Tamuna'ს ბლოგი (23)

ერთი წიგნი მინდა გაგაცნოთ

გითხარით წიგნი მინდა გაგაცნოთთქო... ზაფხული რომ დადგება, საღამოს საქმე რომ შემოგელევა, აღარც უნივერსიტეტი მოითხოვს შენგან დროს და აღარც სხვა დროს მნიშვნელოვანი საქმეები, აი მაგ უსაქმურობის ბრალია, თორემ კითხვისთვის და მერე წაკითხულის გაზიარებისთვის სად იშოვიდა კაცი დროს. ხოდა მეგობრებო, აგერ წიგნი და აგერ შთაბეჭდილებებიც...

"ეს მორჩილებაა, - ასეთი სიძლიერით არასდროს გამოხატულა განსაცვიფრებელი და მარტივი იდეა, რომ…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2016 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

ქართველებმა რომ დაფასება ვიცით... ტყუილია!

აქამდე მისი სახელის ყოველ ხსენებაზე მისი ფილმები მახსენდებოდა და უნებლიედ ვიწყებდი სიცილს. დღეს სულ სხვანაირ განწყობაზე დამაყენა ნანა მჭედლიძის სახელის ხსენებამ. ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებმა თუ სააგენტოებმა გუშინ გვამცნეს - სესილია თაყაიშვილის შემდეგ ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი ბებია დღეს ისე გარდაიცვალა კაციშვილს არ გახსენებია 20 მარტს მისთვის 90 წლის იუბილე ვარსკვლავის გახსნას ვინ ჩივის და ერთი სიტყვით მაინც მიელოცაო. ბებიები…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2016 წელი. 5:30pm — 2 კომენტარი
________________

ის სიცოცხლეს გავდა...

     2 თვის წინ გოგონა გავიცანი... უფრო სწორად 2 თვის წინ მე "მზეს" შევხვდი, სიფრიფანა, ცისფერთვალა, ქერათმიან გოგონას. ჩემი პირველი ფიქრი მისი დანახვისას იყო: "ღმერთო მაღალო, რა ლამაზია!"

     2 თვის განმავლობაში მე ყოველ დღე ვხვდებოდი ამ მზეს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ასოციაცია მიჩნდებოდა. "ის ქალთევზას გავს" - ვამბობდი ერთ დღეს, "არა ის პეპის გავს" - ვამბობდი მეორე დღეს... დღეს კი მივხვდი, რომ ის ანგელოზს გავდა...

     2 დღის წინ…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

ჭკვიანი ბაბუა და ცნობისმოყვარე შვილიშვილი - ანუ ნაწყვეტი სერიიდან "დილის საინტერესო საუბრები"

     ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ბაბუა, რომელიც ყოველ დილით თავის შვილიშვილ გოგონას სკოლაში აცილებს ხოლმე. დღეს დილითაც (როგორც თითქმის ყოველ დილით) მათთან ერთად მომიხდა ქუჩის რაღაც ნაწილის გავლა და მათ მორიგ ძალიან საინტერესო საუბარსაც შევესწარი უნებლიედ:

     შვილიშვილი (პატარა გოგონა, შავი, გრძრელი ჩაწნული თმით და ეშმაკუნა შავი თვალებით) ეკითხება ბაბუამისს:

- ბაბუ შენ რომ უნივერსიტეტში ჩააბარე ბევრი გამოცდა…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2015 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

რა მნიშვნელობა აქვს რა დროა

     დღეს 27 იანვარია... მართლმადიდებელთათვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული - წმინდა ნინოს ხსენების დღე... არამართლმადიდებელთათვის იანვრის ერთ-ერთი ბოლო დღე, ყველა ადამიანისათვის სამშაბათი, ზოგისთვის დატვირთული, ზოგისთვის უდარდელი, ზოგისთვის გამორჩეული, ზოგისთვის კი ერთი ჩვეულებრივი დღე "სხვათა ათასთა მრავალთა მსგავსი".

რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა?! რა თვეა?! რა რიცხვია?! მნიშვნელოვანი ის არის როგორ გადის ასობით, ათასობით…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2015 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

ჩემი მეგობრები ჩემი სიმდიდრეა !

      "მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ-ო" ნათქვამია. მე მეეჭვება თვითონაც ისეთი კარგი ვიყო, როგორებიც ჩემი მეგობრები არიან.ისინი ყველაზე და ყველაფერზე უფრო კარგები არიან. არ გჯერათ? ეს იმიტომ, რომ არ იცნობთ მათ. იცით როგორები არიან? მზის სხივებზე უფრო თბილები, ბავშვზე უფრო ხალისიანები, ასათიანის პაციენტებზე უფრო გიჟები, ძაღლებზე უფრო ერთგულები, მშობელზე უფრო მზრუნველები, სიკეთით სავსეები და ზღვის ტალღაზე არეკლილ მზეზე უფრო…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2014 წელი. 2:00am — 2 კომენტარი
________________

სამაგისტრო გამოცდები - ზაფხულის კიდევ ერთი ციებ–ცხელება

ზაფხული რომ მაღალი ტემპერატურით გამორჩეული სეზონია ეს ყველამ იცის თუმცა, ამ ტემპერატურის მიზეზი მხოლოდ მზე და მისი კაშკაშა სხივები როდია. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმატებს ფაციფუცი, გადარბენები, წუწუნი და ბოლოს დგება ნანატრი დასვენების დროც. ზოგისთვის მთაში, ზოგისთვის ბარში, ზოგისთვის ზღვაზე, ზოგისთვის უბრალოდ სახლში მაგრამ დასვენება მაინც ყველასთვის საყვარელი რამ არის. ალბათ დამეთანხმებით, რაც საქართველოში ეროვნული გამოცდების სისტემა დაინერგა,…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2014 წელი. 1:30am — 6 კომენტარი
________________

National Geographic-ის ფოტოარქივი

ამჯერად რას შეიძლება მივაწეროთ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა? რა თქმა უნდა უძილობას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ღამით არ გეძინებათ, ყოველთვის ცუდი როდია. აი მაგალითად, მე ეს შემთხვევა გამოვიყენე და ერთი ფრიად "ჭრელი" და საინტერესო პოსტი გამოვაცხვე. ამჯერად ფოტოგრაფიას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას - კერძოდ კი National Geographic -ის რამოდენიმე ფოტოს და მათ ავტორებს გაგაცნობთ. 

1...…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2014 წელი. 4:30am — 2 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი - ცნობილი თამარი VIII

თამარ ვაშლოვნელი

თამარ ვაშლოვნელი სახალხო გმირია. ცხოვრობდა XVIII საუკუნეში. ისტორიას თითქმის არავითარი ცნობები არ შემოუნახავს მის შესახებ. სამაგიეროდ ხალხმა შემოინახა ქალიშვილის სახელი და საქმეები. თამარ ვაშლოვნელის ვინაობას მისივე გვარი გვამცნობს. იგი ვაშლოვნელი – ე.ი. სოფელ ვაშლოვნის მცხოვრები ყოფილა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით კი ვაშლოვანი ასურეთის ხეობის ერთ-ერთი…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2014 წელი. 2:30pm — 1 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი - ცნობილი თამარი VII

თამარ ჭავჭავაძე

( 16 /10/ 1896 , ყვარელი — 20 /04/ 1968, თბილისი)

შეუძლებელია ვინმეს არ ახსოვდეს ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი - ხანუმა. თუმცა, მეეჭვება მსახიობის სახელი და გვარიც იმდენივე…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2014 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი - ცნობილი თამარი VI

თამუნია წერეთელი 

თამუნია წერეთელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ის იყო არაერთი პოეტისა და მწერლის შთაგონება, მაგრამ მის სილამაზეს, მის შეუდარებელ მშვენიერებას ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო.…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2014 წელი. 8:30pm — 5 კომენტარი
________________

როცა დრო შენი ნებართვის გარეშე გადის...

დრო რომ სწრაფად გადის, დაუნდობელი რომ არის და ერთ დღეს ერთი წამის ფასი რომ აქვს ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია. გამოგიტყდებით, ზოგჯერ ისე დამიგეგმავს დღე თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს და ყველაფრის მოსწრება მიცდია რისი გაკეთებაც მინდა (მაინც ვერ მოასწრებთ, ნუ მომბაძავთ). მაგრამ რეალურად თურმე მაინც ვერ წარმოვიდგენდი რა ძალა აქვს დროს. 

ერთმა დღემ დაიტია მთელი…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2014 წელი. 4:00am — 3 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი – ცნობილი თამარი V

თამარ ციციშვილი

თამარ ციციშვილი დაიბადა 1908 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 ქალთა სკოლა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, პარალელურად კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება. 1932-1935 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2013 წელი. 12:00am — 16 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი – ცნობილი თამარი IV

თამარ აბაკელია

1.09.1905 – 14.05.1953

მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი

თამარ აბაკელია დაიბადა…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2013 წელი. 1:00am — 26 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი – ცნობილი თამარი III

თამარ მარჯანიშვილი 

იუვენალია და ფამარი

(ორივე სასულიერო სახელი გახლავთ, სხვადასხვა იერარქიული საფეხურის…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2013 წელი. 9:30pm — 20 კომენტარი
________________

ახალბედა დელეგატები

იყო და არა იყო რა...

იყო 3 უსაშველოდ გრძელი დღე... იყო 2 უძილო ღამე... იყო ბევრი ქვეყანა, ბევრი პრობლემა, ბევრი განსხვავებული აზრი, კამათი, გაუყუჩებელი თავისტკივილი და ბოლოს – შედგა კონსესუსი! …

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 11:00am — 6 კომენტარი
________________

იქნებ არც ღირს რომ

როგორც ყოველთვის, დღესაც ყურსასმენ მომარჯვებული ჩქარი ნაბიჯით მივუყვებოდი ჩემი ქუჩის დაღმართს... დღესაც სირბილი მომიხდა იმის გამო, რომ ჩემი ქალაქის "სიამაყეს" ყვითელ ავტობუსს ჩემს გამო მომდევნო გაჩერებაზე არ დაეგვიანებინა...დღესაც 20 თეთრად ფასობდა ჩემი გზა უნივერსიტეტამდე, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც არ გავდა სხვებს.…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2013 წელი. 3:00am — 5 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი – ცნობილი თამარი II

თამარ თუმანიშვილი (თუმანოვა)

       ცნობილი მსახიობისა და ბალერინას თამარა თუმანოვას დედა ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელი თუმანიშვილების შთამომავალი იყო. 1918 წელს ფეხმძიმე ევგენია მეუღლესთან – რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად რუსეთის გავლით ჩინეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. გზაში ინფექციური დაავადებისგან მეუღლე გარდაეცვალა.…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2013 წელი. 12:30pm — 5 კომენტარი
________________

ჩემი სახელის ღირსეული მატარებელი – ცნობილი თამარი I

       ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა: – როცა ცნობილი და დიდი ადამიანის სახელი გქვია, შენც უნდა ეცადო ეს სახელი მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარო"–ო.

       თავიდან ვიფიქრე, ნორმებით, ღირებულებებით და მორალით ისედაც საკმაოდ დახუნძლულ გარემოში, დამატებითი პასუხისმგებლობების ქონა არც თუ ისე ადვილი საქმეათქო... მერე გადავწყვიტე, გამეგო ვისი სახელი მერქვა და ირონიითა და…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2013 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

მე დავიბადე

უზომოდ დაღლილ თვალებს ვახელ... თავიდან მიჭირს, თითქოს ქუთუთოებს რაღაც აწევს ზემოდან და თვალის გახელის საშუალებას არ მაძლევს. ცოტა ხანში, უკვე გახელილი თვალებით სრულიად უცხო სამყაროს ვუყურებ და მგონია, რომ ისევ მძინავს. ირგვლივ მხოლოდ სიცივეა...თეთრი, პირგამეხებული კედლები, რკინის, ჭრიალა საწოლები...უცნაური აპარატები... ჰაერში არასასიამოვნო, სინესტის და წამლების სუნი დგას... სულ მარტო ვარ... აღარც სითბოა, აღარც ის მოსიყვარულე ხმა,…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 17, 2013 წელი. 1:00am — 10 კომენტარი
________________

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters