, არც ქვა და არც რკინა. ყველაფერი უკვე დახვდა ბუნებაში, უბრალოდ დროთა განმავლობაში ცოდნა დააგროვა და მივიდა ბორბლამდე. ასეა ყველგან, ყველა სფეროში. მეტიც, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გამოგონებას ცდილობენ, ისიც არ შეუძლიათ სრულიად სხვა, არაადამიანური შექმნან, ინტელექტიც კი რაღაც კანონებს ემორჩილება. რადგან უბრალოდ ადამიანიები არიან ამ სამყაროდან და ახალს ვერ ქმნიან, უბრალოდ ამუშავებენ. ჰოდა, ახლა აგერ ჩვენს წინაშეა ის ადამიანი, რომელსაც დრო არ სჭირდება ცოდნის დასაგროვებლად, არამედ მან იცის როგორ გააკეთოს. მას შეუძლია მამამისისთვის ელექტრო ხერხიც კი შექმნას, მეტიც ისიც იცის, საუკუნეების შემდეგ, ტრაქტორად წოდებულ ხისმჭრელ მანქანებს რომ გამოიგონებენ და თუ კარგად მოაძებნინებს საჭირო მასალებს, მას შეუძლია ეს ყოველივე პირველ საუკუნეში შექმნას. წარმოგიდგენიათ? 16 საუკუნით ადრე დაიბადა ადამიანი, რომელსაც ტელესკოპის გაუმჯობესება გალილეოზე უკეთ შეუძლია, 20 საუკუნით ადრე ცხოვრობდა და იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე აინშტაინმა, ადამიანებში იმაზე კარგად ერკვეოდა ვიდრე ფროიდი და იმაზე უკეთ კურნავდა ვიდრე დოქტორი ჰაუსი და ისიც იცოდა ჰაუსს რომ გადაიღებდნენ და გენიალურ ფილმს უწოდებდნენ. წარმოიდგინეთ, ენიო მორიკონე 20 საუკუნე რომ ისმის სამყაროში და... ჩაკრულო ათწლეულებს კი არა, საუკუნეებს რომ ითვლის კოსმოსში. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ, რადგან ჩვენ ხშირად ვდარდობთ დაკარგულ დროზე, ხშირად ვწუხვართ იმაზე, რომ დრო დავკარგეთ, როგორც მიკრო დონეზე, ასევე გლობალურად, სახელმწიფო ანდა სრულიად მსოფლიოს ხედვიდან. ჩვენ დრო დავკარგეთ, ვიდრე გამოვიგონებდით ასპირინს, ჩვენ დრო დავკარგეთ და კაცობრიობა გავწყვიტეთ ვიდრე მივხვდებოდით, რომ ატომური ბომბით თამაში არ შეიძლებოდა. არადა ამ ადამიანს შეეძლო პირველივე საუკუნეში ყველა ეს ცოდნა ჩვენთვის დაეტოვებინა. ეს კი არა, რაც ჯერ არ აღმოგვიჩენია, ის ცოდნაც კი დაეტოვებინა.
გიფიქრიათ ამაზე? ისიც ვიფიქრე, რომ ამის გამო ის ყველას ეყვარებოდა და ყველა დააფასებდა მას. მაგრამ მისია სულ სხვა იყო და ამ მისიამ პილატესგან (რომელიც ჭეშმარიტებასაც კი ვერ ხედავდა) გაროზგვა, ჯვარზე გაკვრა, სიკვდილი და აღდგომა არგუნა.
ვფიქრობ არაფერი შეცვლილა, დღემდე ასეა, ადამიანები ბევრს სწავლობენ და ცოდნას აგროვებენ, სწორედ იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი იყოს. შეკითხვა კი კვლავ ერთია - და რისთვის? მისია რა არის?
დამავიწყდა "მეგა ტვინს" რომ უკვე ვიცნობ, უბრალოდ ინტერვიუ უნდა ჩამეწერა :D
შავი ფუტკარი მართლა დიდი სიბრძნეა, თუ არსებობს საერთოდ )))
შეიძლება ვმეგატვინობთ, მაგრამ ნამდვილი მეგატვინები იშვიათობაა კახა და ნუ თავმდაბლობ ახლა )))
რაც შეეხება თეთრი თოვლივით თეთრ ფუტკარს, სადმე ჩრდილოეთში იქნება, ან პირიქით ანტარქტიდაზე ))
ფუტკრები ყველანი ცივსისხლიანები არიან? რომ გავათბოთ? :D
რამე აპოკალიპტური ფილმი ნახე სადაც კაციჭამია ფუტკრები მოვიდნენ? ფუტკრებმა ხომ კბენაც არ იციან, შენ როგორ ნახე "მჭამელები"? :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია