იყო და არა იყო რა...

იყო 3 უსაშველოდ გრძელი დღე... იყო 2 უძილო ღამე... იყო ბევრი ქვეყანა, ბევრი პრობლემა, ბევრი განსხვავებული აზრი, კამათი, გაუყუჩებელი თავისტკივილი და ბოლოს – შედგა კონსესუსი! 

მეგობრებო, არ იფიქროთ რომ სიზმარს გიყვებით. 23–25 ნოემბერს თბილისში ჩატარდა  ნატოს ახალგაზრდული სამიტი. ეს პროექტი არის ნატოს მოდელირება და ტარდება ზუსტად იგივე პრინციპების დაცვით, როგორც ეს ხდება სინამდვილეში. მე საშუალება მქონდა დავსწრებოდი აღნიშნულ სამიტს იტალიის დელეგატის სახელით და გავცნობოდი ჩვენთვის ასე სანატრელი ალიანსის შიდა სამზარეულოს. არ დაგიმალავთ და ნამდვილად მოხიბლული ვარ! სამიტის ფარგლებში სულ მუშაობდა 9 კომიტეტი და 330 დელეგატი. თვითოეული კომიტეტი განიხილავდა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: სირიის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა და ირანის ბირთვული იარაღის, ნატო–რუსეთის თანამშრომლობის, კიბერნეტიკული უსაფრთხოების და ბირთვული დაგეგმარების საკითხები. სამიტის პირველი ორი დღე ჩატარდა ილიას უნივერსიტეტში, ხოლო დასკვინითი სხდომა გაიმართა შერატონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზში. სხდომას უძღვებოდა საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე – გიორგი კეპულაძე.

თითოეულ კომიტეტს საკითხის განხილვის შემდეგ უნდა დაეწერა რეზოლუცია და წარედგინა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის წინაშე. ალბათ მიხვდებოდით, რამდენად საპასუხისმგებლო მისია გვქონდა დაკისრებული და ჩვენც მთელი შემართებით შევუდექით მუშაობას.

რთულია იმის გადმოცემა, რაც მუშაობის პროცესში ხდება. მე დავრწმუნდი რომ ჭეშმარიტება ნამდვილად კამათში იბადება. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ამ პროექტის დახმარებით ძალიან ბევრმა ჩვეგანმა შეიძინა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა დისკუსიისა და დებატების უნარი, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება, დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება და გუნდური მუშაობის ტექნიკა. ჩვენ წარმოვადგენდით ნატოს წევრ სახელმწიფოებს და ვფლობდით როგორც უდიდეს ძალაუფლებას ასევე პასუხისმგებლობასაც, რაც ორმაგად ამძიმებდა ჩვენს მხრებს. დილიდან დაღამდებამდე ყველა კომიტეტში ისმოდა ცხარე დისკუსია და პოზიციების დაპირისპირება, მაგრამ საბოლოოდ, გენერალური მდივნის დახმარებით  კონსესუსს ყველა კომიტეტმა მიაღწია და რეზოლუციები მიღებულია. შემოდგომის სამიტმა წარმატებით დაასრულა მუშაობა და მირღწეული შედეგის აღსანიშნავად გაეშურა. :) 

მე, სახლში მოსული 4 საათის მანძილზე ვებრძოდი თავის ტკივილს. როგორც იქნა დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას, თვალი და გონება გადავავლე გასულ სამ დღეს და უკვე ძალიან მომენატრა. ჩემი კომიტეტი გამოირჩეოდა ძლიერი დელეგატებით, ამასთანავე ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით და ბევრი კურიოზული სიტუაციით. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამიტიდან დამრჩება არა მხოლოდ მიღებული ცოდნა და კარგი მოგონებები, არამედ, ძალიან ნიჭიერი, განათლებული და დიპლომატი მეგობრებიც. 

გირჩევთ, არ გამოტოვოთ მსგავს პროექტებში მონაწილეობის შანსი და თქვენც გამოცდით როგორია იყო სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, ლაპარაკობდე შენი ქვეყნის სახელით, შედიოდე პოლემიკაში და საბოლოოდ იღებდე შენი ქვეყნისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. 

T.G.

 

ნახვა: 461

ტეგები: Qwelly, ახალბედა, დელეგატი, დღიური, ევროკავშირი, ირანი, კომიტეტი, კონსესუსი, კორეა, მშვიდობა, მეტი...ნატო, რუსეთი, სამიტი, სირია, უსაფრთხოება, უძილობა, ჩანაწერი

ლაშა: ნოემბერი 26, 2013||10:08am

საუკეთესო რეპორტაჟია! :) დამღლელი იყო, უძილარი მაგრამ როგორც აღნიშნე მართლაც ძალიან სასარგებლოც იქნებოდა :) თუ მოდელირებულ სამიტზე იტალიის ინტერესებს იცავდი, დარწმუნებული საქართველოს ინტერესებს რა გულიანად დაიცავ! :)

მშვენიერი პოსტია! 

tamuna: ნოემბერი 26, 2013||8:38pm

ლაშა მადლობა შექებისთვის. საქართველოს ერთ კომიტეტში ისეთი დელეგატი ყავდა თავის მოკვლა მომინდა... მარა ჩემი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ მაგ საქმეში :)

ლაშა: ნოემბერი 26, 2013||11:42pm

tamuna მგონი ვინც კი გიცნობს, ყველა დამეთანხმება რომ ნამდვილად კარგი დელეგატი გვეყოლები :) :) არაუშავს, ეს ქართული სენია - შინ არ ვარგივართ შინაურებისთვის :D 

tamuna: ნოემბერი 27, 2013||1:10am

:) მართალი ხარ, მაგრამ ნელ–ნელა ყველაფერს ვისწავლით ( მერე ნატოშიც შევალთ :დ)

ლაშა: ნოემბერი 27, 2013||1:22am

tamuna ნეტაი ნატო გვიშველიდეს :D :D 

ლაშა: სექტემბერი 26, 2015||8:55pm

დეიდა ნატოო, დეიდა ნატოო, სულ ეს კადრი მაგონდება, როცა საუბარი ნატოზე მიდგება. :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters