ბედნიერება, წუთი, დრო, წამი, გამოცდილება, სწავლა, სკოლა, მერცხალი, კატა, გამოხედვა, ღიმილი, ფოთოლი, ქველი, ბლოგი, სად ხარ ბედნეირებავ, bedniereba, happiness, qwelly, qwelypost, qwellyblog

სადა ხარ ბედნიერებავ?!

      რამდენი წამია ერთ წუთში? როგორც სკოლაში მასწავლიდნენ და ყველამ ვიცით სამოცი უნდა იყოს. რამდენი წამი გამოდის 1 საათში? 60 X 60 ხო? არც ისე პატარა ციფრია არა? შემდეგ რამდენი წამია დღეში, ერთ დღე-ღამეში, კვირაში, თვეში, წელიწადში.... ძალიან ბევრი წამი გამოდის.

      მაგრამ ერთი წამი რა არის? არის ერთი...

      საათის ერთი "წიკ";

      კლავიატურის ღილაკზე ერთი "წკაპ";

      მუსიკალური ნოტის ერთი გაჟღერება;

      მერცხლის ერთი "ჭიკ";

      კატის ერთი "მიაუ";

      ერთი გამოხედვა;

      ერთი ღიმილი;

      თვალიდან გადმოვარდნილი ერთი ცრემლი;

      ერთი მოფერება;

      ერთი ჩამოვარდნილი ფოთოლი;

      მზის სხივის ერთი გაელვება;

      ციდან ჩამოვარდნილი წყლის ერთი წვეთი;

      ერთი გადადგმული დაბიჯი;

      ერთი კაკუნი კარზე;

      თვალის ერთი დახამხამება;

      ერთი აღტაცება;

      ერთი სიხარული;

      მხატვრის მიერ ქაღალდზე გავლებული ერთი ხაზი, ერთი ფერი....

      ...და კიდევ ერთი ჩახუტება; ერთი "მაპატიე"; ერთი "მიყვარხარ"...

      წარმოგიდგენიათ ან დაფიქრებულხართ იმაზე საათის რამდენ "წიკ-წიკ"-ს ჩაუვლია ჩვენს თვალწინ სიხარულის, ღიმილის, პატიების, მოფერების, ჩახუტების ან სიყვარულის გარეშე, რამდენი წამი გაგვიტარებია უმოძრაობაში... რომ გამოვთვალოთ ბევრი წამი დაგვიკარგავს, არა?! ამ დროს მთელი ცხოვრება იმაზე წუწუნია, რომ ცხოვრება ხანმოკლეა... წუწუნი იმაზე, რომ ბედნიერებას ხანგრძლივი ძიება სჭირდება, რომ რთულად აღმოსაჩენია, თითქოს რომელიმე კუნძულზე გადამალული განძი იყოს...

      ზოგჯერ კი ისე დაგვისვამს წერტილი ცხოვრებაში, რომ წერტილამდე სულ კითხვის ნიშნებია... საყვედურებია... უკმაყოფილო განცხადებები და მუდამ ეს კითხვა:

      - სადა ხარ ბედნიერებავ, სად?!

ამ დროს ერთადერთი პასუხია კითხვაზე:

      - აქა ვარ აქ, უბრალოდ შენ მუდამ სხვაგან მეძებდი!

ნახვა: 470

ტეგები: Qwelly, blog, happiness, ბედნიერება, ბედნიერების_ძებნა, ბლოგი, გამოცდილება, გამოხედვა, დრო, დღიური, მეტი...კლავიატურა, საათი, სკოლა, სწავლა, ფოთოლი, ქველი, ცხოვრება, ძებნა, წამი, წუთი

Ann: სექტემბერი 8, 2015||11:29pm

ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა ცნებაა.. ზოგი სად ეძებს, ზოგი სად...:)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters