მატარებლის სადგურზე მივედით.

- გამარჯობა, მატარებელი მალე მოვა?
- 7 საათიანი ჩამოივლის ახლა.
- დიდი მადლობა. ბილეთი თქვენთან უნდა ვიყიდო?
- შეგიძლია ჩემთან იყიდო, შეგიძლია მატარებელში აიღო.
- თქვენთან ვიყიდი.
- ნება შენია.
- ორი ბილეთი მომეცით!
- სოხუმამდე? - იხუმრა მოლარემ.

სიტყვისუთქმელად გავუღიმე, გამოვართვი ხურდა და ორი ბილეთი. ბაქანზე გავედით და მატარებელს დაველოდეთ. როგორც ვფიქრობდი, ბაქანზე რამდენიმე ადამიანიღა იდგა, ჩვენც რაოდენობა შევავსეთ და გვერდით დავდექით. გამვლელ-გამომვლელი ინტერესით გვათვალიერებდა, ვერავინ გვიცნო და ალბათ ამის გამო. შენ იცინოდი და მეც ბედნიერი ვიყავი, შენ რომ იცინოდი. არ მახსოვს, მგონი რაღაც ბოთლით ფეხბურთიც ვითამაშეთ. არც შენ გახსოვს? კარგი, არაუშავს, მთავარი ეგ არ არის!

მოვიდა მატარებელი და ჩვენც ავედით რომელიღაცა ვაგონის რომელიღაცა კარიდან. დასაჯდომი ადგილი არსად იყო. მალე ჩავალთო, ორივემ გავიფიქრეთ და კუთხეში, სკამებისგან დაცლილ ადგილას, ფანჯარას მივეკარით და ვუყურებდით მზე როგორ გვეცლებოდა ხელიდან. მერე სოფლის სურნელით ვტკბებოდით და აი, წვიმაც დაიწყო. ჰო, წვიმა დაიწყო და შენ ისევ ბედნიერი იყავი. მე გარეთ ხელი გავყავი და დავისველე, მერე სველი ხელი სახიდან თმები გადაგიწიე და ლოყებზე წვიმის წვეთები დაგრჩა. მერე იმ წვეთებში შენი ღიმილის და თვალების ბრწყინვალება ერთად აკიაფდა და მე ისევ ბედნიერი ვიყავი.

ამ ამბიდან წლები გავიდა, დღეს არც წლისთავია და არც რამე მსგავსი. უბრალოდ წვიმდა და მე ფანჯარასთან ვიდექი წუთით. მომაგონდა ეგ ღიმილი და ბედნიერებით გამითბა გული.

ნახვა: 213

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მატარებელი, მოგონება, ქველი, წვიმა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters