ნეგატიური პოსტების პარალელურად, ხანდახან, რამე დადებითზეც ხომ ვწერ ხოლმე? მითხრეს, გეყოს ამდენი კრიტიკა (თითქოს, დიდი კრიტიკოსი ვიყო), რამე კარგზეც დაწერე, ხომ ხდება ჩვენს გარშემო კარგი რამეებიც-ო. დავთანხმდი და ყველაზე კარგი რაც ხდება ჩვენს გარშემო, ის მოვიფიქრე მეც - სამზარეულო. ჩემი საყვარელი თემაა, პრინციპში საყვარელ თემაზე უფრო მეტად, საყვარელი საქმიანობაა და მზარეულობაზე მეტად, დაგემოვნება, მაგრამ ამჯერად მოვშორდეთ დანა-ჩანგალს და ცოტა კულინარიაზე ვიბაასოთ (ვწეროთ).
შემომხედავს ადამიანი თუ არა, ჩემი ჰაბიტუსის პატრონს, იმავე წამს გაიფიქრებს, ამას ჭამა ეყვარება და კარგი გურმანი იქნებაო, აბა სხვაგვარად ასეთი როგორ გახდებოდაო და არ მინდა წინასწარი შეხედულებები გავამტყუნო, ამიტომ თავიდანვე მსუყედ დავიწყოთ - ქართული სამზარეულო, ანუ ხორცი, ხორცი, ხორცი (ცხორი, ცხორი ცხორის ინტონაციით). რატომ ხორცი?! იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობა ყველაზე კარგად გამოგვდიოდა (სიმბოლურია, რომ მწყემსვა დღესაც კარგად გამოსდით ჩვენს პოლიტიკოსებს, დაუყრიან ცოტაოდენ თივას ხალხს, ჩამოურიგებენ ჰაერში გასროლილ დაპირებებს საკვებად არჩევნების წინ, და მერე რძე და ყველით ივსებენ მუცელს წლების განმავლობაში (ოხ ეს ნეგატიური გადახვევები)). ცხვარი, ძროხა, ღორი - ადვილად მოვიშინაურეთ (აბა ჩვენში ლომი და ვეფხვი არ იყო თორემ, ვინ თქვა რომ მაგათი ხორცი უვარგისია საჭმელად?) და მერე ვკლავდით და ვჭამდით - ასე გაჩნდა ხაშლამა. ყველაზე ავტორიტეტული საჭმელი აღმოსავლეთ საქართველოში (დასავლეთელებშიც იშვიათად მომისმენია ხაშლამის აუგი), გურმანთა ლიგის (იქნებ არსებობს) N1 კერძი. აღმოსავლეთ საქართველო ვახსენეთ და იქვე უნდა ითქვას ბოზბაში, თან ხაშლამის ნახარს რომ ცხიმს მოხდი, აი იმით მომზადებული უკეთესიაო. ვისაც არ უჭამია, კაცია ადამიანიდან მაინც ემახსოვრება ჩიხირთმა-ბოზბაშის პაექრობის ამბავი. კარგი ცხვრის მსუყე ნაჭერი ბოზბაში, ზოგჯერ სულზე უტკბესიც აღმოჩენილა-ო. კახეთში კიდევ რა უნდა მიირთვა თუ არა მწვადი, რა თქმა უნდა თონიდან ამოყრილ ცხელ პურთან ერთად. შოთის პური, იქვე გამომცხვარი, განსაკუთრებით გემრიელი გამოსდით კახელებს და აქვე გავაფართოვოთ ჩვენი არეალი - ესეც მეორე მხარე - მიწათმოქმედება ანუ ხორბალი ბეღელში. ასე შეიქმნა ხინკალი. რა შუაშია და ცომში ჩატენილი ხორცი, სხვა რა არის თუ არა ხინკალი? თუ გნებავთ, მოხარშვის გარეშე - გამომცხვარი იყოს და უფრო დიდად დაკეპილი ცომით - გამოვა კუბდარი. შემწვარი წიწილა, გოჭი და მისთანები უფრო დასავლეთის ამბავია (ჩემი ფავორიტი კუპატიც), მაგრამ დასავლეთში მეტი აქცენტი რძის პროდუქტებზე კეთდება. რძე და ყველი რომ ვახსენეთ, ეს ჩვენი მესამე მიმართულებაა და აქაც სოფლის მეურნეობის ორივე ნახსენები მიმართულება იყრის თავს, ესაა პურში ჩატენილი ყველი - ხაჭაპური. ზღვირპირეთიდან თევზიც არ უნდა დაგვკლებოდა ქართველებს, მაგრამ რატომღაც შემწვარი ან თევზი ცოცხალის გარდა, სხვა დიდი კულინარიული ქართული მიგნება არ მაგონდება (შეიძლება, კარგად მოჩხრეკვაა საჭირო).
კიდევ არის ერთი - საცივი, რომელსაც ჩვენში ტრადიციულად ამზადებენ ინდაურით, მაგრამ რამდენ ენციკლოპედიაშიც არ ჩავიხედე, არსად არ წერია, რომ ინდაური მაინცდამაინც ქართული ფრინველია. ამიტომ კოლუმბამდე რითი ვამზადებდით საცივს, ჩემთვის გამოცანაა.
მოკლედ, მთელი ჩვენი ქართული ტრადიციული სამზარეულო, ამ სამი ფუძის გარშემო ტრიალებს და გვთავაზობს ვერსიებს (აქ უკვე ფანტაზიის და მარჯვე ხელების ამბავია) - ხორცი; ყველი და ცომი; ხორცი და ცომი.
საინტერესოა, როდის გაჩნდა ქართულ სამზარეულოში იდეალი, დათუნია, ნაპოლეონი, ზანგის ღიმილი (ჰო, ვიცი რომ რასისტულია) და სხვა ნამცხვრები? ზოგადად, ქართული ტკბილეული რომელია - ნიგვზიანები? შეიძლება, კაკალი კავკასიაში ოდითგან ყოფილა გავრცელებული.
ღია კითხვა: რომელია თქვენი ფავორიტი ქართული კერძი და რატომ?
ხაჭაპური და კერძი რაღაც ცუდად ხვდება ყურს. კერძი ცოტა უფრო მძაფრად უნდა ჟღერდეს, მაგალითად ყაურა!
რა ნოყიერი პოსტია ლაშ! აღარ მშია :D მე განსაკუთრებულად მიყვარს ხინკალი, აბედნიერებს :D
ამ შემთხვევაში ხინკალი :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია